სიახლეები

ქედის ადმინისტრაციული შენობის გარემონტებაზე ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს

07.03.2015 • 1424
ქედის ადმინისტრაციული შენობის გარემონტებაზე ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობს

 

ადმინისტრაციული შენობა
ადმინისტრაციული შენობა

სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 75 000 ლარზე 27 თებერვალს გამოაცხადა, განაცხადის შეტანის ვადა გუშინ, 6 მარტს ამოიწურა.

 

ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ – „ანრი 2010“-მა, „წარაქვმა“, „ვიგორამ“, „ალიგატორი 1“-მა და ინდ. მეწარმე დემურ ტარიელაძე მიიღო. მიმწოდებლებიდან ყველაზე დაბალ თანხად,  56,890.00 ლარად, შპს „ალიგატორი 1“ სთავაზობს მუნიციპალიტეტს შენობის გარემონტებას.

 

სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის რომელ კომპანიას გაუფორმებს ხელშეკრულებას ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. შესყიდვების სამსახურის უფროსის გივი დევაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომისია ორშაბათიდან იმსჯელებს. 

გადაბეჭდვის წესი