ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის შედეგად მამაკაცმა სახლს სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ ცეცხლი წაუკიდა.
შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ოჯახის წევრებმა შინიდან გამოსვლა უვნებლად შეძლეს.
დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ნიშნავს.
ფაქტი ბათუმში 2 დღის წინ მოხდა.