ქობულეთში მოსახლეობამ დღეს სახლს, სადაც მათი მტკიცებით მედრესე უნდა აშენდეს, ღორის თავი მიამაგრა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.
კადრებში, რომელიც “ბათუმელებს” აჭარის ტელევიზიამ მიაწოდა, ასევე ჩანს, რომ მოსახლეობა სასწავლებლის მშენებლობას აპროტესტებს და ამის გამო გზის გადაკეტვა სცადეს.
ქობულეთის გამგებლის განმარტებით, მედრესეს მშენებლობა უკანონოა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კი ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ჯერ შეტყობინება არ შესულა და შესაბამისად არც გამოძიება ან მოკვლევა დაწყებული არ არის.