Batumelebi | აჭარის სამთავრობო დელეგაცია პოლონეთში აჭარის სამთავრობო დელეგაცია პოლონეთში – Batumelebi
RU | GE  

აჭარის სამთავრობო დელეგაცია პოლონეთში

 

25-27 მარტს აჭარის მთავრობა ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მესამე სხდომაა დაგეგმილი. 

 

სხდომას აჭარის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი-ხათუნა ნაყეური და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სააგენტოს დირექტორი სოფო ლაზიშვილი დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისში გაიმართება შეხვედრები სავოევოდოს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე მხარეებს შორის 2014 წელს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, დასაქმებისა და ტურიზმის სფეროებში განხორციელებულ პროექტებს განიხილავენ. ასევე ხელი მოეწერება 2015 წლის თანამშრომლობის გეგმას. 

 

დაგეგმილია სტუმრობა სილეზიის უნივერსიტეტში. 

სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2011 წელს თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გრძელდება.

 

ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის  სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე