Batumelebi | უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა – Batumelebi
RU | GE  

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა

 

30 სექტემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა. სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაცია უმაღლესი საბჭოს 9 წევრმა გაიარა, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განმეორებითი რეგისტრაცია გამოაცხადა. 15 წუთის შემდეგ რეგისტრაციის შედეგები უცვლელი დარჩა.

 

რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტზე უნდა ემსჯელათ. 


აჭარის უმაღლესი საბჭო
აჭარის უმაღლესი საბჭო



ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"