პოლიციელის დაღუპვის მიზეზი უცნობია

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაღუპვას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

სასტუმრო ინტურისტმა 70 – მდე თანამშრომელი დაითხოვა

 

ბათუმში სასტუმრო „ინტურისტმა“ 70- მდე თანამშრომელი დაითხოვა. სასტუმროში აცხადებენ, რომ რეორგანიზაცია მიმდინარეობს. სასტუმროს პერსონალის რაოდენობა მცირდება და შესაბამისად, სასტუმროს ხელმძღვანელობა დათხოვილი თანამშრომლების ნაცვლად ახლების აყვანას არ გეგმავს.  

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ბათუმში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

 

 

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით   ბათუმში  საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. 

იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკა [ინფოგრაფიკა]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ სულ 23550 დანაშაული დარეგისტრირდა, ამათგან გახსნილია 13307 დანაშაული.

საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ დაიწყო

 

დღეს, 18 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს _ „ბათუმი 2015“ – ს მასპინძლობს. ფორუმი სასტუმრო „ჰილტონში“ ამ წუთებში მიმდინარეობს. ფორუმის მიზანი საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებისა და მიმდინარე საინვესტიციო პროექტების წარმოჩენაა.

ბანაკი „ცხოვრებისეულ უნარ-ჩვევებზე“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის ქობულეთში 3- დღიან ბანაკს აცხადებს. პროექტის მიზანია გაზარდოს ახალგაზრდების ცოდნა ჯანმრთელობასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

17 სექტემბერს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, ბათუმში მცხოვრები, 1987 წელს დაბადებული ნათია შ. დააკავეს.

18 სექტემბერი – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

 

დღეს, 18 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნახავთ: 

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 

17 სექტემბერს, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი მ.  დააკავეს.

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელი მკვლელობის ფაქტზე, 1965 წელს დაბადებული ზაზა ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

 

ბათუმში, თბილისის მოედანზე, სუპერმარკეტ “ნუგეშის” წინ, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. ის ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. “ბათუმელების” ინფორმაციით, მამაკაცი მუცლის არეშია დაჭრილი. მას ამ წუთებში ექიმები ოპერაციას უტარებენ. 

ბათუმში მკვლელობის ადგილას ქალაქის მერი იმყოფება

 

ამ წუთებში [22:58 საათი] ბათუმში, გორგილაძის #44-თან  კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს. 

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

 

დღეს, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, შელაპარაკების ნიადაგზე დანით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. როგორც “ბათუმელებს” თვითხმილველებმა უთხრეს, შემთხვევის ადგილიდან ბრალდებული მიიმალა, დაჭრილი მაკაკაცი კი საავადმყოფოში მოქალაქეებმა გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან შემთხვევის ადგილზე სამ წუთში მივიდა, თუმცა პაციენტი უკვე საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

 

”დედაჩემი” – ნანი მორეტის ახალი ფილმი ბათუმის კინოფესტივალზე

 

დღეს, 17 სექტემბერს, კინოთეატრს „აპოლოში“, 22:00 საათზე ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში იტალიელი რეჟისორის, ნანი მორეტის 2015 წელს გადაღებული ფილმი, “დედაჩემი”, იქნება ნაჩვენები [სექცია – დიდოსტატთა კოლექცია]. კინოსეანსზე დასწრება უფასოა.  

უფასო სამედიცინო აქცია სოფელ ჭახათში

 

19 სექტემბერს, 10:30 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში, უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს მომსახურებას გაუწევს: კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, პედიატრი, უროლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ჩატარდრბა კარდიოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები. 

მემორანდუმი აჭარასა და ნიკოლაევს შორის

 

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიკოლაევის ოლქის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა (უკრაინა) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (საქართველო) შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მოსამართლე: ხელისუფლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა

 

“ნებისმიერმა ორგანომ, ვინც არის  გადაწყვეტილების აღმსრულებელი, უნდა შეხედოს იმას, არის თუ არა გადაწყვეტილება მიღებული კანონით დადგენილი ფორმით,”- განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ.

მისი კოლეგების გადაწყვეტილება დღეს მოსამართლე ტურავას არ შეუფასებია, თუმცა განმარტა, რომ პლენუმი სამართლებრივად სწორად მოიქცა გუშინწინ, როცა მისი ხელმოწერის გარეშე გადაწყვეტილება არ გამოაცხადა:”მერე შეიცვალა მოცემულობა, კანონი არ შეცვლილა ერთ დღეში”. 

 

 

 

 

 

ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში – რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის სემინარული პროგრამა

 

25 სექტემბერს, რეკლამის საერთაშორისო ფესტივალ AdBlackSea-ის სემინარული პროგრამის ფარგლებში, PLENUM Brand Consultancy – ის მმართველი პარტნიორი, ილია ლაზუჩენკოვი  წარადგენს თემას  – „ბრენდინგი შთაბეჭდილებების ეკონომიკაში. მომხმარებლის გამოცდილების პროექტირება – ბრენდინგის ახალი პარადიგმა“. 

ნასტასია კინსკი ბათუმის ქუჩებში [ფოტო]

 

ცნობილი მსახიობი, ნასტასია კინსკი ბათუმში გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა. მსახიობი ბათუმის საავტორო კინოფესტივალს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მას ჯილდოს გადასცემს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის. დღეს, 17 სექტემბერს, მსახიობმა ევროპის მოედანზე გაისეირნა.  

ზვიად თხილაიშვილი აჭარაში ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

 

სახელმწიფო უსაფრთხოები სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობაზე ზვიად თხილაიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” უწყების პრესცენტრში დაუდასტურეს.

ნასტასია კინსკი ბათუმში

 

ცნობილი მსახიობი, ნასტასია კინსკი ბათუმში გუშინ, გვიან ღამით ჩამოვიდა. მსახიობი ბათუმის საავტორო კინოფესტივალს მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება, ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს მას ჯილდოს გადასცემს მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.  

ნასტასია კინსკის პრესკონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „დივანში“ 19 სექტემბერს გაიმართება. 

საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი განმარტება უგულავას საქმის გადაწყვეტილებაზე

 

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მედიაში გავრცელებული არაერთგვაროვანი შეფასებების გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებით გააკეთოს განმარტება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,” – წერია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში, რომელიც დღეს, 17 სექტემბერს გავრცელდა. “ბათუმელები” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლზე პომიდვრების დამშენი დაკავებულია

 

“ბათუმელების“ ინფორმაციით, დღეს, 17 სექტემბერს, პოლიციამ ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე, მერაბ ღოღობერიძე იმის გამო დააკავა, რომ დღეს დილით მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს, სხვა პირებთან ერთად, პომიდვრები დაუშინა.

უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაიშალა

 

17 სექტემბერს, 12 საათზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ჩაიშალა.  დღეს სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ელოდნენ, თუმცა როგორც ხაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სხდომაზე მისვლას არ აპირებს. 

მოსამართლე პაპუაშვილის სახლს კვერცხები და პომიდორი დაუშინეს [ვიდეო]

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლს ბათუმში კვერცხები და პომიდვრები დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა წითელი საღებავით სახლის შესასვლელთან ხელები დახატეს და განაცხადეს, რომ “წითელი ხელები “ნაციონალური მოძრაობის”  “სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოა”. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილი პატიმარი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იყო, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის არ აპროტესტებს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას, თუმცა ამბობს, რომ :„სად იყო პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მაშინ, როცა წლების განმავლობაში უკანონოდ ადამიანები სასჯელს იხდიდნენ”. ბაკურიძე მათ შორის პოლიტპატიმრებსაც ასახელებს.

კვერცხები მოსამართლის საცხოვრებელ კორპუსს მერაბ ღოღობერიძემ დაუშინა.  მეორე სართულიდან კი ახალგაზრდა ქალი გაიძახოდა, რომ ბინა, რომელსაც აქციის მონაწილე კვერცხებს და პომიდორს ესვროდა, გიორგი პაპუაშვილის საკუთრება კი არა, მისი მეზობლის იყო:”გაეცით მეზობლებმაც პასუხი,”-ასეთი იყო აქციის მონაწილეების რეპლიკა. 


აქცია უკვე დაიშალა, თუმცა აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ დღის განმავლობაში ისევ შეიკრიბონ, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან. 

”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

16 სექტემბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ წევრებმა აქცია გამართეს. „მექრთამე მოსამართლე“,  „ტურავა მოდი სასამართლოში“ – ამ და სხვა ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის,  მერაბ ტურავას გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა, რადგან სხდომას არ ესწრებოდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლე მერაბ ტურავა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, „გადაწყვეტილების ხელმოწერის დროისთვის მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში.“ 

ტურავა: არ მოვაწერ დოკუმენტს ხელს, რომელიც იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა საავადმყოფოს დღეს დატოვებს, ამის შესახებ მან კლინიკა “მედინაში” ჟურნალისტებს განუცხადა.  17 წუთის განმავლობაში, საავადმყოფოს ჰოლში მოსამართლე ჟურნალისტებს უხსნიდა, თუ რატომ არ მოაწერა გუშინ მან ხელი გადაწყვეტილებას იმ საქმეზე, რომლითაც თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

მოსამართლე ტურავას განმარტებით, მას არ ჰქონდა საკმარისი დრო გადაწყვეტილების გასაცნობად, რადგან საბოლოო ვერსია ელექტრონულ ფოსტაზე გვიან მიიღო. 

თბილისის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვეზე მეტ ხანს ყოფნა არაკონსტიტუციურია.

კინო ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე

 

ბათუმის საავტორო კინოს მეათე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ კინოჩვენებები იმართება. 16, 17, 18 და 19 სექტემბერს შემდეგ ფილმებს ნახავთ: 

რადიოლოგი სამშობიარო სახლიდან

 

 რადიოლოგი და ქირურგი თამაზ ხმალაძე უკვე 35 წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა. მისი ძირითადი პროფილი სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპიური კვლევაა. აღნიშნულთან ერთად  მას  გავლილი აქვს სპეციალიზაცია და ატარებს მუცლის ღრუს [ღვიძლი, სანაღვლე გზები, კუჭუკანა ჯირკვალი, ელენთა], თირკმლებისა და ზედაპირული ორგანოების [სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი] კვლევას. სხვა მრავალ მადლობის წერილსა და ჯილდოსთან ერთად ღირსების ორდენით დაჯილდოებული ექიმი ამბობს, რომ დღეს ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობის დეფიციტია, ის კი ყოველთვის დეტალურად უხსნის პაციენტს მისი მდგომარეობის ყველა ნიუანსს. თამაზ ხმალაძეს რადიოლოგიის გარდა აქვს სერტიფიკატი  ქირურგიასა და ჯანდაცვის ორგანიზაციაში. არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ქალთა ოთახი ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში

 

ბათუმში, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, ა. მელაშვილის #26-ში, მესამე სართულზე „ქალთა ოთახი“ მდებარეობს. აქ ქალებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით და მიიღონ კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იდეა ბიზნესად აქციონ.   

სარფის სასაზღვრო სექტორის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ბანგლადეშის მოქალაქე დააკავეს

 

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით,  პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუმაიუნ კ. დააკავეს.

PROVIDER GROUP – საოფისე საქონელი და ინვენტარი ადგილზე მიტანით

 

ჩვენ შეგვიძლია მოვამარაგოთ თქვენი ოფისი შემდეგი დასახელების საქონელით:

1. საკანცელარიო საქონელი;

2. კატრიჯები (ყველა სახის პრინტერებისათვის)

3. სამეურნეო საქონელი (პლასმასის ჭურჭელი, დასუფთავებისათვის საჭირო ინვენტარი და სხვა)

4. ჰიგიენა და საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები (საწმენდი საშუალებები, ხსნარები, ხელსახოცები და სხვა)

5. ნათურები და ელექტრო საქონელი (ნათურები, სხვა სახის ელ. საქონელი)

6. საოფისე ინვენტარი (საოფისე მაგიდები, სკამები და სხვა)

7. კვების პროდუქტები (ჩაი, ყავა, შაქარი, გამაგრილებელი სასმელები)

როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა

 

კალციუმი, ისევე როგორც სხვა მიკროელემენტები, აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის. მისი ნაკლებობა, ისევე როგორც ჭარბი რაოდენობა, ნეგატიურად აისახება ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემაზე. როგორ ამოვიცნოთ ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობა ანუ ჰიპოკალცემია და რითი შევივსოთ მისი დეფიციტი? – ამ თემაზე “ბათუმელებს” ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ “ენმედიცის” ექიმ-ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი ესაუბრა.

ერთკვირიანი სწავლება ახალგაზრდების ლიდერული უნარების განვითარებისთვის

 

ასოციაცია „სტარტაპ აკადემია“ 17-26 სექტემბერს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ჩაატარებს ტრენინგს „სამეწარმეო აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარება ახალგაზრდებში“, რომლის მიზანია მომავალ თაობაში სამეწარმეო აზროვნებისა და ლიდერული უნარების განვითარება და სამომავლოდ მათი ჩართულობა სამეწარმეო პროცესებში.

აგროსერვისცენტრის მაგალითის გადაღება სხვა რეგიონებშიც იგეგმება

 

16 სექტემბერს აგროსერვისცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტ სტივ გოსსა და „ენპარდ აჭარას“ პროექტის მენეჯერ ლაშა კომახიძეს შეხვდა.  აგროსერვისცენტრის პრესსამსახურის ცნობით  შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტი, რომელსაც სტივ გოსი აგროსერვისცენტრში განხორციელებულ პროექტებზე დაყრდნობით ამზადებს. 

16 სექტემბერი – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

 

დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე, კინოთეატრ „აპოლოში“ ნახავთ: 

 

 

Exit mobile version