ხვალ, 23 მარტს, დღის 11 საათიდან ბათუმის საკრებულოში „ღია კარის“ სხდომა გაიმართება. სხდომაზე მისულ მოქალაქეებს საკრებულოს წევრებთან გასაუბრების, კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვის საშუალება მიეცემათ.
ღია კარის დღესთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატს სხდომაზე გამომსვლელთა წინასწარი რეგისტრაცია დაავალა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით „ღია კარის“ სხდომაზე მისვლას ხვალ ის მოქალაქეებიც გეგმავენ, რომლებთანაც მერია ე.წ. იაფი სახლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებდა.