Batumelebi | ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება – Batumelebi
RU | GE  

ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება

 

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია სირაბიძე აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ინიშნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.  

 

ნათია სირაბიძე
ნათია სირაბიძე

„ნათია სირაბიძე ახლო პერიოდში დაინიშნება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მოადგილის პოზიციაზე,“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ. 


ნათია სირაბიძე პროფესიით ჟურნალისტია, სხვადასხვა დროს მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეს-მდივნის პოსტზე,  აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტში, საზოგადოებრივ მაუწყებელში, რადიო „მწვანე ტალღაში“ და სხვა. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"