აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით ტურისტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა ქობულეთის ცენტრშიც, აღმაშენებლის გამზირზე, ასევე ბათუმში, საბაგირო გზის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩაზე.
ახალი საინფორმაციო ცენტრი ზაფხულის განმავლობაში 24 საათი იმუშავებს.
2014 წლის სეზონზე აჭარის მასშტაბით 8 საინფორმაციო ცენტრი მუშაობს.