მთავარი,სიახლეები

რუსები ჰალუკ ბაირაქტარის ნაცვლად უკრაინის დაზვერვას ესაუბრნენ

09.10.2022 • 1518
რუსები ჰალუკ ბაირაქტარის ნაცვლად უკრაინის დაზვერვას ესაუბრნენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ტელეგრამზე წერს, რომ უკრაინამ ჩაშალა რუსი სატელეფონო ხულიგნების მცდელობა, გაეთამაშებინათ თურქული კომპანია Baykar-ის დირექტორი, ჰალუკ ბაირაქტარი.

რუსმა სატელეფონო ხულიგნებმა [პრანკერები] გამოიყენეს „ფეიქ“ ტექნოლოგია, ისინი დაუკავშირდნენ ჰალუკ ბაირაქტარს ვიდეოს საშუალებით უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის სახელით.

„ბატონ ჰალუკთან საუბრის ნაცვლად, რუსებს „გაუმართლათ“ და ესაუბრნენ კომპანია „ბაირაქტარის“ ყალბ მდივანს“, – ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

„აღსანიშნავია რუსი ოპერატორების მომზადების დაბალი დონე, რომლებიც საუბრისას რამდენჯერმე ამხილეს თავი“ – წერს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ტელეგრამზე. უწყების ცნობით,  რუსი პრანკერების მიზანი იყო უკრაინისა და თურქეთის თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა.

საუბრის ბოლოს რუს ოპერატორებს აცნობეს, რომ ისინი ამხილეს და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება.

ამავე თემაზე: 

საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ ჩვენ მოსკოვს მივცემთ დრონებს – ბაირაქტარი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: