Batumelebi | ენერგოპრო: გორგილაძის და ჭავჭავაძის ქუჩებზე შუქი მალე მოვა ენერგოპრო: გორგილაძის და ჭავჭავაძის ქუჩებზე შუქი მალე მოვა – Batumelebi
RU | GE  

ენერგოპრო: გორგილაძის და ჭავჭავაძის ქუჩებზე შუქი მალე მოვა

 

ამ დროისთის ბათუმში გათიშულია ჭავჭავაძის და გორგილაძის ქუჩები. მაღაზიების ნაწილი ამ დროისთვის გენერატორებით მუშაობს. 

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ ქუჩებზე ელექტროენერგია მალე ჩაირთვება, ძლიერი წვიმის შემდეგ დაზიანებებზე „ენერგო-პროს“ თანამშრომლები მუშაობენ.  

ელექტროენერგია გუშინ, 25 აგვისტოს ბათუმის რამდენიმე უბანში გაითიშა, ენერგოკომპანიაში მიზეზად ძლიერ წვიმას ასახელებენ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"