სიახლეები

დეპუტატ მედეა ვასაძის განცხადება აჭარის მთავრობის კუთვნილ ავტომანქანაზე

28.04.2015
დეპუტატ მედეა ვასაძის განცხადება აჭარის მთავრობის კუთვნილ ავტომანქანაზე

 

 

 

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 18-19 და 20 სექტემბერს ავტომანქანის სახელმწიფო საზღვრის ინტენსიურად გადაკვეთის თაობაზე, სანდო წყარო სისტემატურად მაწვდიდა გარკვეულ ინფორმაციას, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საყურადღებო იყო ის, რომ იმ პერიოდში, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს სისტემატურად კვეთდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „Hyundai – CJC-967“.  საზღვრის კვეთა განხორციელებულია 2013 წლის 18 სექტემბრის 22 : 17 საათზე, 19 სექტემბერის – 00:47 საათზე, იმავე დღეს – 14:58 საათზე და 20 სექტემბერის – 01:27 საათზე.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის გადასამოწმებლად 2014 წლის 29 აგვისტოს ოფიციალური წერილით მივმართე აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, მთავრობის ბალანსზე რიცხული ამ ავტომანქანის გადაადგილების მიზნობრიობის შესახებ, რაზედაც 2014 წლის 10 სექტემბერს, აპარატის უფროსის ხელწერით, მივიღე შეტყობინება იმის შესახებ, რომ ამ გადაადგილების თაობაზე ოფიციალური დოკუმენტაცია მთავრობის აპარატში რეგისტრირებული არ იყო.

 

აღნიშნული დროიდან, არაერთგზის მიმოწერის მიუხედავად, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოდან მიღწეული ვერ იქნა ავტომანქანის საზღვრის კვეთის ფაქტზე ჩვენ მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დასტურის მიღება. დღეს ხელთ მაქვს და ვასაჯაროებ რა ამ დოკუმენტს, მივმართავ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, რათა აღნიშნულ საკითხზე დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და ამ გზით უზრუნველყოს პასუხები შემდეგ კითხვებზე:

 

ვისზე იყო იმ დროისათვის აღნიშნული ავტომანქანა მიმაგრებული (განპიროვნებული), (თუკი ამ ავტომანქანით მოსარგებლე მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი იმ პერიოდში ასრულებდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოვალეობას და (სავარაუდოდ) შეჩერებული ჰქონდა აპარატის უფროსის მოვალეობა);  

 

 რას ემსახურებოდა ავტომანქანის ამ მიმართულებით გადაადგილება;  ვინ მართავდა ავტომანქანას და რა ოდენობის საწვავია მასზე იმ დროისათვის გაცემული და სხვა. 

 

ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება მთავრობის აპარატს, უნდა დაეწყო ჩემი წერილის მიღებისთანავე, რაც არ განხორციელებულა. ამიტომ დღეს არჩილ ხაბაძეს მივმართავ საჯარო განცხადებით, დაიწყოს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოების გამოკვლევა და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე მაცნობოს როგორც წერილობით, ასევე საჯაროდ რის შემდეგაც ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, ერთ ფრიად მნიშვნელოვან ფაქტზე სასაუბროდ, რომელზედაც, დღეის მდგომარეობით, მასალები თითქმის მზად მაქვს“- განაცხადა მედეა ვასაძე.

 

დეპუტატის განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: