შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტის რვა თემში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელებული ღონისძიებების გასატარებლად განსახორციელებელ პროექტებზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 11 მაისს გამოაცხადა.
შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამარტივებული შესყიდვა სულ 69 პროექტზე აქვს გამოცხადებული.
გამარჯვებულმა კომპანიამ სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის სათავე ნაგებობების, გზაზე რკინაბეტონის საფარის, გარე განათების, მინისპორტული მოედნების მოსაწყობად და გზის რეაბილიტაციასა თუ სველი წერტილების, წისქვილების, მოსაცდელებისა და ხიდების მშენებლობაზე პროექტი უნდა შეიმუშაოს და მათი შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა წარუდგინოს გამგეობას.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებზე გამოცხადებული გამარტივებული ტენდერი 18 მაისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 18 733 ლარია. ტენდერი 18 მაისს დასრულდება.