დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარდა სკოლის ექიმების შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება.
კომისიის მიერ კონკურსანტები შეფასდნენ შემდეგი ქულებით: ხათუნა აბდალაძე 8,5; მარადი ბერიძე 9,1 ; ციური ბოლქვაძე 7,4; მერაბ მახარაძე 7,3; მანანა უბილავა 8,9 ; ირმა დიდია 7,6 ; იამზე სურმანიძე 7,8.
ბათუმის N7 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად ციური ბოლქვაძის კანდიდატურა, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე ხათუნა აბდალაძის კანდიდატურა, ბათუმის N5 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა უბილავას კანდიდატურა, ქობულეთის N3 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე ირმა დიდიას კანდიდატურა, ხელაჩაურის N1 საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მარადი ბერიძის კანდიდატურა, დაბა ხულოს საჯარო სკოლის ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად იამზე სურმანიძის კანდიდატურა წარადგინეს.
მერაბ მახარაძე ჩაირიცხა სარეზერვო სიაში.