სიახლეები

შავ ზღვაში ბარცხანის მონაკვეთზე ნავთობი ჩაიღვარა

22.08.2015 • 1332
შავ ზღვაში ბარცხანის მონაკვეთზე ნავთობი ჩაიღვარა

 

ბათუმის ნავთობტერმინალის ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად, ერთდროულად აიწია გრუნტისა და მდინარის წყლების დონემ, შედეგადაც წარმოიშვა გრუნტის წყლების წნევა, რაც დააწვა დაბინძურებულ გრუნტის წყლებს და გამოდენა მდინარე ბარცხანისკენ, – “იმდენად ძლიერი იყო ის წნევა, რომ მდინარის პირას აშენებული კედელი დაანგრია და იქ დატოვებული, დაბუდებული, გარკვეული რაოდენობის ნავთობი გამოიტანა”.

 

ნავთობტერმინალის სამსახურთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია სანდასუფთავების სამსახურის ბრიგადა, რომელიც ასუფთავებს სანაპიროს ჩამონატანებისგან. 

ამ მონაკვეთზე ზღვაში ნავთობი ყოველწლიურად იღვრება.

 

ფოტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი