სიახლეები

ქობულეთში ღორის თავის მიჭედების საქმეზე მხარეები ვერ მორიგდნენ

04.08.2015
ქობულეთში ღორის თავის მიჭედების საქმეზე მხარეები ვერ მორიგდნენ

 

ღორის თავი მუსლიმთა პანსიონის კარზე
ღორის თავი მუსლიმთა პანსიონის კარზე

„ქართველ მუსლიმთა ერთობა“ , მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოპასუხე მხარე შინაგან  საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია. ქართველი მუსლიმები შს სამინისტროს დისკრიმინაციის შემწყნარებლობაში  ადანაშაულებენ.

 

დღეს მოსარჩელის კითხვებს მოპასუხე მხარე – შს სამინისტრო პასუხობდა. სამინისტროს წარმომადგენელმა რამდენიმე კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ,,არ იცის’’, ,,არ არის კომპეტენტური’’, ,,ვერ გიპასუხებთ’’. მოსარჩელეს აინტერესებდა, რა საგამოძიებო მოქმედებას ატარებდა შს სამინისტრო პანსიონის შენობისთვის განკუთვნილ სახლზე ღორის თავის მიჭედების ფაქტზე.

 

მოსარჩელე მხარე სახელმწიფოსგან სასწავლებლის გახსნას, საკუთრების, განათლების უფლების დაცვის მიზნით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას, ასევე მორალურ კომპენსაციას – სიმბოლურად 1 ლარის ანაზღაურებას ითხოვენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.