ნეტგაზეთი • RU

ჯუმბერ თავართქილაძე ქართულ ოცნებას უჭერს მხარს

 

დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, “ხალხის პარტიის” წარმომადგენელმა ჯუმბერ თავართქილაძემ უარყო ინფორმაცია, თითქოს ის “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს და განაცხადა, რომ ის მხარს “ქართული ოცნების” გამარჯვებას უჭერს.

 

 

“გუშინ ერთ–ერთი ტელეარხიდან დამირეკეს, სურდათ გადაცემაში მივეწვიე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე “ნაციონალურ მოძრაობას” ვუჭერ მხარს. პირველ რიგში ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა და არ ვიცი რას ემსახურება ეს ჭორი. მე არ გავგიჟებულვარ, ვარ სრულიად ჯანმრთელი იმისთვის რომ ასეთი ნაბიჯი გადავდგა” – ამბობს ის. 

 

ჯუმბერ თავართქილაძემ თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ მათთვის მოწოდების გაკეთებას არ აპირებს – “ვფიქრობ საკმაოდ გონიერი ამომრჩეველი მყავს, მათ არ სჭირდებათ არანაერი მოწოდბა. არც განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ ახლა იძულებული გავხდი დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია – სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკურად მიმაჩნია, არჩევნებში გაიმარჯვოს “ქართულმა ოცნებამ”” – ამბობს ჯუმბერ თავართქილაძე.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"