Batumelebi | შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ – Batumelebi
RU | GE  

შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქიმიურ-ბიოლოგიური საფრთხეების შესახებ

 

დღეს ბათუმში,  სასტუმრო „რედისონში“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბიოლოგიური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

 

 ბათუმში გამართული შეხვედრის მიზანი იყო ბიოლოგიურ სფეროში სახელმწიფოს ქბრბ შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა და ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც აღნიშნულ სფეროში აუცილებელი ყველა ღონისძიება გაიწერება.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ბიოლოგიური ნაწილი, DTRA-ს მიერ საქართველოში ბიოუსაფრთხოების სფეროში შემუშავებული დოკუმენტები და ქართულ მხარესთან აღნიშნული ორგანიზაციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორიამ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"