რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად. რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება. საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი …
Author Archives: ბათუმელები
დააკავეს „პუბლიკის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი
დღეს, 24 ოქტომბერს, დააკავეს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ბასტი მგალობლიშვილი. ინფორმაციას „პუბლიკა“ ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია, რის საფუძველზეა დაკავებული ბასტი მგალობლიშვილი. „პუბლიკის“ ცნობით, ბასტი მგალობლიშვილი ბოლო დღეებში აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას როგორც ჟურნალისტი და თვალსაჩინოდ ეკეთა პრესის ბარათი, თან ჰქონდა სამსახურებრივი ტექნიკაც. დღეს, დილიდან, პოლიცია აკავებს რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს, მათ …
Continue reading “დააკავეს „პუბლიკის“ ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი”
14 წლამდე გერთან და ნათესავთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 30 წლის კაცი დააკავეს – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10- 15 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ჰაინრიხ ბიოლის ფონდი მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიას ულოცავს და მის გათავისუფლებას ითხოვს
მზია ამაღლობელისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მინიჭებას ჰაინრიხ ბიოლის ფონდი ეხმაურება. „გულითადად ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას. ონლაინგამოცემები – „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომლებიც მან დააარსა და ხელმძღვანელობს, საქართველოში უმნიშვნელოვანესი მედიასაშუალებებია. ისინი იცავენ კრიტიკული და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და კონსტიტუციით დაცულ საქართველოში – ისეთ საქართველოში, რომლისკენაც ასე ისწრაფვის საზოგადოება. სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 135 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +910. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 283 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 458 ერთეული [+5] საარტილერიო სისტემა – 33 972 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 24 ოქტომბერი”
გზები, საავადმყოფოები, სკოლები – 2 მილიარდი ევრო დახარჯა ევროკავშირმა საქართველოსთვის
ბოლო 33 წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოს 2 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო სხვადასხვა პროექტებისათვის. „1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა,“ – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების …
მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – პროკურატურა
პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქოს სასამართლომ არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ძალადობით და დაზარალებულის ასაკობრივი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა არასრულწლოვან შვილს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 23 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება ჩადენილი …
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ეხმიანება ქართველი და ბელარუსი ჟურნალისტების, მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტის დაჯილდოებას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი პრიზით, სახაროვის პრემიით. „ევროპარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლებისთვის დაწესებული სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭება მზია ამაღლობელისა და ანდრეი პოჩობუტისთვის წარმოადგენს ძლიერ სიგნალს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ …
Continue reading “გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს”
“ოცნებას” თავისუფალი სიტყვა და კრიტიკული მედიის არსებობა ყველაზე მეტად აშინებს – კოალიცია
მედია ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ ლიკა ბასილაიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ლიკა ბასილაია წუხელ, რუსთაველის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როცა ტროტუარზე იდგა. ის არც გზას კეტავდა და არც პირბადე ეკეთა. „22 ოქტომბერს, რუსთაველზე გამართულ აქციაზე “მედია რუსთაველზე” პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიკა ბასილაია-შავგულიძე. დაკავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები. “ქართულ ოცნებას” თავისუფალი …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 134 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 282 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 453 ერთეული [+6] საარტილერიო სისტემა – 33 938 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 23 ოქტომბერი”
პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მინიმუმ 20 მოქალაქე დააკავა
დღეს, 22 ოქტომბერს, პროევროპული პროტესტის 329-ე დღეს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მინიმუმ 20 ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებს პარლამენტთან კორდონი აქვს გაკეთებული იმისათვის, რომ აქციის მონაწილეებმა გზა არ გადაკეტონ. პოლიცია პერიოდულად აკავებს მოქალაქეებს, თუმცა საპროტესტო აქცია გრძელდება. შსს აცხადებს, რომ 22 ოქტომბრის ღამეს, ამ დრომდე [21:23 სთ] ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, „ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ …
Continue reading “პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მინიმუმ 20 მოქალაქე დააკავა”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 133 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 280 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 447 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 33 914 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 22 ოქტომბერი”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის 21 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 8- 13 გრადუსი სითბო მთიან მუნიციპალიტეტებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 21 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 132 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 278 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 23 436 ერთეული [+37] საარტილერიო სისტემა – 33 902 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ოქტომბერი”
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა
20 ოქტომბერს, ღამით, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა. „მე ცოტა ხნის წინ ვიყავი სავალ ნაწილზე [რუსთაველის გამზირზე] და გადავკეტე გზა ჩემს სხვა თანამებრძოლებთან ერთად. ამას აქვს მოტივი, მე მგონია, რომ თუ გვინდა გადავრჩეთ და ამ ყველაფერს ვუწოდოთ ბრძოლა, ეს ყველაფერი უნდა იყოს წინააღმდეგობა. დღეს წინააღმდეგობა მხოლოდ სავალ ნაწილზეა. …
Continue reading “რეჟისორი გიორგი თავართქილაძე პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ გზა გადაკეტა”
ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი 5 დღით დააპატიმრეს აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით
დღეს, 20 ოქტომბერს, აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ „ფორმულას“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. „იმდენჯერ ახსენა ჩემი შვილი ამ ადამიანმა [შსს-ს წარმომადგენელმა], უნდა ვუპასუხო. საერთოდ არ ვაპირებდი ამ პროცესზე არაფრის თქმას. ჩემი შვილისთვის ვდგავარ იქ. თუ გყავს შვილი, შენი შვილისთვისაც ვდგავარ. შენ რისთვის ზიხარ აქ, ეგეც გასაგებია“, — ასე …
Continue reading “ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი 5 დღით დააპატიმრეს აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით”
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა „პატრიოტის“ 25 სისტემის შესაძენად კონტრაქტს ამზადებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას განიხილა კიევისთვის „პატრიოტის“ 25 საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების ხელშეკრულების შესაძლებლობა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „პატრიოტის“ 25 სისტემა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოთხოვნაა, თუმცა, უკრაინა ამდენი სისტემის ერთდროულად მიღებას ვერ შეძლებს. საუბარია ყოველწლიურ მიწოდებაზე და თუ პოლიტიკური ნება იქნება, თეთრმა …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 131 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 270 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 33 879 ერთეული …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ოქტომბერი”
„ფორმულას“ განცხადება ვახო სანაიას დაკავებაზე
ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „დღეს რეჟიმის პოლიციამ „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია დააკავა. მას, სავარაუდოდ, ახალი რეპრესიული კანონებით, აქციაში მონაწილეობას ედავებიან. „ფორმულა“ მის დაკავებას განიხილავს, როგორც ჟურნალისტის და მთლიანად დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას რეჟიმის მხრიდან. ამ რეპრესიულ გარემოში სამოქალაქო უფლებების უკიდურესი შეზღუდვის ფონზე, მედიის თავისუფლების ხელყოფა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. ეს …
Continue reading “„ფორმულას“ განცხადება ვახო სანაიას დაკავებაზე”
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის 21 საათიდან 20 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ჭექა-ქუხილი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო ღამით: 8 – …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 130 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 000. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 268 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 399 ერთეული [+3] საარტილერიო სისტემა – 33 834 …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ოქტომბერი”
“ტერორი,შიშის დანერგვა საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა” – რას ცდილობს ივანიშვილი და რატომ
„რასაც ივანიშვილი სჩადის ეს ნაცადი ხერხია, თუ ავტორიტარული რეჟიმების ფორმირების ისტორიას გადავავლებთ თვალს. ასე ხდებოდა ყველგან, როცა ერთპიროვნულ რეჟიმს აშენებ. ტერორი, საკადრო წმენდა, შიშის დანერგვა პირველად საკუთარ რიგებში, მტრის ხატის შექმნა ამ სისტემის დამახასიათებელი ნაწილია. „ხალხის მტრების“ და „უცხოელი აგენტების“ თემა ტერორის აუცილებელი ატრიბუტია. ეს კარგად მუშაობს მასებში, რაც რეპრესიებისადმი თანაგრძნობას აჩენს. პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება …
“რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში, ამის გამოსწორება სურთ” – ისტორიკოსი განათლების რეფორმაზე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ პრინციპზე „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, რის შედეგადაც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება. ხოლო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა დაბრუნდნენ. განათლების დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. რეფორმას ვრცელი ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „განათლების რეფორმაზე ბევრი …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 129 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 267 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 396 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 33 789 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ოქტომბერი”
ხელისუფლებამ მზია ამაღლობელზე სტრასბურგის სასამართლოს დამატებითი ვადა სთხოვა პასუხისთვის
საქართველოს ხელისუფლებას 17 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა, ეპასუხა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მზია ამაღლობელის საქმეზე, თუმცა ევროსასამართლოს ვადის გაგრძელების თხოვნით მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა თხოვნა და პასუხისთვის ახალ ვადად 30 ოქტომბერი განისაზღვრა. ამავე დროს 28 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება მზია ამაღლობელის სააპელაციო სარჩელის განხილვა მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. ამავე თემაზე: რა კითხვები …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 10 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 128 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 266 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 23 394 ერთეული [+10] საარტილერიო სისტემა – 33 748 ერთეული …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ოქტომბერი”
„ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ – კობახიძე განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა. დღეს, 16 ოქტომბერს, კობახიძემ განაცხადა, რომ რესურსების ოპტიმიზაციას და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გათანაბრებას ასე ხედავენ: „გვინდა, დავამკვიდროთ ერთი ძალიან მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი, მაგალითად, თბილისში, ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამისათვის გარდამავალი ეტაპი …
„ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასო მოხსნილია, საგადასახადო შეთანხმების საკითხი გაურკვეველი
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, შპს „გაზეთ ბათუმელების“ საბანკო ანგარიშებს ინკასო მოეხსნა. ინკასო ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომას თითქმის 3 თვის განმავლობაში გვიზღუდავდა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას. მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ინკასოს შესახებ, „ბათუმელები/ნეტგაზეთს“ მკითხველმა შეუგროვა 120 ათას ლარამდე თანხა, შესაბამისად, მალევე სრულად დაიფარა დავალიანების ძირი თანხა – 47 ათასი …
მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაშია. 16 ოქტომბერს ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის ფინალისტების გამოვლენისთვის ჩატარებული ხმის მიცემის მიხედვით, მზია ამაღლობელთან ერთ ნომინაციაშია ბელარუსი პატიმარი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპარლამენტი აქვეყნებს. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სახაროვის პრემიის ფინალისტების სიაში არიან: ანდჟეი პოჩობუტი ბელორუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან; ჟურნალისტები და ჰუმანიტარული …
Continue reading “მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ფინალისტია”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 127 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები] ტანკი – 11 261 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 23 384 ერთეული [+9] საარტილერიო სისტემა – 33 713 …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ოქტომბერი”
„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ფეისბუქზე აქვეყნებს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილს, რომელიც 8 ოქტომბრით თარიღდება. „ბათუმელები“ სრულად, სტილის დაცვით გთავაზობთ წერილის ტექსტს. „სალამი, მეგობრებო! 💓 დღეს 8 რიცხვია. ეს დღეებია, ვფიქრობ, რით გაგამხნეოთ. მართალია, 4-ის ამბებით საზოგადოების 70-80% სრულიად იმედგაცრუებულნი დარჩით, თუმცა ესეც გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ სასურველ შედეგამდე ბევრი დაგვაკლდა, მაინც ნუ გადაიწურავთ იმედს. არ …
Continue reading “„ნუ გადაიწურავთ იმედს“ – სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის წერილი ციხიდან”
„მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინება“ – ჟურნალისტი სულხან მესხიძე
ჟურნალისტი, ადგილობრივი ონლაინგამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი და დირექტორი სულხან მესხიძე ფეისბუქზე წერს, რომ მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო, თუმცა აღარ აპირებს შსს-ს მიმართოს. „სოციალურ ქსელში მივიღე მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება, სადაც არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებიც უხეშად მოიხსენიეს. შეტყობინების სქრინშოთს შეგნებულად არ ვავრცელებ, რადგან ის სავსეა უცენზურო გამოთქმებით, პირადი შეურაცხყოფითა და აშკარა …
„საქართველო არის ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად“ – სოციოლოგი
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველო უკვე იმ ფაზაში იმყოფება, როცა ავტორიტარიზმის გამყარება კანონმდებლობით ხდება. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის ტექსტს: „საქართველო უკვე შესულია ისეთ ფაზაში, როდესაც ავტორიტარიზმის გამყარება ხდება სამართლებრივად, ანუ კანონების მეშვეობით. ის კანონები, რომლებიც „ოცნებამ“ ბოლო წლებში მიიღო (მაგ., აგენტების შესახებ კანონი) ან რომლის მიღებასაც ახლა აპირებს (მაგ., ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონი) …
აჭარაში სუს-ის მიერ დაკავებულებს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვაზე წარუდგინეს
პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ აჭარაში დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ „შესაძლო კავშირში მყოფი პირები“ არიან და „საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას“. ასევე, სუს-ის გამოძიების თანახმად, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით. პროკურატურამ …