ბათუმში ქვიშის ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში მონაწილეობას რვა გუნდი იღებს. აქედან 4 გუნდი უცხოურია (1 გუნდი თურქეთიდან, 3 სომხეთიდან).
თამაშები დილას და საღამოს იმართება. გამარჯვებულ გუნდებს დიპლომები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ. საერთაშორისო ტურნირს ქვიშის ფრენბურთში ორგანიზებას საკალათბურთო კლუბი „ლომისი“ უწევს.