Batumelebi | ბათუმში სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა ბათუმში სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში სამაშველო სამსახურში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აჭარის ბიუროში ძლიერი წვიმის გამო, 110 გამოძახება დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ბათუმელებს” უწყების პრესსამსახურის თანამშრომელმა ზვიად ჯაფარიძემ მიაწოდა.  

 

ბათუმი,25 აგვისტო/ირინა ყურუას ფოტო

მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვისაც [01:43 საათი] მუშაობენ სრული შემადგენლობით. აჭარის სამაშველო და საგანგებო სამსახურს მაშველები  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდანაც ეხმარებიან. 

 

უწყების ცნობით, ბათუმში რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა, თუმცა მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"