Batumelebi | 100-ლარიანი ჯარიმა დეპუტატისთვის კვერცხის სროლის გამო 100-ლარიანი ჯარიმა დეპუტატისთვის კვერცხის სროლის გამო – Batumelebi
RU | GE  

100-ლარიანი ჯარიმა დეპუტატისთვის კვერცხის სროლის გამო

 

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის ავტოტრანსპორტის მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი თუშმალიშვილი 100 ლარით დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ პეტრე ზამბახიძისათვის კვერცხის სროლის გამო.  

„166 მუხლი მომცეს, 100-ლარიანი ჯარიმა. სასამართლო პროცესზე მხოლოდ მე ვიყავი“ – აღნიშნა გიორგი თუშმალიშვილმა „ბათუმელებთან“.

 

დეპუტატ პეტრე ზამბახიძეს კვერცხები 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ესროლეს. გიორგი თუშმალიშვილი და ინციდენტის მონაწილე გუჯა აგირბა, მათივე თქმით, “ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.


 

14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფოტო ბათუმელების არქივიდან
14 მარტი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ფოტო ბათუმელების არქივიდან


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"