ნიუ იორკში კიდევ ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა – ეპისკოპოსი საბა

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი აცხადებს, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მაგრამ ინფიცირებულია ნიუ იორკში მყოფი სასულიერო პირი – სპირიდონ ნარსია. „სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული. თქვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი, ნიუ იორკში მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ იორკი არის ეპიცენტრი. არ …

ბათუმში 10 წლის ბავშვს კორნავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა — 1 აპრილის 19:30 საათის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში Covid-19-ით ინფიცირების 117 შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მარინა ეზუგბაიამ ახლახანს განუცხადა ჟურნალისტებს, ერთ-ერთი ახალი პაციენტი, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სომხეთიდან ჩამოვიდა. „ინფიცირებული არის სომხეთიდან ჩამოსული პაციენტი. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე“, – განაცხადა მან. მეორე პაციენტი, 10 წლის ბავშვი, ახლა …

პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“  ________________ დასაწყისი: როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას.   ნაკლები ინდივიდუალიზმი ერიკ კლინენბერგი სოციოლოგიის პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის საჯარო ცოდნის ინსტიტუტის დირექტორია. იგი ავტორია წიგნისა – Palaces for the People: How Social Infrastructure Can Help Fight Inequality,Polarization, …

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტი – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _____________________________ „მოგეხსენებათ,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი იწვა ჩვენს კლინიკაში. ეს იყო ქალბატონი სომატურად დამძიმებული ანამნეზით. დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს COVID- 19-ით ინფიცირებას ლეტალურ გამოსავალთან, თუ ანამნეზში გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი. …

პაციენტი #10 გამოჯანმრთელდა, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა – ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მმართველი, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) დირექტორი: ________________________________________ „პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და, შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და, როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი, ყველას ჯანმრთელობისთვის. …

საქართველოში 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან

პირველი აპრილის მონაცემებით, საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა COVID-19-სგან. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 22-ია, მათ შორის, ორი ბავშვია. 1-ელი აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 115, მათგან 8 პირს ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობენ.  ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია – 5106 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 294 პირი.

კორონავირუსი აქვს პირს, რომელიც დაკრძალვაზე იმყოფებოდა კახეთში

კორონავირუსი დაუდასტურდა ახალგაზრდას, რომელიც კახეთში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. გურჯაანის მერიის განცხადებით, ახალგაზრდა 19 მარტს ოჯახის წევრის დაკრძალვაზე ჩავიდა თბილისიდან კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. „გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე,“ – აცხადებს გურჯაანის მერია. ამ დროის მონაცემებით [31 მარტი, 17 სთ] …

პოლიციამ 21 მოქალაქე დააჯარიმა 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, …

ბათუმში სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია მიმდინარეობს

ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი დეზინფექცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე დეზინფექცია 350-მდე კორპუსის სადარბაზოს ჩაუტარდა. ბათუმში სპეციალური ხსნარით ჯამში 850 სადარბაზო დამუშავდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები,  ჯამში დამუშავდება 150-მდე მოსაცდელი. მერის განცხადებით, სადარბაზოების დეზინფექციას მერია პირველ ჯერზე ჩაატარებს უფასოდ, მეორე-მესამე შემთხვევაში კი, დეზინფექცია ფასიანი იქნება და …

კორონავირუსით ინფიცირებულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანი

ბათუმში დღეს, 30 მარტს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ინფიცირებულ პირთა კონტაქტისას გადაედო Covid-19. „მთავარის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებული პირი ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექიმია. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან გადაამოწმა. „ბათუმელებმა“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა ინფიცირებული ექიმი, რაც მინისტრმა უარყო. კითხვაზე, …

როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“  _______________________ ბევრ ამერიკელს კორონავირუსის კრიზისის მასშტაბი ახსენებს 11 სექტემბრის ან 2008 წლის ფინანსურ კრიზისს – მოვლენებს, რომლებმაც საზოგადოება გრძელვადიანად შეცვალა, მათ შორის, შეცვალა მოგზაურობის წესები, სახლების ყიდვის პრაქტიკა, უსაფრთხოებისა და თვალთვალის სისტემების დონე, რომელთაც უკვე შევეჩვიეთ და ენაც კი, რომელზედაც ვსაუბრობთ. ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა და მათი პასუხების მიხედვით სიახლე ისაა, …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 30 მარტს, ძირითადად წვიმიანი ამინდი იქნება, საღამოს 21 საათიდან 31  მარტის 21 საათამდე კი აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან იწვიმებს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით:5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

„ძალიან ცუდია, როდესაც სასულიერო პირი პანიკას თესავს“

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:  __________________ „ყოველგვარი ისტერიკა ბოლო ჟამზე არის სრული უმეცრება, ძვირფასებო! ისტორიას ამაზე საშინელი პანდემიები და შიმშილობები ახსოვს, ამდენად არაფერი უჩვეულო არ ხდება ახლა. ყოველგვარი ნიჰილიზმის დანერგვა არის სიჩლუნგე და პრიმიტივიზმი. პრობლემას უნდა მივუდგეთ გონივრულად და პრაგმატულად, რაც შეეხება ბოლო ჟამს, ესაა ღვთის უმთავრესი საიდუმლო და არავინ იცის მისი თარიღი, ესაა უფლისა ჩვენისა იესო …

„ადამიანი, რომელსაც არ აქვს კორონავირუსის ნიშნები, ძალიან ადვილად ავრცელებს ამ დაავადებას“

ელზა ვაშაკიძე, ინფექციონისტი:  „კორონავირუსს აქვს გრძელი, ინკუბაციური ანუ ფარული პერიოდი, როცა საერთოდ არავითარი ნიშნები არა აქვს ავადობის ადამიანს და მეორე, ასევე ძალიან მზაკვრული თავისებურება – საკმაოდ მაღალ პროცენტში დაავადება მიმდინარეობს ყოველგვარი კლინიკური გამოვლინების გარეშე. ადამიანი, რომელიც ჯერ ინკუბაციურ პერიოდში იყო, მერე ყოველგვარი კლინიკური გამომჟღავნების გარეშე მიდიოდა მასში დაავადება, ძალიან ადვილად ავრცელებს დაავადებას. ეს არის ამ …

ტელესკოლა დაიწყო – გაეცანით ცხრილს და რეკომენდაციებს

ხვალ, ორშაბათს, 30 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი – განათლება” [ყოფილი მეორე არხი] მოსწავლეებისათვის „ტელესკოლა“ იწყება. საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ და ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა „ტელესკოლის“ ცხრილიც. ტელეგაკვეთილები პირვეკლასელებისთვის დაიწყება დილის 9 საათზე. ორშაბათი I-II კლასი 09:00 -09:15  მათემატიკა  I კლასი 09:20 …

კუალა-ლუმპურიდან იყალთოს 14-დღიან კარანტინში

  ავტორი: ზაზა მიქელაძე, “სამოქალაქო დარბაზის” თანადამფუძნებელი ____________________________ კახეთის ბუნება გაზაფხულის გარდამავალ ფერებში შემოსილი სასტუმრო „სავანეთის“ ფანჯრიდან განწყობის შექმნაში მეხმარება. აბა რა, ესღა დამრჩენია შევეგუო ახალ რეალობას, ვიფიქრო უკეთეს მომავალზე და ვიბრძოლო ცხოვრების გასაგრძელებლად. რთულია წარმოიდგინო, რომ სამყარო კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ოპტიმისტური განწყობით წარმოვიდგენ შესაძლო განვითარების სცენარებს და იმედით …

ახლა სტომატოლოგთან სიარულის დრო არ არის

  ავტორი: თათია ანდღულაძე, სტომატოლოგი, კლინიკა „ინდიგოს“ დამფუძნებელი  _____________________ სტომატოლოგიურ კლინიკებში უნდა შეწყდეს არამარტო გეგმიური, არამედ  გადაუდებელი მომსახურებაც. ვირუსის შესახებ არაფერი ვიცით. არც ის ვიცით, შემოსული პაციენტი დაავადებულია თუ არა. ამიტომ რისკის ქვეშ ვაყენებთ არამარტო მომუშავე მედპერსონალს, არამედ ყველა პაციენტს და მათთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. თუ, როგორც კვლევები აჩვენებს, ვირუსი გარემოში მედეგობას ხანგრძლივი პერიოდით ინარჩუნებს, …

ბათუმის ქუჩებში დეზინფექციას ატარებენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

969 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა. 27 მარტის მდგომარეობით იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა ოდენობამ 9 134-ს მიაღწია. დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსი სულ 86 498 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან 4 401-ს ვირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა. 27 მარტს ვირუსისგან 589 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა საერთო ოდენობა კი 10 950 ადამიანია. მთავარი ფოტო: ევროპის …

დღეს ბათუმის 13 ქუჩაზე წყალი ხვალამდე შეწყდება

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ავარიული დაზიანების გამო, დღეს, 27 მარტს, 17:00 საათიდან ხვალ, 28 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ხახულის ქუჩა ლეონიძის ქუჩა აღმაშენებლის ქუჩა ტაბიძის ქუჩა რურუას ქუჩა მესხეთის ქუჩა მარეთის ქუჩა ხახულის პირველი შესახვევი ფრიდონ ხალვაშის ქუჩა აეროპორტის გზკეცილი ევდემოზ დიასამიძის ქუჩა ჰასან ხელიმიშის ქუჩა ანგისის პირველი ჩასახვევი „ბათუმის წყლის“ განცხადებით, …

14-18 წლის ახალგაზრდებისთვის ონლაინ-კურსი აჭარაში

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იწყებს მიღებას ონლაინ-კურსებზე, რომლის თემაა: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 14-18 წლის ახალგაზრდას შეუძლია მიიღოს ცოდნა და გახდეს გამარჯვებული. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://docs.google.com/…/1FAIpQLSeHb5BgDukhvHRZRb…/viewform რეგისტრაცია გაგრძელდება 2020 წლის 4 აპრილის ჩათვლით.

კორონავირუსის ერთი თვე საქართველოში (ვიდეო)

ზუსტად 1 თვეა, რაც საქართველოში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსი . ნახეთ ForSet • ფორსეტი -ის ვიდეო, სადაც დაჯამებულია კორონავირუსის ერთი თვე რიცხვებში

ნიუ იორკელი ექიმის 1 დღე ემერჯენსში – „ხველის კაკაფონიაა, დამცავს იკეთებ“

კრეგ სპენსერი, ნიუ იორკის პრესბიტერიანის/კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის გადაუდებელი მედიცინის გლობალური ჯანდაცვის დირექტორია. მან 24 მარტს ტვიტერზე დატვიტა, თუ რა შრომის გაწევა უწევთ ყოველდღიურად ნიუ იორკში მომუშავე ექიმებს. ერთ დღეში ექიმის ტვიტს 65 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. მოგვიანებით ექიმის წერილი გამოქვეყნდა “ვოშინგტონ პოსტზე” და „სიენენზე“. „იღვიძებ 6:30-ზე. პრიორიტეტულია დიდი ჩაიდნით ყავის გაკეთება მთელი დღე რომ …

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია – BBC

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპა კორონავირუსის ინფექციის ახალი ეპიცენტრი გახდა, დაავადებულთა რაოდენობა იზრდება აშშ-ში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. მრავალი ქალაქი და ქვეყანა კარანტინშია, შეწყვეტილია ავიამიმოსვლა, გაუქმდა საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები. ვირუსის მასშტაბური გავრცელების მიუხედავად, ჩინეთთან ახლოს მდებარე რამდენიმე ქვეყანამ შეძლო წარმატებით შებრძოლებოდა Covid-19-ის პანდემიას. „არის ქვეყნები, რომელთაც მიიღეს ზომები და შეძლეს ეპიდემიის შეკავება. ჩემი აზრით, …

1.3 მილიარდი ადამიანი კარანტინში – ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება

დღეს, 25 მარტს, მსოფლიოში 2.6 მილიარდი ადამიანია იზოლაციაში, მას შემდეგ, რაც ინდოეთმა მოსახლეობის (1.3 მილიარდი) სრული კარანტინი გამოაცხადა – წერს „ბიბისი“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მარტის მდგომარეობით, ინდოეთში კორონავირუსით 562 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 40 გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა. 25 მარტის 00:00 საათიდან 21 დღით ინდოეთში სრული კარანტინი გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ, რათა …

ესპანეთში ერთ დღეში 514 ადამიანი იმსხვერპლა COVID-19-მა – ექიმებს ვირუსთან გამკლავება უჭირთ

ესპანეთში ექიმები ჩივიან, რომ საბაზისო ეკიპირებაც კი არ აქვთ, იმ პირობებში, როცა ერთ დღეში კორონავირუსით 514 ადამიანი გარდაიცვალა. 24 მარტის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით 39 673 ადამიანია დაავადებული. აქედან ვირუსის მატარებელთა 13%-ს სამედიცინო პერსონალი შეადგენს – წერს „გარდიანი“.  ესპანეთში, რომელიც ევროპაში იტალიის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია, 14 მარტის შემდეგ კარანტინია, თუმცა დაავადების გავრცელება არ ნელდება. კორონავირუსმა …

მოხალისეობის პირველი დღეები ბულგარეთის პატარა ქალაქში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე

ავტორი: ელზა ლემსაძე გასულ წელს, მეგობრის დახმარებით, ძალიან კარგი პროგრამის შესახებ გავიგე, რომელიც Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მომდევნო ათი თვის განმავლობაში ბულგარეთში, ქალაქ სლივენის ადგილობრივ ორგანიზაციაში უნდა ვიმუშაო. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი ეს პროგრამა ჩემს ცხოვრებას თუ შეცვლიდა. ვერც იმ პირველ ემოციას დავივიწყებ, როცა მაცნობეს, რომ შემარჩიეს. ასევე, ვერ წარმომედგინა ჩვენ ცხოვრებაში COVID-19 -ის მოულოდნელად შემოჭრაც. …

„ესაა კალიის ადგილობრივი სახეობა, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს“ – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო ფეისბუქზე გავრცელებულ კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები სოციალურ ქსელში გავრცელებული კალიის ფოტოსთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ეს არის ადგილობრივი ენდემური სახეობა, რომელიც საქართველოში ყოველთვის იყო, არის, იქნება და არაერთხელ უნახავს მოსახლეობას, მას არ ახასიათებს ჯოგური დაჯგუფება და არ წარმოადგენს საფრთხეს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შესაბამისად, ასეთი სახის ინფორმაციების გავრცელება და …

ბათუმში ღრუბლიანი დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 24 მარტის 21 საათიდან 25 მარტის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. ხვალ, 25 მარტს, დღის ბოლოს აჭარაში ზოგან იწვიმებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 2-7 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, …

„ასე აქრობს 11 მილიონს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან“ – მრჩეველი აჭარა ტვ-ის დირექტორზე

„ეს არის კრიტიკული ადამიანის მოშორება ძირითადი ტერიტორიული ერთეულიდან. აქ საუბარი არ შეიძლება იყოს ბიუროზე, რადგან ბიუროს გახსნას ბევრი წინმსწრები პროცედურა აქვს“, – ასე აფასებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტის, თეონა ხარაბაძის ქუთაისში გადაყვანაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. ტელევიზიის ჟურნალისტს დირექტორი ქუთაისში სამუშაოდ ოპერატორის გარეშე უშვებს. გია ქარცივაძის …

ქურთუკი, შარვალი, ფეხსაცმლი, რასაც გარეთ ვიცვამთ, სახლში დაბრუნებისას ვათავსებთ ცალკე

ირმა დიმიტრაძე, ჩინეთი. 2020 წლის 22 მარტი დღეს დილით მომწერა მეგობარმა ამერიკიდან, ამბობენ ნივთებზე 72 საათამდე შეიძლება დარჩეს ვირუსი და გარეთ დატოვე ან დასპირტეო, აქამდე რამდენიმე საათით ვტოვებდი და რა ვქნაო. მოგეხსენებათ, ნივთებიდან ვირუსის გადადების შანსი ძალიან დაბალია, ისევე როგორც არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჰაერში დარჩენილი ვირუსით შეიძლება დაინფიცირდე, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ …

საქართველოში კორონავირუსისგან 3 ადამიანი განიკურნა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 2 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. „2 პაციენტის განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა უვკე დატოვა დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს [22 მარტს]. ანუ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3-მა პაციენტმა დატოვა კლინიკა,“ – ამბობს ეზუგბაია. მანამდე, 16 მარტს, პირველი განკურნებული პაციენტი ინფექციურდან გაწერეს.  22 მარტის 10:50 საათის …

გამყრელიძე: ეს ეხება ყველას – მორწმუნე მრევლს თუ ათეისტს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაცია შეაფასა. მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში ისევ გაიზრდება. „ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 49 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა ამ ღამით 70-ზე ცოტა მეტი ნიმუშის კვლევის პასუხებს ველოდებით ლუგარიდან, ქუთაისიდან, ინფექციური საავადმყოფოდან და შესაძლებელია, დილისთვის ეს ციფრი შეიცვალოს”, – განაცხადა მან. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ …

პოლიციამ კიდევ 39 ადამიანი გადაიყვანა იძულებით კარანტინში 

შს სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი …

ახლა საშიშროების წინაშე დგას არა ქრისტე, არამედ ადამიანი – მსოფლიო პატრიარქი

მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი:  __________________________ „ჩვენო ძვირფასო შვილებო, გევედრებით, როგორც თქვენი სულიერი მამა, რწმენითა და მოთმინებით უპასუხეთ ყველა იმ რთულ, მაგრამ აუცილებელ ზომებს, რომელსაც ჩვენი ჯანდაცვის უწყებები და სახელმწიფოები გვთავაზობენ. ყველაფერი კეთდება ჩვენი დაცვისთვის, ჩვენი საერთო სიკეთისთვის, რათა შეჩერდეს ამ ვირუსის გავრცელება. ამ გასაჭირისგან ჩვენი გათავისუფლება მთლიანად ჩვენს ურთიერთთანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს მიაჩნია, რომ …

პოლიციამ თვითიზოლაციის დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 28 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი. შს სამინსიტრო გაფრთხილებთ, რომ …

Exit mobile version