ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ახალი პროექტის _ „მეგობრული გზების“ განხორციელება დაიწყო. პროექტის „მეგობრული გზების“ მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, საქართველოს გზებიდან ე. წ. „შავი წერტილების“ აღმოფხვრით.
პროექტი ვებპორტალის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები, ნომერზე – 9115 მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნიან ინფორმაციას (ტექსტი, ფოტო ან ვიდეო) მათთვის საშიში ადგილის შესახებ (ადგილი, სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოსაწორებელია გზა და ინფრასტრუქტურა).
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ ხილოთ ამ ბმულზე .