ავარია მოხდა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. პოლიციის შენობის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. როგორც „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
Author Archives: ბათუმელები
პოლიცია ეძებს ქალს, რომელიც 17 მარტს გაუჩინარდა ბათუმში
შინაგან საქმეთა სამინისტრო და ოჯახი ეძებს ქალს, რომელიც გუშინ, 17 მარტს გავიდა სახლიდან ბათუმში, აბაშიძის ქუჩიდან. როგორც ფეისბუქზე წერენ, სადაც აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ქალი ბოლოს კამერებმა ბათუმში, ე.წ. „ხოფის“ ტერიტორიაზე დააფიქსირეს. ქალს აცვია ნაცრისფერი გრძელი დუტი, ლურჯი შარვალი და თეთრი ფერის ბოტასები. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება.
„მადლიერების ტაში“ ექიმებს ბათუმიდან
დღეს, საღამოს 9 საათზე, ბათუმის მრავალსართულიანი სახლების ფანჯრებიდან და აივნებიდან გაბმული ტაშის ხმა გაისმა. ბათუმი შეურთდა აქცია/პერფორმანსს რომელიც ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად გაიმართა საქართველოში. ამ ფორმით აქციის მონაწილეები მადლობას უხდიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რომლებიც ბოლო პერიოდია კორონავირუსს ებრძვიან.
ვენეციის არხებში წყალი გასუფთავდა და თევზი დაბრუნდა
კორონავირუსის პანდემიის გამო იტალია 10 მარტიდან კარანტინში იმყოფება, ქალაქები თითქმის ცარიელია, მოსახლეობა სახლში რჩება, დაიკეტა დაწესებულებები, შეწყდა გადაადგილება. ერთი კვირა გავიდა და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქში, ვენეციაში, ცნობილ არხებში წყალი გასუფთავდა და თევზიც კი გამოჩნდა, რომელიც ვენეციელებს წლებია არხებში არ უნახავთ. ვიდეო: ამერიკის ხმა ___________ მთავარ ფოტოზე: ვენეცია. ფოტო: ევროპის პრესსააგენტო. EPA/ANDREA BUOSO
ვისაც მსუბუქად გამოუვლინდება COVID-19, სახლში მიიღებს ოჯახის ექიმის მომსახურებას – მინისტრი
ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: „სწრაფ ტესტებზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან და გვაქვს იმედი, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი, ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როცა მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება უკვე იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება. ამავე თემაზე: რას …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს, საღამოს 21 საათიდან მოიმატებს ღრუბლიანობა, ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა, მაღალ მთაში – ზვავსაშიშროება. ხვალ, 19 მარტს კი, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 7-12 გრადუსი ღამით: 1-6 გრადუსი მთაში …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
პრემიერი: ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას
გიორგი გახარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო …
ბათუმის მერია სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – კორონავირუსის პრევენცია
ბათუმის მერია ქალაქში სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს, 17 მარტს, მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჯამში მერია ბათუმში მდებარე 850 კორპუსის დეზინფექციას გეგმავს. მერის განცხადებით, სადარბაზოების დეზინფექციას მერია პირველ ჯერზე ჩაატარებს უფასოდ, მეორე-მესამე შემთხვევაში კი, დეზინფექცია ფასიანი იქნება და კვადრატულ მეტრზე 10 თეთრი იქნება გადასახდელი. დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით მოსახლეობამ …
Continue reading “ბათუმის მერია სადარბაზოების დეზინფექციას იწყებს – კორონავირუსის პრევენცია”
აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს გადაუვადებს
აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს სამი თვით, პირველ ივნისამდე გადაუვადებს, ამ პერიოდში მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო არ დაეკისრებათ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 16 მარტს, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „კერძო სექტორს ამ პერიოდში აქვს განსაკუთრებული გამოწვევა, სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გადავუვადოთ საინვესტიციო ვალდებულებები, რომელებიც უკავშირდება აჭარაში მოქმედ ბიზნესს, …
Continue reading “აჭარის მთავრობა ინვესტორებს საინვესტიციო ვალდებულებებს გადაუვადებს”
„გთხოვთ, დარჩით სახლში“ – დრონები კორონავირუსის წინააღმდეგ ესპანეთში
ესპანეთში პოლიცია დრონების მეშვეობით მოსახლეობას სახლში დარჩენას სთხოვს. ქვეყანაში საერთო კარანტინია. პოლიციის დრონები ხმოვანი შეტყობინებით მოუწოდებენ მოსახლოებას, დარჩნენ სახლში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 7 753 შემთხვევაა დადასტურებული, COVID-19 – ით გარდაიცვალა 288 ადამიანი.
პროტესტის ლექსიკონი
ავტორი: მარიამ ნატროშვილი, „ინდიგო“ ხან მრავალრიცხოვანი, ხან მცირე. გადაკეტილი ქუჩებით, ზოგჯერ მხოლოდ 1 ადამიანით. ჩუმად, ხმაურით. მსვლელობით, კონცერტით. წვიმაში, ყინვაში, ქარში. ხან სიცხეში, ზაფხულის ცხელ დღეს. ხან შესრულებული, ხშირად კი შეუსრულებელი მოთხოვნებით. რევოლუციებით, დარბევებით, მსხვერპლით, მშვიდობიანად. ზოგჯერ კი შეუმჩნევლად ჩავლილი აქციები. რა იწერება ქუჩაში? როგორ იცვლება მოთხოვნები? რა რჩება იგივე? რა სიტყვებით დაიწყო და სად …
რა ხდება ბათუმში, კარანტინში – „სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს ან სიცხეს გიზომავს“
გიორგი ნათენაძე ერთი დღის წინ ჩამოვიდა საქართველოში და 14-დღიან კარანტინს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გადის. მან ფეისბუქზე კარანტინის შესახებ პირველი დღის შთაბეჭდილება და ფოტოები გაუზიარა ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორია კარანტინში ცხოვრება საქართველოში. „არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის. მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი …
ტრამპმა კორონავირუსზე ანალიზი ჩააბარა – პასუხი უარყოფითია
BBC-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსზე შეამოწმეს. პრეზიდენტის ექიმმა, შონ კოლნიმ განაცხადა, რომ ანალიზის პასუხი უარყოფითია, ტრამპს კორონავირუსი არ აქვს. ტრამპმა COVID-19-ზე ანალიზის ჩაბარება ბრაზილიის პრეზიდენტთან, ბოლსონაროსთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლსონაროს კორონავირუსი აქვთ, თუმცა ამ ინფორმაციას ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს. მედია ასევე წერს, რომ ბოლსონაროს დელეგაციის მინიმუმ 5 წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული. …
Continue reading “ტრამპმა კორონავირუსზე ანალიზი ჩააბარა – პასუხი უარყოფითია”
შსს თვითიზოლაციაში მყოფებს: დაემორჩილეთ რეგულაციებს, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა
დღეს, 13 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილიმ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. „საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ …
Continue reading “შსს თვითიზოლაციაში მყოფებს: დაემორჩილეთ რეგულაციებს, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა”
მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მსოფლიო ქალთა გრანპრიზე გამარჯვებას ექიმებს უძღვნის
მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე ლოზანაში გამართული მსოფლიო ქალთა გრანპრის მესამე ეტაპის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებით, ძაგნიძემ სატურნირო პირველობისათვის გადამწყვეტი პარტია რუსეთის წარმომადგენელს, ალექსანდრა გორიაჩკინას მოუგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მოჭადრაკე წერს, რომ ამ გამარჯვებას უძღვნის ექიმებს, რომლებიც ებრძვიან კორონავირუსს: „ლოზანაში გამართული გრან-პრის გამარჯვებას ვუძღვნი ექიმებს, რომლებიც მსოფლიო პრობლემას ებრძვიან ჩვენს ქვეყანაში და განსაკუთრებით ადამიანს …
Continue reading “მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე მსოფლიო ქალთა გრანპრიზე გამარჯვებას ექიმებს უძღვნის”
ლიბერთი ბანკი: ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სესხებზე
„ლიბერთი ბანკი“ უერთდება „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ კამპანიას და ყველა ფიზიკურ პირს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს სესხებზე. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვისცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნია სასესხო ვალდებულებები, შევთავაზოთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც …
Continue reading “ლიბერთი ბანკი: ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სესხებზე”
კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი აღმოაჩნდა
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლს, სოფია გრეგუარ-ტრუდოს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ BBC წერს. სოფია გრეგუარ-ტრიუდო ოთხშაბათს დაბრუნდა ლონდონიდან და გაციების სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, იგი თავს კარგად გრძნობს და მისი სიმპტომები არ მძიმდება. თვითიზოლაციაში იმყოფება კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო. რადგანაც მას სიმპტომები არ აღენიშნება, იგი ტესტს კორონავირუსზე არ გაივლის. ტრუდო …
Continue reading “კანადის პრემიერ-მინისტრის ცოლს კორონავირუსი აღმოაჩნდა”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 13 მარტის 21 საათიდან 14 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15-20 გრადუსი ღამით: 8-13 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12-17 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, კვირას და ორშაბათს, …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
3-თვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებზე – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ შეთავაზება
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ. თავდაპირველად ამის შესახებ „საქართველოს ბანკმა“ განაცხადა. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური …
ავარია ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ფოტო]
დღეს, 13 მარტს, ავარია მოხდა ბათუმში, პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბათუმის მერი: „ბათუმობა“ გადაიდო, იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია შეჩერდა
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ბათუმის მერია აჩერებს ყველა ხალხმრავალ ღონისძიებას. გაუქმდა საზეიმო ღონისძიებები, მათ შორის, არ გაიმართება სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“. ასევე, შეჩერდა ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია, გარდა ამისა მერიაში მუშაობა შეაჩერა ყველა კომისიამ გარდა ჯანდაცვის კომისიისა. ლაშა კომახიძის განცხადებით, მერიაში მუშაობას გააგრძელებენ მერი, მოადგილეები და სამსახურის უფროსები, მერიის სხვა …
Continue reading “ბათუმის მერი: „ბათუმობა“ გადაიდო, იაფი სახლის პროგრამაში რეგისტრაცია შეჩერდა”
გადაიღე ვიდეო აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და გამოგზავნე – აქცია
ხვალ, 13 მარტს, აჭარის ტელევიზიის შენობის წინ დაგეგმილი იყო ამ არხის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია. COVID-19 რისკებიდან გამომდინარე, აქციის ორგანიზატორებმა ტელევიზიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გააუქმეს. უფრო ზუსტად, აქციამ გადაინაცვლა ინტერნეტში. ჟურნალისტების მხარდასაჭერ აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ აჭარის მაუწყებელში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ჩართე საკუთარი ტელეფონი, გადაიღე მხარდასაჭერი ვიდეო და გამოაქვეყნე ან გადააგზავნე ქვემოთ …
ბათუმში ბსუ და საზღვაო აკადემია დისტანციურ სწავლებაზე გადადიან
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების ფორმატზე გადადის, ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზეა აღნიშნული. „პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საბჭოს ახალი რეკომენდაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადების საფუძველზე, ბსუ-ში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდება. ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დისტანციური სწავლების ფორმატის შესახებ დეტალური ინფორმაცია (ინსტრუქცია) მიეწოდება მიმდინარე კვირის ბოლომდე,“ – ვკითხულობთ განცხადებაში. სწავლების დისტანციური …
Continue reading “ბათუმში ბსუ და საზღვაო აკადემია დისტანციურ სწავლებაზე გადადიან”
სუსმა ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა. გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, …
Continue reading “სუსმა ყალბი ვალუტის გასაღების ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა”
გახარიამ შსს-ს დაავალა, თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩაერთოს
დღეს, 12 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორის საბჭოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რასაც ეს საბჭო მუშაობის დროს წააწყდა, არის თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. გახარიამ ისაუბრა მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და თქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, აქვთ ვალდებულება სხვა მოქალაქეების წინაშე. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფი პირები ვალდებული არიან თვითიზოლაციის …
Continue reading “გახარიამ შსს-ს დაავალა, თვითიზოლაციის წესების აღსრულებაში ჩაერთოს”
გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი – ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებიც გაივლიან კარანტინს
დღეს, 12 მარტს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. გახარიას თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული პანდემიის პირობებში, სამთავრობო უწყებები გადადიან საგანგებო სამუშაო რეჟიმზე და ეს განსაკუთრებით ეხება რამდენიმე უწყებას – ჯანდაცვას, შსს და ფინანსთა სამინისტროებს. პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობას და სახელმწიფო ყველა …
„უნებლიეთ, სიტყვათა წყობის გამო, მომიხდა ფაქტების დამახინჯება“ – გამოხმაურება
ნათია სვანიძე, გამოხმაურება სტატიაზე: მინდა განცხადება გავაკეთო 2020 წლის 25 თებერვალს „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩემი ინიციატივით წამოწყებულ პროექტს „გახდი მეურვე“. სტატიის თავდაპირველი ვერსიის გამოქვეყნებას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სრულიად სამართლიანი და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რაც გამოიწვია ჩემმა უნებლიე სიტყვათწყობამ. კერძოდ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის შვილის განათლების დაფინანსებაში ვიგულისხმე მხოლოდ ინგლისური ენის ნაწილში სწავლის …
Continue reading “„უნებლიეთ, სიტყვათა წყობის გამო, მომიხდა ფაქტების დამახინჯება“ – გამოხმაურება”
რომელ ქუჩებზე შეწყდება წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს, ტექნიკური სამუშაოების გამო 23:00 საათიდან 12 მარტის 03:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვახტანგ გორგასლის ქუჩას გრიბოედოვის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთს გრიბოედოვის ქუჩას ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ტბელ აბუსერიძის ქუჩამდე „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების …
„ბოდიში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი“ – პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით
„გეფას“ დირექტორმა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში წევს, თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა. მის წერილს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს: „მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი. მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი, 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, …
Continue reading “„ბოდიში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს მაგალითი“ – პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით”
„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე
როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით 2 მარტს, ბათუმში, დისკუსია შედგა. შეხვედრაზე აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის წევრებმა მიმდინარე მოვლენებზე, ფაქტებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. მალხაზ ჭკადუა, მოდერატორი: შეხვედრა ეხება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი აირჩია ახალდაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ. ჩვენ …
Continue reading “„ეს საერთო ბრძოლაა“ – დისკუსია აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 10-11 მარტს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 17-22 გრადუსი ღამით: 8-13 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 12-17 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, 12 მარტს ღამით და დილით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, 13 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ბათუმის ინფექციურში 9 მარტს შეყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
უკრაინის მოქალაქეს, რომელიც გუშინ ბათუმის პორტიდან გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ უთხრა. „ეს ადამიანი 25-ში გამოემგზავრა იტალიიდან უკრაინის გავლით. ბათუმში ჩამოვიდა 8 მარტს. ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას გემით, მაგრამ პორტში იდენტიფიცირებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა, ვინაიდან ჰქონდა მცირე ცხელება და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში. დღეისთვის ველოდებით …
Continue reading “ბათუმის ინფექციურში 9 მარტს შეყვანილ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”
მათი ასაკი 100-115 წელია – 22 ქალი აჭარიდან [ფოტო]
აჭარაში 100 წელს გადაცილებული 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ქალია. ფოტოპროექტი, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა ფოტოგრაფმა მარია ჩემ [Maria Che], 22 ქალს გაგაცნობთ აჭარიდან. მათგან ორი 1905 წელსაა დაბადებული, ყველაზე უმცროსი კი 100 წლისაა.
1:1 – თბილისის „დინამო“ VS „დინამო“ ბათუმი
დღეს თბილისში, დინამო არენაზე ეროვნულ ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. სტადიონზე ერთმანეთს დაუპირისპირდა „დინამო“ ბათუმი და „დინამო“ თბილისი. მატჩი დასრულდა ფრედ 1:1 ორივე გოლი გუნდებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. დღევანდელ მატჩში ანგარიში გახსნა „დინამო“ ბათუმმა – 50-ე წუთზე პირველი გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. თუმცა, ზუსტად 5 წუთში ნიკა ნინუას დარტყმული პენალტი ვერ მოიგერია ბათუმელთა მეკარემ …
Continue reading “1:1 – თბილისის „დინამო“ VS „დინამო“ ბათუმი”
კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებს მასშტაბური კრიზისი ემუქრებათ
ავიაკომპანიები მასშტაბური კრიზისის წინაშე არიან კორონავირუსის გამო – წერს BBC-ი. კრიზისის პირველი მსხვერპლი უკვე გახდა ბრიტანული ავიაკომპანია Flybe, რომელიც დიდი ხანია გაკოტრების პირას იყო და კორონავირუსის გამო შემქნილი კრიზისი მისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. სხვა ავიაკომპანიები ჯერჯერობით ბაზარზე რჩებიან, თუმცა კრიზისი გარდაუვალია. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ [IATA] განაცხადა, რომ ვირუსის გამო …
Continue reading “კორონავირუსის გამო ავიაკომპანიებს მასშტაბური კრიზისი ემუქრებათ”
პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს მოსაკლავად დანა რამდენჯერმე დაარტყა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მ.ლ. – ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 2020 წლის 5 მარტს, მ.ლ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანა არაერთხელ დაარტყა ყოფილ მეუღლეს ს.ჩ-ს, რომელმაც გაქცევა შეძლო. პროკურატურის ცნობით. მ.ლ., ვინაიდან გადაწყვეტილი …
Continue reading “პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილ ცოლს მოსაკლავად დანა რამდენჯერმე დაარტყა”