მთავარი,სიახლეები

Happy Birthday, Mr. President – დანილოვი ყირიმის ხიდის ხანძარზე

08.10.2022 • 1565
Happy Birthday, Mr. President – დანილოვი ყირიმის ხიდის ხანძარზე

უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი ყირიმის ხიდზე ხანძარს ფეისბუქპოსტით ეხმაურება.

„დილა მშვიდობისა უკრაინა“ წერს დანილოვი და ვიდეოკოლაჟს აქვეყნებს – კოლაჟის ერთ ნაწილში ჩანს ხანძარი ყირიმის ხიდზე, მეორეში კი 1962 წლის ცნობილი ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი მერილინ მონრო პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს სიმღერით ულოცავს – Happy Birthday, Mr. President (დაბადები დღეს გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო).

უკრაინული და რუსული მედიის ცნობით, დღეს, 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე ძლიერი ხანძარია. სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო და ფოტო გავრცელდა.

კრემლისტური მედიის ცნობით, ოფიციალური ვერსიით, ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებლის საწვავის ავზს, თუმცა სოციალურ ქსელებში თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებული არაერთი ვიდეოკადრიდან ჩანს, რომ ხიდზე რკინიგზის ხაზის გარდა დაზიანებულია საავტომობილო გზის ნაწილიც.

7 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 70 წლის გახდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: