Batumelebi | ბათუმის ქუჩებში დეზინფექციას ატარებენ ბათუმის ქუჩებში დეზინფექციას ატარებენ – Batumelebi

ბათუმის ქუჩებში დეზინფექციას ატარებენ

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება.

სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.