სიახლეები

„მსუბუქი მანქანა – პოლიციელი“ ხულოს საბავშვო ბაღებში

14.04.2015
„მსუბუქი მანქანა – პოლიციელი“ ხულოს საბავშვო ბაღებში

 

15 აპრილს დაიწყება და 17 აპრილს დასრულდება წინადადებების მიღება ელექტრონულ ტენდერში, რომელიც ხულოს ბაღების გაერთიანებამ გამოაცხადა სათამაშოების შეძენაზე. ტენდერის აუცილებელი მოთხოვნაა მოწოდებული საქონელი იყო სმაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, არ უნდა ჰქონდეს დამახასიათებელი მძაფრი სუნი.

 

სატენდერო დოკუმენტაციაში გარდა დასახელებისა და რაოდენობისა, ზოგიერთ სათამაშოს ახლავს ფოტოებიც ნიმუშად, რომ პრეტენდენტმა სწორედ ასეთი სათამაშო უნდა შესთავაზოს ბაღების გაერთიანებას.

 

სათამაშოების გასწვრივ მითითებულია მახასიათებლებიც. მაგალითად: „მსუბუქი მანქანა (პოლიციელი) – უნდა იყოს მყარი პლასტმასის, ქარხნული შეფუთვით, მაღალი ხარისხის, არანაკლებ 25-30 სმ სიგრძის; ლოტო – უნდა იყოს ხის,მცენარეების და ცხოველების გამოსახულებიანი 48 ჟეტონით 6 ცალი ნახატებიანი ბარათით; დომინო-ცხოველები – უნდა იყოს ხის, ფირფიტები სხვადასხვა ცხოველების ნახატებით; თოჯინა ,,პეპი” (მსგავსი ფოტო #11) – ნაჭრის, თავი პლასტმასის, ნაჭრის თმებით, ფერადი, მუსიკალური, სიგრძე არანაკლებ 35 სანტიმეტრისა“ და ა.შ.

 

1080 ერთეული სხვადასხვა სათამაშო მუნიციპალიტეტის 11 ბაღზე გადანაწილდება. სატენდერო პირობის თანახმად „მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველი ორგანიზაციის 11 ობიექტზე… სათამაშოების რაოდენობა, საბავშვო ბაღების მიხედვით, მომწოდებელზე მიწოდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმების დროს“.

 

შესასყიდი ზოგიერთი სათამაშოს ნიმუში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: