მთავარი,სიახლეები

მოსკოვში სამხედროების დაპატიმრება დაიწყო – უკრაინის დაზვრევა

08.10.2022
მოსკოვში სამხედროების დაპატიმრება დაიწყო – უკრაინის დაზვრევა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ეროვნული გვარდიის ელიტური ნაწილები შევიდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი დღეს მშვიდად ვერ არის – ქალაქიდან არაერთი სამხედროს დაკავებაზე ვრცელდება ცნობები.

„რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ კომპლექსური „ზომების“ მიღება დაიწყო. ცენტრში გადაადგილება შეზღუდულია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების დივიზია – რუსული გვარდიის „ელიტური დანაყოფი“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოხსენებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, საბრძოლო მზადყოფნაშია ასევე საჯარისო ფორმირებები, რომლებიც მოსკოვის გარშემოა განლაგებული.

„ცნობილია მრავალრიცხოვანი სამხედროების დაპატიმრებაზე, დაკავებასა და ბლოკირებაზე. მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი საბრძოლო მზადყოფნაშია“, – მითითებულია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი ამ დაკავებების მიზეზებზე.

____

უკრაინის ძალების ბოლოდროინდელი წარმატებები იმედს აძლევს დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ სრულმასშტაბიანი ომი შესაძლოა უკვე წლის ბოლომდე დასრულდეს – ამის შესახებ ბრიტანული The Times-ი კონფიდენციალურ წყაროებზე და სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით დღეს წერს.

სამხედრო საქმის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ „ვაგნერელთა“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გადაყენებას ცდილობენ.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW] პროგნოზით, საბოლოოდ პუტინი შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ ომში წარუმატებლობა სამხედრო სარდლობას დააბრალოს. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განტევების ვაცი გახდება.

დღეს ყირიმში ააფეთქეს ქერჩის [ყირიმის] ხიდი, რომელიც რუსეთმა 2014 წლის, ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ ააგო. ამ ხიდს, როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის აქვს როგორც სიმბოლური, ისე სტრატეგიული დანიშნულება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ხიდი აფეთქების უკან, უკრაინის უშიშროება დგას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: