ნეტგაზეთი • RU

კიდევ ერთი სოციალური სახლი ბათუმში

 

აჭარის მთავრობა ბათუმში, თამარის დასახლებაში (# 29),  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  წარმომადგენლის პაატა ცეცხლაძის ინფორმაციით,  სამინისტრო სოციალურ სახლს ააშენებს. 

 

  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სამშენებლო კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადად 16 მარტი მიუთითა, შესყიდვის საწყის ღირებულებად კი, 3 მილიონ 286 400 ლარი იყო დაფიქსირებული. 

 

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ _ „ზიმომ“ მიიღო, კომპანიამ ელექტრონულ ვაჭრობაზე შესყიდვის ფასი  3 მილიონ 100 000 ლარამდე დაწია.

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მას შემდეგ, რაც კომპანია სამინისტროს ტენდერით გათვალისწინებულ დოკუმენტებს წარუდგენს, ხელშეკრულება გაფორმდება.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიამ მშენებლობა 2015 წლის  25 დეკემბერს უნდა დაასრულოს. 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.