სიახლეები

1,7 მილიონი ლარი თურქულის საწინააღმდეგოდ

14.04.2015 •
1,7 მილიონი ლარი თურქულის საწინააღმდეგოდ

 

მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინა განკუთვნილი უნდა იყოს მხოლოდ მცოხნავი ცხოველების საინექციოდ. დოზის ერთეულად აღებული უნდა იყოს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა; ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, წვრილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზა არ უნდა აღემატებოდეს მსხვილფეხა პირუტყვის საიმუნიზაციო დოზის ნახევარს.

 

ვაქცინას მოწოდებისას თან უნდა ახლდეს: თითოეულ სერიაზე ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი ან ამ სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტი, GMP სერტიფიკატი, წარმოშობის სერტიფიკატი, საქართველოში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვაქცინის ინსტრუქცია (ნოტარიულად ნათარგმნი ქართულ ენაზე) და ვაქცინის დახასიათება. დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ფლაკონის გახსნიდან მისი გამოყენების ვადა, ვაქცინაციის სქემა;

 

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა მოწოდების მომენტისთვის უნდა იყოს არანაკლებ 10 თვე; გახსნიდან ვაქცინის გამოყენების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 საათს; მზა ვაქცინებს გავლილი უნდა ჰქონდეს წარმოებისა და ხარისხის კონტროლი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის OIE (სადიაგნოსტიკო ტესტებისა და ვაქცინების სახელმძღვანელო, გამოცემა 2011[1], თავი 1.1.8 და 2.1.5) და ევროპული ფარმაკოპეის (მონოგრაფია 0063) სტანდარტებს.

 

თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის შესასყიდი რაოდენობა – 1 709 000 დოზა ვაქცინის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. სატენდერო წინადადებების მიღება კი 2015 წლის 29 აპრილს დასრულდება. 

 

მაღალმთიანი აჭარა /ფოტო: მანანა ქველიაშვილი/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: