Batumelebi | ტერორიზმში მხილებულთა სია ერთით გაიზარდა ტერორიზმში მხილებულთა სია ერთით გაიზარდა – Batumelebi
RU | GE  

ტერორიზმში მხილებულთა სია ერთით გაიზარდა

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ფიზიკურ პირთა სიას, რომლებიც შედიან ან დაკავშირებულნი არიან ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, ერთი პირი, გერმანიის მოქალაქე დაამატა. ამ სიაშია საქართველოს მოქალაქე თარხან ბათირაშვილიც.

 

ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირთა სიას 1975 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქე დაემატა, რომელზეც, სიაში არსებული მონაცემებით, გერმანიის ფედერალური სასასამართლოს მიერ გაცემულია დაპატიმრების ორდერი [თარიღდება 2014 წლის 14 მაისითა და 2014 წლის 5 დეკემბრით]. 

მისი ფსევდონიმია ალ–ალმანი (Abu Talha al-Almani);

სახელ[ებ]ი: 1. დენისი (DENIS); 2.  მამადუ (MAMADOU); 3.  გერარდი (GERHARD); 4.  კასპერი (CUSPERT).

მისი სავარაუდო ადგილსამყოფელია სირია/თურქეთის საზღვარი (2015 წლის იანვრის მონაცემები); ხოლო ძირითადი მისამართი ბერლინი, კარლ-მარქსის ქუჩა.

 

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებიც შედიან ან დაკავშირებულნი არიან ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, მხოლოდ თარხან ბათირაშვილია შეყვანილი, რომლის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა:

 

სახელ[ებ]ი: 1. თარხან (TARKHAN); 2. თეიმურაზოვიჩ (TAYUMURAZOVICH); 3. ბათირაშვილი (BATIRASHVILI);

დაბ. თარიღი: ა) 11.01.86 ბ) 1982;

დაბ ადგილი: ახმეტა, სოფელი ბირკიანი, საქართველო (Akhmeta, Village Birkiani, Georgia); ეროვნება/მოქალაქეობა: ქართველი.

 

ფსევდონიმი(ები), ზედმეტი სახელი(ები):

ა) თარხან თეიმურაზოვიჩ  ბათირაშვილი (Tarkhan Tayumurazovich Batyrashvili);

ბ) თარხან ბათირაშვილი (Tarkhan Batirashvil);

გ) ომარ შიშანი (Omar Shishani);

დ) უმარ შიშანი (Umar Shishani);

ე) აბუ უმარ ალ–შიშანი (Abu Umar al-Shishani);

ვ) ომარ ალ–შიშანი (Omar al-Shishani);

ზ) ჩეჩენ ომარი (Chechen Omar);

თ) ომარ ზე ჩეჩენი (Omar the Chechen);

ი) ომერ ზე ჩეჩენი (Omer the Chechen);

კ) უმარ ზე ჩეჩენი (Umar the Chechen);

ლ) აბუ უმარი (Abu Umar);

მ) აბუ ჰუდაიფაჰი (Abu Hudhayfah).

 

საქართველოს პასპორტი, მოქმედების ვადა: 26.06.19.

ადგილსამყოფელი –  სირიის არაბთა რესპუბლიკა (Syrian Arab Republic) (2014 წლის დეკემბრის მონაცემებით).

სიაში შეყვანის თარიღი: 23.01.15

2014 წლის შუახანების ინფორმაციით, ორგანიზაციის,  Islamic State in Iraq and the Levant–ის, რომელიც სიაში შეტანილია, როგორც Al-Qaida in Iraq (AQI) (იურიდიული პირების სია #83)  სირიაში მოქმედი მთავარი სამხედრო მეთაური და სათათბირო საბჭოს წევრი.

ხელმძღვანელობდა დაახლოებით 1000 უცხოელ მებრძოლს ISIL-ისათვის.

ჩადენილი აქვს მთელი რიგი თავდასხმებისა ჩრდილოეთ სირიაში.

 

„ტერორისტთა და ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიის შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის პირველი ბრძანება 2006 წლის  ოქტომბერში გამოიცა. მას შემდეგ სია პერიოდულად იცვლება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"