კარგად მახსოვს ჩემთვის ახალი რეალობა, სტუდენტობა, რომელიც სკოლის რელობიდან ძალიან შორს აღმოჩნდა. კარგად მახსოვს სხავადასხვა სტუდენტური საპროტესტო აქციები, ვიყავი თუ არა ამ მოვლენების მონაწილე, მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღებას გავამახვილებ პროტესტზე, რომელიც ერთ-ერთი სასწავლო წლის დასაწყისს ვიხილე, ეს იყო სტუდენტების პროტესტი, რომლებიც სწავლის პირველივე დღეს აპროტესტებდნე უნივერსიტეტის დონეზე თუ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს და ითხოვდნენ ამ ყოველივეზე დროულ რეაგირებას. ერთი შეხედვით ეს ჩემთვის ამოუხსნელი მოვლენა იყო, რადგან მეც იმ სისტემის ნაწილი ვიყავი რომელსაც სასკოლო სისტემა ქმნიდა და სადაც არ არსებობდა გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება.. გარკვეული დროის განმავლობაში მქონდა წარმოდგენა რომ სტუდენტები რომლებიც ადმინისტრაციის წინ იდგნენ ტრანსფარანტებით და ჰქონდათ კონკრეტული მოთხოვნები, აუცილებლად დაისჯებოდნენ..