Batumelebi | ვაკანსია აჭარის მთავრობაში ვაკანსია აჭარის მთავრობაში – Batumelebi
RU | GE  

ვაკანსია აჭარის მთავრობაში

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 5 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. 

 

სამინისტროში ვაკანტურია ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობები.

 

კონკურსი  სამ ეტაპად ჩატარდება:

პირველი ეტაპი განცხადებების გადარჩევა იქნება, რის შემდეგაც კონკურსანტები ტესტირებას გაივლიან. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, კონკურსანტებს საკონკურსო კომისია გაესაუბრება.

 

სამინისტროს ინფორმაციით კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. სამინისტრომ კონკურსი 20 მარტს გამოაცხადა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე