4 აგვისტოს, ბათუმში, 16.00 საათზე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ჩამოდის.
იმავე დღეს, 19.00 საათზე სასტუმროში „შერატონში“ გაიმართება პრესკონფერენცია, მოგვიანებით კი სასტუმროში “ინტურისტში” საქველმოქმედო ვახშამი მოეწყობა, საიდანაც შესული თანხა „დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის” ანგარიშზე ჩაირიცხება.
ფონდის ხელმძღვანელის კახა ჯანაშვილის თქმით, მურატ ილდიმირი მონაწილეობას მიიღებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილის კლიპში, რომელშიც ფონდის მიერ მოგროვებული ფულით განკურნებული ბავშვებიც მიიღებენ მონაწილეობას.
თანხის დონაციასთან დაკავშირებით შეგიძიათ დაუკავშირდეთ ფონდის წამრმომადგენლებს შემდეგ ნომრებზე: 577 055 183; 577 171 791