Critical Mass Batumi თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

 

დღეს, ტრადიციულად თვის ბოლო პარასკევს, ბათუმში ველომსვლელობა მოეწყო, ოღონდ ამჯერად ბათუმელი, 19 წლის თამილა მახარაძის მხარდასაჭერად, რომელსაც გერმანიაში სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა. თამილა, რომელმაც მარჯვენა ხელი დაავადების გამო დაკარგა, დღევანდელ მსვლელობაში მონაწილეობდა.  

შეახსენე მერიას არჩევნების თარიღი, რათა უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს ადაპტირება

 

წლების განმავლობაში არაადაპტირებული საარჩევნო გარემო არჩევნების დღეს შშმ პირებისთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს, 2016 წლის არჩევნებისთვის ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს საარჩევნო გარემოს სრულად ადაპტირებას. თუმცა ამ დაპირებას შშმ პირები სკეპტიკურად უყურებენ.

სოლიკო ვირსალაძის ”აცეკვებული ფერწერა” [ფოტო]

 

დღეს, აჭარის ხელოვნების მუზეუმში, გამოფენა „აცეკვებული ფერწერა“ გაიხსნა, რომელზეც ქართველი ფერმწერი და სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის მიერ, სუხიშვილებისთვის შექმნილი ესკიზების და ნამუშევრები გამოიფინა.

საკრებულოს თავმჯდომარეს მეორე მოადგილე ეყოლება

 

29 სექტემბერს ბათუმის საკრებულო რეგლამენტში ცვლილებას გეგმავს. ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილება საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილის შტატის დამატებას ითვალისწინებს.

ვაკანსიები აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობის აპარატი, უმაღლესი საბჭო და ტურიზმის დეპარტამენტი 20 მდე ვაკანტურ თანამდებობაზე, კონკურსს აცხადებს. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე კონკურსანტთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და  5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

ერთი სტუდენტი ფიზიკის ფაკულტეტზე – ბათუმის უნივერსიტეტის მილევადი მიმართულებები

 

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულება სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტად გამოცხადდა, აბიტურიენტებისთვის მოთხოვნადი მაინც ვერ გახდა, გასულ და მიმდინარე წელს უნივერსიტეტმა ამ სპეციალობაზე თითო სტუდენტი მიიღო. უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულებაზე სულ 258 ადგილი დარჩა.

დისკუსია თემაზე ”ქართული მედიის პრობლემები და გამოწვევები”

 

27 სექტემბერს, 16 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართება დისკუსია თემაზე “ქართული მედიის პრობლემები და გამოწვევები”.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წლის პროგრამების პროექტებს განიხილავს

 

ამ წუთებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში,  მომავალი წლის პროგრამების პროექტებს განიხილავენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით მომავალ წელს, უწყების ბიუჯეტი 4 008 622 ლარით გაიზრდება, საიდანაც 3 557 929 ლარი მიმდინარე და ახალი პროგრამების განხორციელებაზე გადანაწილდება.

“მე კარგად ვიქნები” – ჯგუფური თერაპიის მნიშვნელობა მძიმე დიაგნოზის დროს

 

 

„…მეორედ დამჭირდა ქიმიოთერაპია. ვფიქრობდი, არ გავიკეთებ, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვეღარ გავუძლებ იმ საშინელ დისკომფორტს და თმისცვენას, რაც დამახასიათებელია ქიმიოთერაპიისთვის, მაგრამ ქალთა კლუბის მხარში დგომითა და დაჟინებული თხოვნით, დავიწყე მკურნალობა. მათი თანადგომისა და მათთან ურთიერთობის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა,” – ე. ქოროგლიშვილი.


“ახლა ეს ჩემი მეორე ოჯახია. გავიცანი ბევრი მეგობარი. ეს სტიმულია ჩვენი ცხოვრების. ვიღაც ფიქრობს, ვიღაც ზრუნავს შენზე – რა გვჭირდება, რა გვიჭირს… როცა ამ ხალხთან ვარ, მავიწყდება ავადმყოფობა და ბედნიერი ვარ”, – ქ. ბაზალელი.


„თავს ვეღარ ვცნობ. გავხდი ძალიან თავდაჯერებული, უფრო ძლიერი და უფრო თამამი. ვგრძნობ, რომ უფრო ვიმტკიცებ ჩემს ადგილს საზოგადოებაში…” – მ. ყანადაშვილი.


„ეს იყო შოკი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ შინაგანად გავძლიერებულიყავი. მე ხომ არ ვარ პირველი, მე კარგად ვიქნები, არაფერი მომერევა, რადგან ჯერ ოჯახს ვჭირდები. ასეც მოხდა. მას შემდეგ გავიდა 11 წელი. თავს კარგად ვგრძნობ. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რაც მჭირს. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე და ვიცოცხლებ კიდეც. გაუმარჯოს სიცოცხლეს!!!“ – ლ. კონტუაძე.

როცა ბავშვს ბაღში წასვლა არ უნდა – რა შეცდომას უშვებენ მშობლები

 

ბაღში ახალმისული ბავშვების გამომშვიდობება მშობლებთან ერთ-ერთი მძიმე სანახაობაა – ბავშვები მთელი გულით, ტირილით ითხოვენ, რომ მშობლებმა არ დატოვონ. რატომ უჭირთ ბავშვებს საბავშვო ბაღთან შეგუება, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის ბაღში დატოვებისას და როგორ დავეხმაროთ მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში? – ამ თემებზე “ბათუმელებს” ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ესაუბრა. 

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

 

 დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea გაიხსნა, სადაც ფესტივალის მონაწილეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად რეკლამის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. 

 ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების სივრცე 41/41-ში გაიხსნა. 

კონცერტი სმენადაქვეითებული ადამიანების მონაწილეობით

 

  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხვალ 25 სექტემბერს, 18.00 საათზე,   ბათუმის საზაფხულო თეატრში, რომელიც ბულვარში მდებარეობს გაიმართება კონცერტი ,,საქართველოს ყრუთა კავშირის” შემოქმედებითი ჯგუფის მიერ.

 

ხაბაძე: ბობოყვათის რეზიდენციით ინვესტორები არ დაინტერესდნენ

 

საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ბობოყვათის რეზიდენცია – არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთი ნაკვეთი, რომლის ფართობია 149 796 კვადრატული მეტრი, მასზე არსებული 18 ნაგებობითა და მოძრავი ქონებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა, ხოლო საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული კრწანისის ტყე-პარკი მთავრობამ დაიბრუნა.

ინვესტიცია 300 ადამიანის დასაქმების პერსპექტივით

 

  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ARmeridans-ის  პროექტის – White Sails („ თეთრი იალქნები“) პრეზენტაციას დაესწრნენ. კომპანია ARmeridans-ის პროექტის ფარგლებში 120 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ექვსი აპარტ-ოტელის აშენება იგეგმება.

ბათუმში პატიმრები შიმშილობენ

 

ბათუმის მესამე საპყრობილეში მოთავსებული პატიმრები “ბათუმელების” რედაქციას წერილებს თითქმის ყოველ დღე უგზავნიან. პატიმრები წერენ, რომ მათ ძირითადად ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ:


“არ გვიტარებენ შესაბამის მკურნალობას, ამიტომაც პროტესტის ნიშნად ვშიმშილობთ 11 სექტემბრიდან. ასევე მივიყენეთ მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და ხელების არეში… დააბრუნეს დაწესებულებაში ექიმი, რომელიც ჩვენი, პატიმრების, საჩივრების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს, ის გვიყალბებს ცნობებს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, არ გვაქვს ტელევიზორით სარგებლობის უფლება, საკანში არც რადიომიმღებია და ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ… ეს საკანი, სადაც მოშიმშილეები ვიმყოფებით, არის საშინლად დაბინძურებული და ნესტიანი…”- ეს არის ამონარიდი რვაგვერდიანი წერილიდან, რომელიც რედაქციაში ციხის ადმინისტრაციიდან 22 სექტემბერს არის გამოგზავნილი. 


პატიმრების ერთი ჯგუფი სამარტოო საკანშია მოთავსებული. 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  ამ დროისათვის ბათუმის მე-3 დაწესებულებაში იმყოფებიან სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას. ის პრობლემები, რაც მსჯავრდებულების წერილში იყო ასახული, არ დასტურდება. აღნიშნულ მსჯავრდებულებს არაერთგზის გაწეული აქვთ სათანადო სამედიცინო მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შეეთავაზებათ. 

 

 

რაც შეეხება ზურაბ ორაგველიძეს, ის ამჟამად მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებელია და 1 ოქტომბრიდან N 3 დაწესებულებაში მე-6 დაწესებულების მთავარი ექიმი გაიგზავნება.

 

 

დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულებს არ აღენიშნებათ თვითდაზიანებები. ამჟამადაც შიმშილობს 9 მსჯავრდებული. მათი ნაწილი მთავარი ექიმის მოვალეობის შემსრულებლის მიმართ აცხადებს პროტესტს, ნაწილი კი სოლიდარობას უცხადებს მსჯავრდებულს, რომელიც უსაფრთხო საკანშია გადაყვანილი და ითხოვენ მის ჩვეულებრივ საკანში გადაყვანას.

 

თოჯინების თეატრი 14 იანვარს გაიხსნება

 

თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რომელსაც უკვე მესამე წელია რეაბილიტაცია უტარდება, თეატრის ხელმძღვანელის მედეა ჩარკვიანის ინფორმაციით,  2016 წლის 14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს გაიხსნება.

სასჯელი პოლიციელების დაუმორჩილებლობის გამო

  

პოლიციაზე დაუმორჩილებლობის, მათი კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ბრალდებულს განუმარტა, რომ ეს ბრალდება 250-ლარიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმას ან 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებდა.

 

დღეს 12 ნომერი ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 24 სექტემბერს, მუნიციპალური ავტობუსი №12, რომელიც ბონის კულტურის ცენტრიდან ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრაობს, მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება.

ყურბან ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში [ფოტო]

 

მუსლიმანები დღეს ყურბან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. ლოცვას დღეს ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში არ ესწრებოდა მუფთი. “ბათუმელების” ინფორმაციით, მუფთი თბილისში იმყოფება და დღეს პრემიერ- მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

მთავრობის სახელით ბაირამის დღესასწაული მუსლიმანებს აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა მიულოცეს.   

კულტურა, როგორც ტურისტული პროდუქტი – კულტურის პოლიტიკა აჭარაში

 

პროფესიით ჟურნალისტი ნათია სირაბიძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ კულტურის დარგში ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მანამდე იგი აჭარის მთავრობის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. მეტი პიარი – მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობას ეს გამოაცოცხლებს. ნათია სირაბიძეს “ბათუმელები“ კულტურის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა.

აგროსერვისცენტრში რთველი იწყება

 

აჭარის აგროსერვისცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში რთველისათვის ემზადებიან. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სანერგე მეურნეობაში უკვე დამწიფდა ვაზის ისეთი საღვინე ჯიშები, როგორებიცაა: ცოლიკაური, ციცქა, კლარჯული და ოჯალეში. აგროსერვისცენტრის ცნობით, სასუფრე ჯიშის ყურძნის უმეტესი ნაწილი უკვე დაკრეფილია, თუმცა დარჩენილია ამერიკული ჯიშის სასუფრე ყურძენი „კრიმსონ სიდლესი“, რომელიც საქიშმიშედ გამოიყენება.

საკუთრების უფლების დაცვის სფეროში პრობლემები ისევ არსებობს


წინა ხელისუფლების დროს დაწყებული საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტების პრაქტიკის გამოსწორებას  რიგ შემთხვევებში, უკანონო კანონმდებლობა უშლის ხელს, რის გამოც, მოსახლეობა მამაპაპისეულ ქონებას დღემდე ვერ იკანონებს. საქართველოში კერძო საკუთრება ინსტიტუციურად დაცული არ არის, რაც არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ისევ სერიოზული პრობლემაა. ბახმაროს, გონიოს, წყნეთის, ანაკლიის, მესტიისა და სხვა ტურისტულ თუ ინდუსტრიულ ზონებში, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა, პრობლემების არსებობას, გარდა ჩინოვნიკების პირადი ინტერესებისა, ხარვეზიან კანონმდებლობით, „შერჩევითი სამართლის“ ტრადიციით ხსნიან.  

ახალი ბინა 12 ეკომიგრანტ ოჯახს აჭარაში

 

2015 წლის 23 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ნუგზარ სურმანიძესთან ერთად, ქედაში 12 ეკომიგრანტ ოჯახს ბინებს გადასცემს. 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი სახალხო დამცველს პასუხობს


ბათუმის ბოტანიკური ბაღი სახალხო დამცველის რეკომენდაციას ეხმაურება, რომელიც დისკრმუნაციულად მიიჩნევს ბოტანიკური ბაღის დამთვალიერებლებისათვის განსხვავებულ, უფრო ძვირ ტარიფს. 

ველომსვლელობა თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

 

25 სექტემბერს, პარასკევს, ბათუმში ველომსვლელობა – Critical mass-ი გაიმართება. ველომსვლელობა ამჯერად თემატური იქნება – ბათუმელი 19 წლის თამილა მახარაძის მხარდასაჭერად, რომელსაც გერმანიაში სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა. ველოსიპედისტები 25 სექტემბერს, 19:30 საათზე ანბანის კოშკიდან დაიწყებენ მსვლელობას.  ველომსვლელობაში მონაწილეობას მიიღებს თამილაც, რომელმაც მარჯვენა ხელი დაავადების გამო დაკარგა.  

სახვითი ხელოვნების კონკურსი მოსწავლეებისათვის აჭარაში

 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „განათლების ხარისხის გაუმჯობესების“ პროგრამის „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში სახვითი ხელოვნების კონკურსს ატარებს. 

ბათუმის რომელ ქუჩებზეა მოძრაობა შეზღუდული

 

ბათუმის მერიის განცხადებით, დღეს, 23 სექტემბერს, ავტოტრანსპორტის გაგაადგილება შეზღუდულია ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, საკანალზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების გამო. 

სუს-ის უფროსად აჭარაში ირაკლი ერისთავი დაინიშნა

 

<!** Image 1 align="" alt="ირაკლი ერისთავი" sub="ირაკლი ერისთავი" width="350" height="754" >„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელად ირაკლი ერისთავი დაინიშნა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ რამდენიმე ინფორმირებულმა პირმა დაუდასტურა.

ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები აგროსერვისცენტრში

 

აჭარის აგროსერვისცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 22 სექტემბერს ეკოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები აგროსერვისცენტრს სტუმრობდნენ. ისინი აგროსერვისცენტრში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების მეთოდებს გაეცნენ და ადგილზე დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, სადაც 33 ჯიშის ვაზი და ხეხილია გაშენებული. 

სახალხო დამცველი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში უცხოელთათვის დადგენილ ტარიფს დისკრიმინაციულად მიიჩნევს

 

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის საკრებულოს, შეიტანოს ცვლილება „ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტროავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს განკარგულების მოქმედ რედაქციაში და მოხდეს სატარიფო სისტემის შემუშავება უცხო ქვეყნის, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოს მოქალაქეთა შორის თანასწორობის პრინციპის დაცვით. 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა იწყება

 

მესამე ცდა წარმატებული აღმოჩნდა, – ბათუმის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამუშაოების შესყიდვის მიზნით განმეორებით ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ამჯერად სატენდერო პირობების ჩამონათვალს ბათუმის განვითარების ფონდმა 3დ მოცულობითი ლაქების შექმნა გამოაკლო, რაც ტენდერში კომპანიის მონაწილეობისა და მისი გამარჯვების საფუძველი გახდა. მანამდე ტენდერი ორჯერ იმ მიზეზით არ შედგა, რომ მონაწილეობის მისაღებად არც ერთი კომპანია არ დარეგისტრირდა. 

ბათუმის მერია ”იაფი სახლის” მშენებლობას იწყებს

 

ბათუმის მერიამ ჯავახიშვილის ქუჩის # 78-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 4 მილიონ 430 ათასი ლარია. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 9 ოქტომბერია, რის შემდეგაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. 

შეკრება ბათუმში „სამართლიანობის აღდგენის“ მოთხოვნით

 

დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლებისგან წინასაარჩევნო დაპირების –  „სამართლიანობის აღდგენას“ ითხოვენ.  

საკონსტიტუციო სარჩელი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებაზე

 

დღეს, 22 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, რითაც ისინი ითხოვენ საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებკანონში შეტანილი ცვლილებების ანტიკონსტიტუციურად ცნობას. 3 სექტემბრს აღნიშნულ კანონში მიღებული ცვლილებით საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა

მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი: ხოფის ბაზრობა ხაბაძეებისა და ბალაძეების სამზარეულოდ იქცა

 

დარბაზში, სადაც 70-მდე მოქალაქე იყო თავმოყრილი, აჭარის მთავრობის მიმართ მკაცრი კრიტიკა ისმოდა. სპიკერი დავით ანანიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ქედის მუნიციპალიტეტში. სპიკერმა თავისი გამოსვლის დასასრულს მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, “მამა-შვილ ხაბაძეების კლანი მოაშოროს რეგიონს”. ჩამორთმეული ბიზნესის დაბრუნებაზე საუბრისას კი იმედი გამოთქვა, რომ “ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას”.

ფულის მიღება არასდროს ყოფილა ასე მარტივი

 

თუ სასურველი ნივთისთვის თანხა არ გყოფნით, მომდევნო ხელფასამდე კი არაერთი დღეა დარჩენილი, არ იდარდოთ!


სწრაფი ონალაინ სესხების კომპანია ” მანიმენი “   მუდამ მზად არის სანუკვარი ოცნებები სწრაფად და მარტივად აგისრულოთ! უბრალოდ, აკრიფეთ www.MoneyMan.ge ბრაუზერში და ქართული შრიფტის ქონის შემთხვევაში, თქვენ უპრობლემოდ შეავსებთ განაცხადს კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან და მობილურიდანაც კი!

Exit mobile version