Batumelebi | აჭარის მუსლიმ თემს შენობები გადაეცა აჭარის მუსლიმ თემს შენობები გადაეცა – Batumelebi
RU | GE  

აჭარის მუსლიმ თემს შენობები გადაეცა

 

 

აჭარის მთავრობამ, პრემიერის დავალებით და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმური თემის სასულიერო სასწავლებლისთვის ნაგებობები შეისყიდა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს შენობები გუშინ, ბათუმში, ბიზნესფორუმზე ვიზიტის შემდეგ დაათვალიერა.

მუსლიმური თემის ლიდერების თქმით, ეს მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან ახალი შენობები  ბათუმის „ორთა ჯამეში” ლოცვის პირობების შესაქმნელად ძირითადი საშუალებაა. 

საუბარია მედრესესა და დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციის შენობაზე, რომელთ მუსლიმი თემისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე წლის დასაწყისში, ბათუმის „ორთა ჯამეში” დამატებითი ფართის გამოსათავისუფლებლად მიიღო.

პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება – “ეს ხელისუფლების ვალდებულებაა და თქვენ სამადლობელო არ გაქვთ ჩემთვის. პირიქით დიდი მადლობა თქვენ, რომ ამდენ ხანს მოითმინეთ. მე ვიცი რომ პრობლემები ჯერ კიდევ არის და ამ პრობლემებს ჩვენ ეტაპობრივად მოვაგვარებთ, გადავლახავთ სიძნელეებს. იმ პრობლემებს, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ მოვაგვარებდით. ამას სჭირდებოდა დრო, თანმიმდევრული გადაწყვეტა. დღეს დადგა ის დრო, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ მოვაგვარეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთად” – აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარის მთავრობის მეთაურს, არჩილ ხაბაძეს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.

გუშინდელი ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრისაც შეხვდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"