დღეს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციის – „მე ვარ საქართველოს” წევრებმა რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკა გააპროტესტეს.
ბათუმელები
დღეს, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ბათუმში ევროპის მოედანზე არასამთავრობო ორგანიზაციის – „მე ვარ საქართველოს” წევრებმა რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკა გააპროტესტეს.
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე „ქართელ მუსლიმთა ერთობის“ სარჩელს განიხილავს. „ქართველ მუსლიმთა ერთობა“ მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონატის თანამშრომლები და მშობლები დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოპასუხე მხარე შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირია.
საავტორო კინოს ბათუმის მეათე საერთაშორისო ფესტივალი 20 სექტემბერს დაიხურა მუსიკალურ ცენტრში. დახურვის ცერემონიაზე ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები დაასახელა და მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის ჯილდო გადასცა ლანა ღოღობერიძეს, ბაადურ წულაძესა და ნასტასია კინსკის.
ტურისტულ სეზონზე ბათუმის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ათი ფერადი პიანონო განათავსა. ერთ-ერთი მათგანი ბათუმში ევროპის მოედანზეა. სეზონის განმავლობაში მასზე არაერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ტურისტმა დაუკრა, თუმცა ამ დროისთვის პიანინო სრულიად უსარგებლოა: კლავიშები ჩაჭედილია, სახურავი – მომძვრალი, პედალი – დაზიანებული. რას უპირებს მერია დაზიანებულ პიანინოებს, რის დაქირავებაშიც ათი ათასი ლარი გადაიხადა?
32 წლის ქალმა ერთი თვის წინ გოგონა გააჩინა ბათუმის სამშობიარო სახლში. მშობიარე სამშობიაროდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა თავის ტვინის ანთებით. კომაში ყოფნის დროს ახალშობილი თავშესაფარში გადაიყვანეს, თავად ქალი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. ქალს არავინ ჰყავს. ექიმები არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვენ.
24-27 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და უკრაინის სარეკლამო კოალიცია, საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით, წარადგენენ ახალ საერთაშორისო ფესტივალს – AD BLACK SEA . ფესტივალის პროდიუსერმა და უკრაინის სარეკლამო კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა – მაქსიმ ლაზებნიკმა გვიამბო ფესტივალის მთავარი იდეის შესახებ. მან ასევე ფესტივალის რამდენიმე საიდუმლოც გაგვანდო.
26 სექტემბერს, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ს სემინარული პროგრამის ფარგლებში, ლეონიდ ფეიგინი, სააგენტო Direct Design Visual Branding-ის თანამფლობელი და კრეატიული დირექტორი წარადგენს თემას “Everliving skeleton of history”. ის ახსნის storytelling-ის პრინციპებსა და პერსპექტივების მნიშვნელობას ბრენდის კომუნიკაციაში.
ხვალ, 22 სექტემბერს, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში დონაციის აქცია – „გაიღეთ სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ ჩატარდება. დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტების გამგეობების, გამგეობებს დაქვემდებარებული სამსახურების, საკრებულოების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვებიან.
თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოსახლეობის მიერ ბათუმის მერიის ადმინისტრაციულ ორგანოებში პირველადი მოხმარების ნივთები და ტანსაცმელი გროვდებოდა. შეგროვებული ნივთების ნაწილი, რომელიც ტერიტორიულ ორგანოებში დაგროვდა, საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანს“ გადაეცა.
ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო, რომელიც 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება გასვლითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების ადგილებიდან, თემატური კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები. ფესტივალი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მერაბ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
სოციალურ ქსელში ადვოკატმა პაატა შავაძემ გაავრცელა, როგორც თავად წერს, ახალგაზრდა მამაკაცის, დ. ზ.-ს ფოტოსურათი, სადაც მას შუბლზე აქვს ღია ჭრილობა, ხოლო სახე სისხლით აქვს მოსვრილი. პაატა შავაძე წერს, რომ, მამაკაცის თქმით, ის „საპატრულო პოლიციის მუშაკებმა დაკავებისას სცემეს“.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას,ბათუმში მყოფი გერმანიის მოქალაქის, ტირკ რეტტიკის გაუჩინარების შესახებ, შს სამინისტროში ადასტურებენ.
25-27 სექტემბერს, ბათუმის ცირკში, გაიმართება ვასილ გაროზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. საქართველოს 16 მუნიციპალიტეტის გარდა, მასში მონაწილეობას მიიღებენ მოჭიდავეები აზერბაიჯანიდან და ირანიდანაც (ექვს-ექვსი მოჭიდავე). საერთო ჯამში კი 108 სპორტსმენი იასპარეზებს ექვს წონით კატეგორიაში: 60, 66, 73, 81, 90, +90 კგ.
21 სექტემბერიდან, გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში წაიკითხეთ სტატია ბოლო ორი კვირის მანძილზე ბათუმში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობებზე:
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი სულხან ღლონტი ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა” უმაღლესი საბჭოს ვიცეპიკერის ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატად დაარეგისტრირეს. გასულ კვირას დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე „თავისუფალი დემოკრატები“ ამ საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანას და შესაბამისად, მისი კენჭისყრაზე დაყენების მოთხოვნასაც აპირებდნენ სხდომა რომ არ ჩაშლილიყო – ამის შესახებ ინფრომაცია „ბათუმელებთან“ ფრაქციის მდივანმა, თემურ კახაძემ დაადასტურა. თუმცა ამ სხდომის ჩაშლას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ თავადაც შეუწყვეს ხელი, რადგან ისინი მოუხედავად იმისა, რომ ისინი უმაღლეს საბჭოში იმყოფებოდნენ და სხდომათა დარბაზშიც შევიდნენ , რეგისტრაცია არ გაუვლიათ.
დღეს, საღამოს 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ბათუმის საავტორო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართება.
„მე სპეციალურად ამოვარჩიე სკოლა, ამ მუსიკალურ სკოლაში პედაგოგები არიან არა?! მითხრეს, ბავშვები არდადაგებზე არიანო, მაგრამ სად არიან პედაგოგები, რომლებმაც უნდა ასწავლონ ამ ბავშვებს, რატომ არ მოდიან ამისთანა უნიკალურ კონცერტებზე? ძალიან მეწყინა და მომავალში აქ ალბათ აღარ ჩავატარებ“, – ასე გამოხატა მსოფლიოში ცნობილმა შემსრულებელმა ლიანა ისაკაძემ უკმაყოფილება კონსერვატორიის ნახევრადცარიელი დარბაზის გამო ბათუმში, სადაც ყოველწლიური ფესტივალის „ღამის სერენადების“ ფარგლებში გაიმართა კონცერტი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2015 წლის ტურისტული სეზონი საბოლოოდ ჯერ არ შეუჯამებია. წინასწარი მონაცემებით, რეგიონში გასულ წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა სამი პროცენტითაა გაზრდილი. ტურისტების რაოდენობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში 2013 წელს დაფიქსირდა, იმ წელს ტურისტების რაოდენობის ზრდის ნიშნულმა ათ პროცენტს მიაღწია. აგვისტოს მონაცემების მიხედვით, აჭარაში იანვრიდან დღემდე 300 ათასი ტურისტია შემოსული.
ზაფხულის დასრულება სულაც არ ნიშნავს, რომ ტურიზმისათვის ხელსაყრელი დრო ამოიწურა. პირიქით, თბილი შემოდგომა საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, მით უფრო, რომ ამ დროს შეგიძლიათ საქართველოს ლანდშაფტები სულ ფერებში დაინახოთ. სად შეიძლება წავიდეთ 2-3 დღით და რისი ნახვა სჯობს შემოდგომაზე საქართველოში? „ბათუმელებმა“ ეს კითხვა იმ ადამიანებს დაუსვა, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ და კარგად იცნობენ ტურისტულ ადგილებს საქართველოში.
მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 22 წლის მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ქურდობასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში სდებს ბრალს. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.
რას ფიქრობენ აჭარაში არსებული თვითმმართველობების საკრებულოების თავმჯდომარეები კოლეგის – ოთარ გელაძის გამონათქვამებზე ხულოდან, რომელიც გასულ კვირას არმენოფობიური ტექსტით წარსდგა საკრებულოს სხდომაზე, როცა ის ექსპრეზიდენტს აკრიტიკებდა. მან მიხეილ სააკაშვილს უწოდა „სომეხი სააკა“, „ორმაგი აგენტი“ და „ღორი“. „ბათუმელები“ ამ განცხადების შესაფასებლად აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ორმა მათგანმა თავი შეიკავა კომენტარის გაკეთებისგან, ორი კი ფიქრობს, რომ სააკაშვილის ეთნიკური წარმომავლობის გარკვევა მათი კი არა „შესაბამისი ორგანოს“ საქმეა.
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ხიზილალას წარმოების დაწყებაზე ინფორმაცია წლის დასაწყისში გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ კომპანია „იუნიფიშმა“ ზუთხსაშენი მეურნეობა გახსნა. თავად კომპანიის წარმომადგენელი ამბობდა, რომ სექტემბრისთვის ზუთხსაშენში ეყოლებოდათ 75 ტონა თევზი, რომლისგანაც 2,5 ტონა შავი ხიზილალას წარმოებას გეგმავდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მახოში არსებულ აუზებში ამჟამად მხოლოდ 39 ზუთხი ჰყავთ.
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული აიქუთ ო. და 1956 წელს დაბადებული ნაზიმე შ, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული მალხაზ შ. და 1980 წელს დაბადებული ნათია ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ახალი ჯიპის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 38 000 ლარია.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით „რომპეტროლი“ (KMG International) ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. კომპანიასა და ფედერაციას შორის ორ წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელზეც ხელი 16 სექტემბერს „რომპეტროლის” გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ პოპუშოიმ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა – კახი კახიაშვილმა მოაწერეს.
ცნობილი მსახიობთან, ნასტასია კინსკისთან შეხვედრა დღეს, ბათუმში, სასტუმრო „დივანის“ საკონფერენციო დარბაზში დღის სამ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მსახიობმა დააგვიანა. შეხვედრაზე დასწრების მსურველების გარდა მსახიობს ჟუნალისტებიც ელოდნენ. ფესტივალის ორგანიზატორმა ზვიად ელიზიანმა განმარტა, რომ ნასტასია კინსკი ფესტივალის საპატიო სტუმარია: „როცა საუბარია იმაზე, რომ ფესტივალს ყავდეს სტუმარად ვარსკვლავი, მას ვარსკვლავური დახვედრა სჭირდება, რისთვისაც ქალაქი მზად არ არის. “
რამ გაანაწყენა მსახიობი, ფესტივალის მენეჯერს არ დაუკონკრეტებია.
დღეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ მიერ დაგეგმილ მასშტაბურ აქციაში – „დავასუფთავოთ საქართველო“ – მონაწილეობდნენ.
ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის მილიონობით ლარის ღირებულების ქონებას, რომელიც ქარხნის გაკოტრების რეჟიმში, სახელმწიფომ მინიმალურ ფასად კერძო კომპანიას მიყიდა, ამჯერად აუქციონზე კერძო ბანკი ყიდის. აუქციონზე იმ სახელმწიფო ქონებასაც გაიტანენ, რომლის ნასყიდობის ფასი კერძო ინვესტორს დღემდე არ გადაუხდია. დღემდე შეუსრულებელია ხელშეკრულებით სახელმწიფოს სასარგებლოდ ნაკისრი სხვა ვალდებულებებიც. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების იპოთეკით დატვირთვით კერძო კომპანიებს დიდი ოდენობით თანხა აქვთ აღებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქ. ბათუმის მერიას მისცა თანხმობა, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განახორციელოს.
მოსამართლე დავით მამისეიშვილი გაზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის საქმეს განიხილავს. ბრალდებული სამართალდამცავებმა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით სამსახურს 457 698 ადამიანმა მიმართა. 2015 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით დაბრუნებული რიგითი ნომერია 457 483, ხოლო ჯამში დაბრუნებულია 125 474 972 ლარი. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობა შესაბამის პირებს მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – მამუკა კვარაცხელია, რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი. მამუკა კვარაცხელია პირველი ლიგის კლუბმა „გაგრამ“ წარადგინა, რევაზ არველაძე – სფფ-ს რამდენიმე წევრმა, კლუბმა და ორგანიზაციამ, ხოლო ლევან კობიაშვილი – თბილისის „დინამომ“, სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა. ერთი მათგანი პირობას დებს, რომ საქართველო 2020 წელს უეფაზე ითამაშებს, მეორეს აზრით, ქართული ფეხბურთის აყვავება წელიწადნახევრის მერე დაიწყება, მესამე კანდიდატი კი დაპირებებს არ იძლევა. პრეზიდენტი სფფ-ს 35 წევრი ორგანიზაციისა და კლუბის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ მომენტისსთვის ბათუმში, პარკირების წესების დარღვევის გამო 500-მდე ადამიანია დაჯარიმებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამაზ დევაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.