სიახლეები

გამგებლის წარმომადგენელი ურეკში: ცოცხალი ჯაჭვი მოზარდის გადასარჩენად გაკეთდა

03.08.2015
გამგებლის წარმომადგენელი ურეკში: ცოცხალი ჯაჭვი მოზარდის გადასარჩენად გაკეთდა

 

 

 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო

სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში ფოტოს ავთენტურობას არ ადასტურებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და სააგენტოებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

 

„ბათუმელები“ დაბა ურეკში გამგებლის წარმომადგენელს დავით რობაქიძესაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, დღეს 3 აგვისტოს 14:00 საათზე, მაშველებმა  ნამდვილად აღმოუჩინეს 13 წლის მოზარდს დახმარება. თუმცა, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ცოცხალი ჯაჭვი მაშველების გადასარჩენად გაკეთდა, გამგებლის წარმომადგენელი უარყოფს:

 

„სააგენტოებმა არასწორად გააშუქეს ინფორმაცია. ისინი წერდნენ, რომ მაშველები იხრჩობოდნენ  და მათ დასჭირდათ დახმარება, ეს ტყუილია და ასე არ ყოფილა. რადგან იყო დიდი დინება, სამაშველო ბაწრის  სიგრძე საკმარისი  არ  აღმოჩნდა, რომ მოზარდი მისწვდომოდა, ამიტომ  გახდა საჭირო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, რომ ბაწარი დაგრძელებულიყო“- ამბობს გამგებლის წარმომადგენელი.      

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.