„შეიძლება ავიჭრათ 5-8 ათას ინფიცირებულამდე. ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით“

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი __________________ „თუ ამ ტემპით წავალთ, როგორც დღეს არის, ე.წ. „მოჭერის ღონისძიებებით“ – მაისის 10-თვის შეიძლება გვქონდა 2000-2500 დადასტურებული შემთხვევა და თუ მოვეშვით… უკვე, ჩანს, რომ მოვეშვით და ეს მეტად მოსალოდნელია ამ 4 დღის განმავლობაში. თუ მოვეშვებით, ჩვენ შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას ინფიცირებულამდე. ეს არ გამოჩნდება …

„ვერ წარმოუდგენიათ, რა ხდება ჩვენს რეანიმაციაში, როგორ იხრჩობიან ადამიანები“ – რატიანი

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი _______________________________ „დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი. ყველას ვთხოვ, ეს იქნება ერი თუ ბერი, ფიზიკური დისტანცია დავიჭიროთ ერთმანეთისგან. სამი შვილი მყავს, თვენახევარია ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მინახავს, განა არ მენატრება. ეს ცხოვრება დაგვიდგა, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს, რომ გადავრჩეთ. …ადამიანებს ვერ …

პაატა იმნაძე გარეთ სეირნობაზე:”იტალია რომ დაგვემართება, მერე ვეღარ ისეირნებენ”

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ——————————————————————————————————– ჟურნალისტი: ვხედავთ, რომ ქალაქებში არის საცობები. მოქალაქეები ამბობენ, რომ  ქუჩაში გადიან მცირე ხნით, სეირნობენ, ამბობენ, რომ იცავენ დისტანციას და უბრალოდ სუფთა ჰაერზე სეირნობენ. ასეთ დროს რა არის გასაკეთებელი, კიდევ არის თუ არა გასამკაცრებელი ზომები? პაატა იმნაძე: „აი, რომ დაემართებათ იგივე, რაც იტალიაში …

ძლიერმა ქარმა წერეთლის ქუჩაზე ხე წააქცია [ფოტო]

ბათუმში დღეს, 15 საათზე ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა წერეთლის ქუჩაზე, 23-ე სკოლასთან, ხე წააქცია. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა, ქარით გამოწვეული სხვა დაზიანებების შესახებ კი მერიაში ინფორმაცია არ შესულა. სინოპტიკოსების ცნობით, ძლიერი ქარი [17-22მ/წმ-მდე] აჭარაში 20 საათამდე შენარჩუნდება.  

შტორმული გაფრთხილება: დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 15 აპრილს, 16.00 საათიდან 20.00 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ქარის შკვალური გაძლიერება 17-22მ/წმ-მდე. დღეს, 15 აპრილს, საღამოს 9 საათიდან ბათუმში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ. ხვალ, 16 აპრილს კი, დღისით დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით 13-18 გრადუსი ღამით 5-10 გრადუსი მთაში: ღამით 3-8 …

რატომ აისახება Covid-19 კაცებსა და ქალებზე სხვადასხვაგვარად

წყარო: BBC  __________ კოვიდ-19 არსებითად განსხვავებულად მოქმედებს ქალებსა და კაცებზე და არამხოლოდ ჯანმრთელობის მხრივ. რატომ აქვს გენდერს ამხელა მნიშვნელობა ვირუსისთვის, რომელიც არადისკრიმინაციულად აინფიცირებს ადამიანებს? ავტობუსის მძღოლებიდან დაწყებული, პრემიერ-მინისტრებით დამთავრებული, სხვადასხვა ცხოვრების მქონე ადამიანები სერიოზულად ავადდებიან კოვიდ-19-ით, ამიტომაც ხაზს უსვამენ, რომ ეს დაავადება დისკრიმინაციული არ არის. თუმცა ვირუსს მკაფიოდ განსხვავებული გავლენა აქვს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფზე. ერთ-ერთი …

ევრაზიული კავშირის გადაწყვეტილება და საქართველოს მზაობა

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებმა კონკრეტული პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან საქართველოში წიწიბურა, მსხვილად დაღერღილი ხორბალი; ბრინჯი და სხვა პროდუქცია ვერ შემოვა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, შეიქმნება თუ არა დეფიციტი ამ პროდუქტებზე და მუშაობს თუ არა მთავრობა იმპორტიორებთან ალტერნატიული ქვეყნების მოძიებაზე? რა მოხდა? ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდა კორონავირუსის …

ცხრა მთას იქით, ამერიკაში

ავტორი: ტატო ცეცხლაძე, ფილადელფია, აშშ ბავშვობაში როცა ცუდ ამბავს გავიგებდი, მე, როგორც ჩემი ახლობლები, ვამბობდით – “ცხრა მთას იქით”. ეს ნიშნავდა, ჩვენგან შორს, იქ, სადღაც შორს. სწორედ ასე, ცხრა მთას იქეთ გაჩნდა კორონავურუსი. ჯერ კიდევ 15 მარტს, ჩემს დაბადების დღეზე და, როგორც აღმოჩნდა, ჩემს ბოლო სამუშაო დღეს, სამსახურში ვსვამდით. მხიარული და პოზიტიური გარემო იყო. მაშინ …

მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარს გადაუხდის – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან. ამის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. IMF-ი ხაზს უსვამს, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს, თუმცა როგორც ცნობილია, …

თურქეთის საკონსულომ ღარიბებისთვის ხელვაჩაურს სურსათი გადასცა

თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, ბათუმში თურქეთის საკონსულომ თურქი ბიზნესმენების მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ღარიბების დასახმარებლად საკვები გადასცა. „Covid 19-თან ბრძოლაში თურქული ბიზნესსამყაროს მიერ ქართველი ერის მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციაში სამშენებლო კომპანია Polat-Yol-იც ჩაერთო. კომპანია Polat-Yol-ის მიერ მომზადებული 900 სასურსათო ყუთი დარიგების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს გადაეცა. აღნიშნული სასურსათო ყუთებისა და ჩვენი ბიზნესმენების მხარდაჭერით შეძენილი 15 ტონა …

როგორ ჩავრთოთ უსინათლო პირები საგანმანათლებლო ღონისძიებებში – ესმა გუმბერიძე

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი ________________________________ არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიება [ტრენინგი, საჯარო ლექცია, მრგვალი მაგიდა, დისკუსია, კონფერენცია, მოდელირება, დებატების შეჯიბრი, ბანაკი] უსინათლო მონაწილისთვის მისაწვდომი რომ იყოს: ღონისძიების ორგანიზატორს სააპლიკაციო/სარეგისტრაციო ფორმაში შეუძლია მიუთითოს, რომ ღონისძიება ინკლუზიური და ღიაა შშმ პირებისთვის და შეიტანოს კითხვა, აქვს თუ არა მონაწილეობის მსურველს რამე სპეციალური საჭიროება (წასაკითხი მასალის ვორდის …

უახლოესი დღეები ბათუმში უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 13-14 აპრილს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15-20 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, 15 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 16 აპრილს კი …

საქართველოსა და ნატოს ხომალდების ერთობლივი წვრთნები შავ ზღვაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 2 ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 5 ხომალდი: ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და …

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 75 მოქალაქე დაჯარიმდა – შსს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 143 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 75 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 10 აპრილის 21 საათიდან ხვალ,  11 აპრილის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით:5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10-15 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, 12 აპრილს, მოსალოდნელია დროგამოშვებით  წვიმა. _________________ ფოტო: …

2 ახალი შემთხვევა ბათუმში – covid 19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ახლახან განაცხადა, რომ დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეზუგბაიას განცხადებით, ოთხივე შემთხვევის წყარო ცნობილია და ინფიცირებული პირები უცხოეთიდან არიან შემოსულები. ეზუგბაიას თქმით, მათ შორის 2 დადასტურებული ახალი შემთხვევა არის ბათუმში. ბათუმში დღეს დილისთვის 14 დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული. დღეს კორონავირუსის ახალი 8 შემთხვევა დადასტურდა …

ბათუმის ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი განყოფილება გახსნეს [ფოტო]

ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს გახსნეს.  ამ დროისთვის აღჭურვილია ორი განყოფილება – ემერჯენსი და რეანიმაცია. მთავრობის ინფორმაციით, საავადმყოფოს ახალ შენობაში covid 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ.  ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენი თანხა დაიხარჯა ორი განყოფილების აღჭურვისთვის, როგორც მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, აღჭურვაში მონაწილეობა მიიღო ბიზნესსექტორმაც, თუმცა ვინ რამდენი გაიღო, ჯერ არც ეს ვიცით. გახსნის ღონისძიებაზე მისულმა …

წესები, რომლებითაც ვიცხოვრეთ, აღარ იარსებებს – როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს

წყარო: ჟურნალი „პოლიტიკო“  ჟურნალმა „პოლიტიკომ“30-ზე მეტი მოაზროვნე გამოკითხა თემაზე, რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს COVID-19-ის პანდემიას, როგორ შეცვლის ის კაცობრიობას. პირველი ნაწილი: როგორ შეცვლის კორონავირუსი მსოფლიოს სამუდამოდ მეორე ნაწილი: პანდემია გვაიძულებს გადავხედოთ, ვინ ვართ ჩვენ ტელემედიცინის აღმასვლა ეზეკიელ ჯ. ემანუელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პანდემია მიმართულებას შეუცვლის ჯანდაცვის მიწოდების ადგილის პარადიგმას. წლების …

ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, ეს მოსახდელი დაავადებაა – ლევან რატიანი

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _________________ „როგორც ჩემთვისაა ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისათვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია. მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთი რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადებაა, ეს ყველამ აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ. 80 პროცენტი -აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი კი მოვიხდით საშუალო, …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

დღეს, 7 აპრილს, ცნობილი გახდა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ.  ჯამში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა არის 195,  მათ შორის გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2.  7 აპრილის [10 სთ] მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4735, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 ადამიანი. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1.3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 75 ათასამდე ადამიანი, გამოჯანმრთელდა 284 ათასი.

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მესამე დღეა იკლებს

ესპანეთში უკვე ზედიზედ მესამე დღეა იკლებს Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა – ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 674 პაციენტი, რაც 135-ით ნაკლებია პარასკევის, 3 აპრილის მონაცემებზე – წერს BBC. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანა ახლოსაა დაავადების გავრცელების პიკის დასრულებასთან. მან ესპანეთში კარანტინი 25 აპრილამდე გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ ეს აუცილებელია ადამიანების გადასარჩენად, და, …

ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება – პაატა იმნაძე ფულის დეზინფექციაზე

პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე _________________________ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები ამას უკვე დიდი ხანია აკეთებენ. აქ ლაპარაკია უფრო არა იმაზე, ვთქვათ, ბანკომატიდან ფულს იღებს ადამიანი, არამედ  ხელიდან ხელში რომ ადამიანი ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემისას ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება …

„სამყაროს არც ერთმა ექიმმა არ იცის ამ ვირუსის სტრატეგია, უნდა ვიყოთ დისტანცირებული“

ლევან რატიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი _____________________ „ერთი რაღაც მინდა ვითხრა მთელ ჩვენ ქვეყანას, რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან. არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია სამწუხაროდ, სამყაროს არც ერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე, მე პირადად თქვენ [ჟურნალისტებს] და არა მარტო თქვენ მოგიწოდებთ, ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით …

„თუ ჩვენი დინამიკა 600 -700 შემთხვევას არ ასცდება აპრილის ბოლომდე, ეს იქნება იდეალური“

ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი: _______________________________________ „ჩვენი ტიპის ქვეყნებში – ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი, 15 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა. ჩვენთან იყო 26-ში, ანუ 10 დღის მერე. დღეს ისინი არიან იქ, სადაც არიან – დაახლოებით 500-დან 700 შემთხვევამდე. თქვენ იცით, ჩვენი მეზობლების ისტორიაც დაახლოებით ასეთია. ამიტომ, ჩვენ თუ პირველი დაავადების აღმოჩენიდან, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარში, აპრილის ბოლომდე …

ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს ბრიტანეთიდან

დღეს, 4 აპრილს, ღამით, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისი შეასრულა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. თვითმფრინავი დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვიდა. ტრადიციულად, უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერ პირს, საზღვარზე შემოსვლისთანავე მედიკოსების სპეციალური ჯგუფი ამოწმებს და შემდეგ მათ კარანტინში უშვებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ რეისის მგზავრებთან დაკავშირებითაც იგივე პროცედურა იმოქმედებს. 4 აპრილის ღამის მონაცემებით, კარანტინში 5 067 პირია …

ზიარება ერთი კოვზით შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს – თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი  _______________________________________ „მე როგორც ქრისტიანი, უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს ეკლესიას და ყველა იმ ტრადიციას და რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია. მე მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული ეს რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება ძველი …

162 დადასტურებული შემთხვევა – კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი ისევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მონაცემები განახლდა – 4 აპრილის 22:20 საათის მონაცემებით ქვეყანაში  დადასტურებულია COVID-19-ის 162 შემთხვევა.  მათ შორის გამოჯანმრთელდა 36 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.  ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5067 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 ადამიანი. 

ერთი-ორი კვირა გვეყოფა. რეზერვი არაა საკმარისი – ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ამჟამად უსაფრთხოების ეკიპირების პრობლემა არა აქვთ, თუმცა რეზერვები საკმარისი არ არის. მან ამის შესახებ 3 აპრილს TV პირველის ეთერში ისაუბრა: „რა გითხრათ… ჯერჯერობით საკმარისია, მაგრამ რეზერვი არ არის საკმარისი. თუ ვერ შევავსეთ ის რეზერვი, შესაძლოა ხვალ დადგეს ის დღე, რასაც თქვენ ამბობთ [როცა პრობლემა გვექნება …

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხი 155-მდე გაიზარდა – 21 ახალი შემთხვევა

ახლახან stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დღეს, 3 აპრილს, კორონავირუსი 21 პირს დაუდასტურდა. ამ დროის მონაცემებით, ინფიცრებულთა რაოდენობამ საქართველოში 155-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელდა 27, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 პირი რჩება. დღეს ვირუსი დაუდასტურდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ამირან გოგიტიძემ განაცხადა, რომ მას ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს. ექიმი …

პოლიციამ 189 მოქალაქე დააჯარიმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 491 ახალი ფაქტი გამოავლინეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ 2 აპრილის 21 საათიდან 3 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 189 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი …

ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობა სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 გადარიცხავს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. „აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან ერთი მესამედი ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. პანდემიას  როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე …

ბათუმში ერთი თვით სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება სამ ადგილას

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოების გამო ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზე: რუსთაველის ქუჩა – მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი აეროპორტის გზატკეცილი – აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს წყალარინების …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 3 აპრილის 21 საათიდან 4 აპრილის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დღის პირველ ნახევარში დროგამოშვებით იწვიმებს. მაღალ მთაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12-17 გრადუსი ღამით:5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8-13 გრადუსი ღამით: 0-5 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, კვირას, …

კორონავირუსის შემთხვევები 14-ით გაიზარდა

3 აპრილის დილის მონაცემებით [10 სთ] საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა – 27. გუშინ საღამოს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 134 იყო.  ოფიციალური stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.

გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო – ქართველი აშშ-დან 

ავტორი: ნათია როყვა, ნიუ ჯერსის შტატი, აშშ  ____________________________ გუშინ ჩემმა მეგობარმა მომწერა, თუ გარდავიცვალე, ფულს შენ მიიღებო. სამსახურში მისი სიცოცხლე დააზღვიეს და ჩემი ანგარიშის ნომერი მიუთითებია. ჩემი მეგობარი ამერიკელია, მას დედაც ჰყავს, მამაც, დაც და ძმაც, მაგრამ ფულის ჩემთვის დატოვება, როგორც მითხრა, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მე ახლა აქ, ჩემი ოჯახისგან შორს ვარ და შვილს მარტო …

Exit mobile version