ნეტგაზეთი • RU

ბათუმელი სპორტსმენის პირველი დიდი შეჯიბრი


ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში – „თბილისი 2015“-ში, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, აჭარიდან სამი სპორტსმენი მონაწილეობდა: ნათია მიქაბერიძე – ძიუდოში, ელიზა ფალავანდიშვილი – ფრენბურთში და მარი მეჯიდოვა – სიმაღლეზე ხტომაში. ისინი საპრიზო ადგილების მიღმა დარჩნენ, თუმცა დიდი გამოცდილება მიიღეს.

 

მარი მეჯიდოვა
მარი მეჯიდოვა

მარი მეჯიდოვასთვის ეს პირველი გამოსვლა იყო დიდ საერთაშორისო ტურნირზე, „აქამდე არც ერთ საერთაშორისო შეჯიბრზე არ ყოფილა მარი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მისმა მწვრთნელმა შალვა პატარაიამ.

 

მარი მეჯიდოვა ფინალისთვის ბრძოლაში გამოეთიშა ასპარეზობას და 21 სპორტსმენს შორის მე-16 ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი რუსეთის წარმომადგენელმა ეკატერინა პროხოდკოვამ მოიპოვა.

 

„შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ მაქსიმალური გავაკეთე იმისთვის, რომ ფინალში მოვხვედრილიყავი,“ – გვითხრა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

 

მარი 16 წლისაა. ის მძლეოსნობის სპორტულ კლუბ „ათლეტიკას“ სპორტსმენია. „თბილისი 2015“-ის საგზური მან საქართველოს პირველობის მოგების შემდეგ მოიპოვა. „თბილისი 2015“ ასპარეზობისთვის ორთვიანი ვარჯიში თბილისში გაიარა.

 

შალვა პატარაია: „მარიმ სიმაღლეზე ხტომა 150 სანტიმეტრიდან დაიწყო, რომელიც თავისუფლად დაფარა. 161 სანტიმეტრზე ცოტა გაუჭირდა. როცა 165 სანტიმეტრზე ფინალში გადასასვლელი ბედი წყდებოდა, ცოტა ინერვიულა, ვეღარ შეძლო მაგის დაფიქსირება, თორემ ვიქნებოდით ფინალში 12 ბავშვს შორის და უფრო მეტი შანსი გვექნებოდა საპრიზოსთვის. თუმცა მე-16 ადგილიც საკმარისია იმისთვის, რომ სპორტსმენს სტიმული მიეცეს, გააგრძელოს ასპარეზობა. მარი პერსპექტიული ახალგაზრდაა. არ არის ამ ასაკში ასეთი შედეგის დაფიქსირება ადვილი. ფაქტობრივად, თავის თავს გადაახტა სიმაღლეზე ხტომაში.“

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.