Batumelebi | მოსწავლეთა ლიტერატურულ მარათონში რეგისტრაცია დაიწყო მოსწავლეთა ლიტერატურულ მარათონში რეგისტრაცია დაიწყო – Batumelebi

მოსწავლეთა ლიტერატურულ მარათონში რეგისტრაცია დაიწყო

 

აჭარაში კონკურს „ლიტერატურული მარათონში“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

 

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს ორ კატეგორიად: I კატეგორია – VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები, II კატეგორია – X, XI, XII კლასის მოსწავლეები.


კონკურსი ჩატარდება ორ ტურად – შესარჩევი და ფინალური ტური. ლიტერატურული მარათონის შესარჩევი ტური ჩატარდება ელექტრონული ფორმით. ხოლო ფინალური ტური ჩატარდება ერთმანეთის პირისპირ ინტელექტუალური შეჯიბრის ფორმით.


ფინალურ ტურში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა:

 

ა) მონაწილემ შესარჩევ ტურში დააგროვოს კომისიის მიერ განსაზღვრული ქულების რაოდენობა. (თუ რამდენიმე მონაწილემ კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვა, ჩაითვლებიან ფინალურ ტურში მონაწილეებად).

ბ) ფინალში მონაწილე კონკურსანტმა უნდა დაადასტუროს მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემების სისწორე პირადობის ან დაბადების მოწმობის წარდგენის საშუალებით.


კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2015 წლის 20 მარტის ჩათვლით. კონკურსის მიზანია ინტელექტუალური შეჯიბრის საშუალებით მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"