გზა ცალმხრივად შესაძლოა რამდენიმე საათში გაიხსნას – მეწყერი ქედაში

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ლოდებს აფეთქებენ, რათა ჩამოწოლილი მეწყრისგან გზა გაწმინდონ. მეწყერი ავტომაგისტრალზე, ქედაში, დღეს, 10 მაისს ჩამოწვა, რის შედეგადაც ავტომობილების მოძრაობა შეფერხდა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის განცხადებით, სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს და შესაძლოა, მაგისტრალზე რამდენიმე საათში მოძრაობა ცალმხრივად აღდგეს. მისივე თქმით, შესაძლებელია შემოვლითი გზით სარგებლობა, თუმცა მხოლოდ ორხიდიანი მანქანებისთვის.

 ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 10 699 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 10 699 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო ვებგვერდი ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში უკვე 187 859 დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 1 723 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 26 608. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი ხუთეულშია აშშ-ს, ესპანეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ___ COVID-19: …

ბათუმის ცხელების კლინიკებში 25 პირს იკვლევენ, პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქ. ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 292 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. იმავე წყაროს ინფორმაციით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი და მათი კვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დღემდე სულ 71 პირს დაუდასტურდა ინფიცირება, მათ შორის 1 გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, …

რა სთხოვა რუსეთმა აშშ-სა და იტალიას დახმარების სანაცვლოდ

„სიყვარულით რუსეთიდან“ — ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული რუსეთის „ჰუმანიტარული დახმარების“ შესახებ დასავლურ მედიაში ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. იტალიური და ამერიკული მედიასაშუალებების თანახმად, იტალიას ჰუმანიტარული ტვირთის სანაცვლოდ სანქციების მოხსნაში დახმარება სთხოვეს, ხოლო აშშ-ს — ფულადი კომპენსაცია. „სანქციების მოხსნაში დახმარება მადლობის ნიშნად” პირველ მაისს იტალიურმა გამოცემა Linkiesta-მ გამოაქვეყნა სტატია რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის, ლეონიდ სლუცკის …

ასწლოვანი ყორეები სოფლიდან, რომლის ნაწილიც იტბორება – ფოტორეპორტაჟი

მარადიდი ნიგალის ხეობის ერთ-ერთი უძველესი ქართული სოფელია მდინარე ჭოროხის პირას.  ისტორიული სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზემო მარადიდი თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, ქვემო მარადიდი კი – საქართველოს. სოფელში უმეტესი ეზოები ქვის ყორეებით არის შემოსაზღვრული.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 5  მაისის  21 საათიდან 6 მაისის  21 საათამდე,  აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13 – 18 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 გრადუსი  …

რა შეზღუდვები მოიხსნება? – მთავრობის პასუხი 6 შეკითხვაზე

საქართველოს მთავრობა 5 მაისიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებსა და მათზე პასუხებს აქვეყნებს. რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნება 5 მაისიდან? ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ქუთაისსა …

ვისაც არ უნდა იმის დაჯერება, რომ რუსეთი ავტორიტარიზმისკენ მიექანება

ავტორი: ესმა გუმბერიძე რუსეთი ავტორიტარიზმისკენ რომ მიექანება, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არის ხალხი, ვისაც არ უნდა ამის დაჯერება. უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს ეს, ფაქტებით უნდა ავხსნათ. სახელმწიფოს კონსტიტუცია საჯარო განცხადებაა იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. როგორც წესი, კონსტიტუცია უფრო ხედვაა, ერთგვარი იდეალი, პრაქტიკა კი კიდევ უფრო მძიმე არის ხოლმე. კონსტიტუციაში ისეთ რამეს არ …

ნიგერიაში 9 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ნიგერიაში, გვინეის ყურეში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან მეკობრეებმა 10 მეზღვაური გაიტაცეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, პირველი მაისის 21 საათიდან 2  მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10 – 15 …

პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 70 მოქალაქე დააჯარიმა

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 …

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 63 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მოქალაქე დააჯარიმა. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო …

სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს

შს სამინისტროს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შეზღუდვის საფუძველი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

ბათუმში სამ ქუჩას სამშაბათ საღამოს წყლის მიწოდება შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 28 აპრილს, ღამის 12 საათიდან 29 აპრილის დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: [crosslist] ხასან ჰელიმიშის ქუჩა ანგისის ქუჩა ანგისის პირველი შესახვევი [/crosslist] „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე …

29 აპრილიდან ვის შეეძლება ბათუმიდან გასვლა?

სურსათის მარაგების მართვის შტაბის უფროსის, თენგის კალანდაძის განცხადებით, დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩაკეტილ ქალაქებში [ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი] დაბრუნების უფლება იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ იურიდიულ და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს. ორი დღის შემდეგ კი, მაგალითად, ბათუმიდან ხელვაჩაურში ან ხულოში მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი. საშვებს კი …

შსს: ამოღებულია 2 მილიონი დოლარის „ჰეროინი“ – სპეცოპერაცია ბათუმში

სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დღეს ბათუმში ქართველმა და ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთდროულად ჩაატარეს, პოლიცია აცხადებს, რომ ამოღებულია 40 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელის თქმით, სამართალდამცველებმა ბათუმში ორი მილიონი დოლარზე მეტი ღირებულების „ჰეროინი“ ამოიღეს. სპეცოპერაციის მონაწილე პოლიციელის თქმით, „ორთვიანი საერთაშორისო სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთან ერთად, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეციალური ღონისძიების …

„ტურიზმი დგას გიდებზე და ტუროპერატორებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო“

  ანი ივანიშვილი, გიდი ___________________ „4 წელია და ცოტა მეტი ტურიზმში ვარ, ეს არც ბევრია, არც ცოტა, რადგან 4 წელი სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გასული 2019 წელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობის პიკი, როცა დღეში ხან 3 ან 4 ზარს ვიღებდი ტურებზე შემოთავაზებით, მე უარს ვამბობდი, რადგან მთელი სეზონი ჩემოდანი არ ამომილაგებია, თვეებით ადრე მიღებულ ტურებს …

თურქეთის ნახევარმთვარის საჩუქარი – სამედიცინო და საველე აღჭურვილობა წითელ ჯვარს 

საქართველოს წითელი ჯვრის ინფორმაციით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ორგანიზაციას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. „COVID 19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადასცემს ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის საველე ჰოსპიტლისთვის განკუთვნილ კარვებს და მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პირად დამცავ აღჭურვილობას“, – წერია საქარველოს წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტვირთი სარფის საბაჟოს …

ათენში დამლაგებელმა ქალმა 19 000 ევრო იპოვა და პოლიციას გადასცა

საბერძნეთში, ათენში, მუნიციპალიტეტის დასუფთავების თანამშრომელმა ქალმა ქუჩის დალაგების დროს ჩანთით 19 000 ევრო იპოვა და პოლიციაში მიიტანა. ათენის მერმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ქალთან შეხვედრის ვიდეო და განაცხადა, რომ მას მადლობას უხდის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩანთა პოლიციაში მიიტანა, არამედ იმიტომ, რომ ეს სამაგალითო და ღირსეული საქციელია. „ისევ გავაკეთებდი ამას, რა თანხაც არ უნდა ყოფილიყო. როცა …

პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ

ავტორი: ვერა ზაკემი წყარო: ნიუ–იორკ ტაიმზში (NYT) გასულ თვეს სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, რომელიც ვითომ სტენფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. პოსტის თანახმად, თუ 10 წამზე მეტი ხნით შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება და ამის შემდეგ არ დაახველებთ, დიდი შანსია, რომ არ გაქვთ COVID 19. თავდაპირველად მეც სარწმუნოდ მივიჩნიე ეს ინფორმაცია და მეგობრებს გადავუგზავნე, სანამ გავიგებდი, რომ სიცრუე იყო. …

კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, უჰანში წარმოქმნილმა კოვიდ 19-მა უკვე დააყენა მსოფლიო წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობა. ამ დისკუსიამ უკვე  ასახვა ჰპოვა საერთაშორისო სამართალის თეორიაშიც. ეს ბუნებრივიცაა, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის გარეშე არ არსებობს და მისი ფრაგმენტაციის აუცილებელი მექანიზმია. არსებული საერთაშორისო სამართალი რომ გავაანალიზოთ, ორგვარი ტენდენცია შეინიშნება – სოლიდარობაზე დაფუძნებული …

Covid 19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი – 68 წლის კაცი ბოლნისის კლასტერიდან

დღეს, 22 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში Covid 19-ით გარდაიცვალა მეხუთე პაციენტი. იგი 68 წლის კაცი იყო ბოლნისის კლასტერიდან. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი აპარატზე იყო შეერთებული და მას დაინფიცირებამდე მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში ორი კვირის წინ სხვადასხვა გართულებით მიიყვანეს. „გულის უკმარისობითა და …

ხულოს მაღალმთიან სოფლებში გათოვდა [ფოტო]

დღეს, 22 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში მოთოვა. თოვლის საფარის სიმაღლე 3-4 სმ-ია. ხულოს მერიის პრესსამსახურის ცნობით, თოვლი ძირითადად მაღალმთიან სოფლებშია. ნალექს მოსახლეობისთვის სირთულეები არ შეუქმნია.  

„არ არის ქილიკის დრო“ – ლევან რატიანი გაიდლაინის თემას ეხმაურება

  ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი:  _____________________________ „მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ აჟიოტაჟზე, რომელიც სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ეს გახდა გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად …

განა ჩვენ არ გვინდოდა მთელი დღე ოჯახთან ერთად გაგვეტარებინა?! – მოსწავლის მოსაზრება

ავტორი: ლიზა ანთაძე, მოსწავლე  _________________________ კარგად მახსოვს, 26 თებერვალი იყო, ოთხშაბათი. დღე, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დღე, როცა მივხვდი, რომ ჩემს თავს ხდებოდა ის, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი. „არაფერია ადამიანის გონებისთვის იმაზე მტკივნეული, ვიდრე ძირეული და უცაბედი ცვლილება“ –  დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენთვის მართლაც უცაბედი და მტკივნეული ცვლილებაა, რომელთან ადაპტაცია საჭირო და მნიშვნელოვანია. …

„ჩვენც გოლგოთა გავიარეთ“ – პატრიარქის მიმართვა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს, რომელიც 20 აპრილით თარიღდება. „კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასული ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 20 აპრილის 21 საათიდან 21 აპრილის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 8-13 გრადუსი  ღამით: 3-8 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, მომდევო ორ …

დააკავეს პოლიციელი, რომლის ბრმა ტყვიას ქალი ემსხვერპლა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, დააკავეს პოლიციელი, რომლის მიერ ნასროლი ბრმა ტყვიის შედეგად თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქალი დაიღუპა. პროკურატურის ცნობით, გამოიძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ ქალს და იგი გარდაიცვალა. „ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა გასროლილი ტყვიის მასრები და ცეცხლსასროლი …

ბათუმში სასაფლაოს პოლიციელები და ჯარისკაცები იცავენ [ფოტო]

ბათუმში ფერიის სასაფლაო ჩაკეტილია, ყველა ჭიშკარს ბოქლომი ადევს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი საპატრულო პოლიცია და ჯარისკაცები დგანან. ბათუმში,ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, სასაფლაოზე  შესვლა დღეს აკრძალულია. სასაფლაოები საქართველოში, მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 დღით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაიკეტა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას.

20 აპრილს ბათუმში 26 გრადუსამდე დათბება – გარემოს ეროვნული სააგენტო

18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 15-20 გრადუსი იქნება. მთაში – 10-15 გრადუსი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  20 აპრილს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +24+29 გრადუსამდე მოიმატებს. სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, 20 აპრილს ბათუმში დღისით 26 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი. …

საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო.  

დაგვიჯერეთ ექიმებს, ჩვენ არ უნდა შევიდეთ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სპირალში – გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ________________________________________________ „ამ დრომდე ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ ინფექციის გავრცელება და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შესვლა. ეს დრო იყო იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად მომზადებულიყო, მაგრამ ბოლო რამოდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს. არ არსებობს ვაქცინა და არ იქნება ის წლის ბოლომდე, არ …

ირგვლივ ტყვიაა – შეამოწმე, რამდენად ბევრი იცი მასზე

ავტორი: ForSet ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომლის მაღალ შემცველობასაც ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება შეუძლია. ბოლო პერიოდის კვლევები აჩვენებს, რომ სისხლში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად ერკვევი პრობლემაში.

ტიკარაძე: 9 მაისისთვის დაახლოებით 2 ათასი ინფიცირებული იქნება, ცუდ შემთხვევაში – 4 ათასი

ტიკარაძის თქმით, იმ შემთხევაში, თუ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, მოქალაქეებს თავიანთი სახლების დატოვება მხოლოდ სპეციალური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული იქნება, საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს. „ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეებს მხოლოდ ჩვენი მეთვალყურეობით და გარკვეული მესიჯის გაგზავნის შემთხვევაში ექნებათ თავიანთი ბინის …

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 17 აპრილს, ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15-20 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 10-15 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18-19 აპრილს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

Exit mobile version