Batumelebi | გარემოს დაცვის მინისტრი აჭარის მთავრობას შეხვდა გარემოს დაცვის მინისტრი აჭარის მთავრობას შეხვდა – Batumelebi
RU | GE  

გარემოს დაცვის მინისტრი აჭარის მთავრობას შეხვდა

 

დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდა. მათ რეგიონში მიმდინარე გარემოსდაცვით პროექტებზე ისაუბრეს.

 

 

 

აჭარის სანაპირო ზოლის ჩამდინარე წყლებისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის გარდა, მხარეებმა შემდეგი პროექტების განხორციელების შესახებაც ისაუბრეს: აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი, დეგრადირებული სუბალპური ტყის მასივების აღდგენა, ტყის ფონდის ინვენტარიზაცია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"