6 წლამდე ბავშვის ავტომობილით მგზავრობისას საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება

6 წლამდე ასაკის ბავშვების ავტომობილით მგზავრობისას საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდება – ამის შესახებ საუბარია საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა  2026-2027 წლებისათვის საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ახლა ჯერი საკანონმდებლო ცვლილებებზეა.

„იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის შედეგადაც საწყის ეტაპზე, სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან ქვეითები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ის მოქალაქეები, რომლებიც მართავენ ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას (მოტოციკლი, მოპედი, ელექტროსკუტერი სხვა).

სტრატეგიის თანახმად, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას.

„ამავე კონტექსტში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

სტრატეგია ითვალისწინებს არსებული სასკოლო ზონების არეალის გადახედვას. დაგეგმილია „სასკოლო ზონებში სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვრის 30 კმ/სთ-ის სახით დადგენა და სიჩქარის გადაჭარბების მოქმედი 15 კმ/სთ-იანი ტოლერანტობის სასკოლო ზონებში გავრცელების გადახედვა“.

სტრატეგიის ავტორები ფიქრობენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ჩარევა ხელს შეუწყობს სასკოლო ზონებში გადაადგილების საშუალო სიჩქარის შემცირებას და საგრძნობლად გაზრდის არასრულწლოვანთა უსაფრთხოების დონეს.

ასევე, სასკოლო ზონის ცნების განსაზღვრამდე საქართველოში შეფასდება ყველა მოქმედი საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის შესაბამისობა საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა

სირიის სასამართლომ ყოფილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ ქვეყნის სამოქალაქო ომის დროს ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენაში და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ამავე საქმეზე სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ატეფ ნაჯიბსაც — ასადის ბიძაშვილს და სამხრეთ სირიის დერას პროვინციის პოლიტიკური უსაფრთხოების ყოფილ ხელმძღვანელს. იგი სასამართლო დარბაზში, გალიაში იმყოფებოდა, როდესაც მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა.

სირიის დროებითმა მთავრობამ ასადის რეჟიმთან დაკავშირებული იმ მაღალჩინოსნების გასამართლება, რომლებიც ქვეყანას 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ, ამ წლის დასაწყისში დაიწყო.

ნაჯიბი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელიც სასამართლოს წინაშე წარსდგა.

2024 წლის დეკემბერში, სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ასადი ოჯახთან ერთად დამასკოდან მოსკოვში გაიქცა.

მან რუსეთს მას შემდეგ შეაფარა თავი, როცა სირიის მოქმედი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას ძალებმა სწრაფად აიღეს მართვის სადავეები და ასადების დინასტია დაამხეს.

სირიის ახალმა მთავრობამ ყოფილი ოფიციალური პირები და უსაფრთხოების სამსახურის მრავალი თანამშრომელი დააკავა, თუმცა ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების უმეტესობა, მათ შორის თავად ასადი, რუსეთში გაიქცნენ.

სირიის სამოქალაქო ომს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ძალებსა და მათ მოწინააღმდეგეთა შორის 13-ზე მეტი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა და მოსახლეობის ნახევარი დევნილი გახდა.

დასავლეთის ქვეყნები, არაბული სახელმწიფოები და თურქეთი თავდაპირველად მხარს უჭერდნენ ამბოხებულებს, ხოლო რუსეთი და ირანი — ასადის რეჟიმს.

________

ფოტოზე: ბაშარ ალ-ასადი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/LUCAS DOLEGA

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს – ცვლილებები მერიაში

ბათუმის მერიაში ცვლილებებია. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ახალი უფროსები ჰყავს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორად თენგიზ ტარიელაძის ნაცვლად თემურ ვასაძე დაინიშნა.

„თემურ ვასაძეს ბოტანიკურ ბაღში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014-2017 წლებში მუშაობდა ადგილობრივი ფლორისა და ბალახოვან მცენარეთა კურატორად, 2017 წლიდან კი იყო გოდერძის ალპური ბაღის მენეჯერი,“ – განმარტეს ბათუმის მერიაში.

რაც შეეხება ბათუმის მერიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამსახურს – საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, აქ ბათუმის მერმა  უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ნოდარ ძირკვაძე დანიშნა.

ნოდარ ძირკვაძე ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ყოფილი უფროსი ბაქარ ჩიტაია კი შსს-ში გადაიყვანეს.

ამ თემაზე:

ბათუმის მერიის თანამშრომელი შსს-ში დანიშნეს

რუსეთმა ზაპოროჟიეს „ცირკონის“ რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 6 ადამიანი

11 აგვისტოს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ზაპოროჟიეზე მასშტაბური, კომბინირებული იერიში მიიტანეს  ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების გამოყენებით.

ოფიციალური კიევის ცნობით, თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 19 დაშავდა, ქალაქში ხანძარი გაჩნდა და ელექტროენერგია გაითიშა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

უკრაინის საჰაეწრო ძალების ცნობით, 11 აგვისტოს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ხომალდსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე სხვადასხვა ტიპის 120 დრონით. მათგან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 98 დრონი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებით, „ცირკონით“ და მართვადი ბომბებით შეუტია და ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად.

 

„ON THE EDGE – შემოქმედებითი წინააღმდეგობის საერთაშორისო ფესტივალი“ – AD BLACK SEA 10

ბათუმში, 10-12 სექტემბერს, სასტუმრო „შერატონში“ კრეატიული ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალის, Ad Black Sea 2026-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება გაიმართება. წელს ფესტივალი ათწლიან ისტორიას აღნიშნავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სტრატეგიულ როლს – იყოს მთავარი პროფესიული ხიდი, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე კრეატიულ ინდუსტრიებს, საერთაშორისო სააგენტოებსა და სფეროს ლიდერებს გააერთიანებს.

უკვე 10 წელია, რაც Ad Black Sea რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყოველწლიური თავშეყრის მთავარ ადგილად იქცა – სივრცედ, სადაც დარგის წარმომადგენლები პროფესიულ გამოცდილებას იღრმავებენ და გლობალურ ტენდენციებს ეზიარებიან. 10 წლის იუბილეზე ფესტივალს 1500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი ესტუმრება, მათ შორის: სააგენტოების ხელმძღვანელები, კრეატიული დირექტორები, მარკეტერები, დიზაინერები და ტექნოლოგიური ინოვატორები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

“ON THE EDGE: Festival of Creative Resistance” – ასე ჟღერს 2026 წლის საიუბილეო ფესტივალის მთავარი თეგლაინი. წლევანდელი კონცეფცია კრეატივს საკუთარ ზღვარზე განიხილავს, სადაც ორიგინალური აზროვნება, მკაფიო კომუნიკაცია და შემოქმედებითი ოსტატობა გლობალური გამოწვევების ფონზე კულტურული და პროფესიული წინააღმდეგობის მთავარ იარაღად ყალიბდება. საქართველო, თავისი უნიკალური გეოპოლიტიკური მდებარეობით, ბუნებრივად გამოხატავს „ზღვარზე“ არსებობისა და შექმნის იდეას – ბათუმი კი სწორედ ის ადგილია, სადაც დასავლური სტრატეგიული აზროვნება და აღმოსავლური შემოქმედებითი ენერგია ერთმანეთს ისტორიულად ერწყმის.

„ზღვარზე ცხოვრება, შექმნა და ბრძოლა დღეს მხოლოდ მეტაფორა აღარ არის – ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე ღირებული და გარდამსახველი კრეატიული ნამუშევრები იბადება. 10 წლის განმავლობაში AD BLACK SEA იყო და რჩება პრინციპული და ზოგჯერ რადიკალური კრეატივის თავშესაფრად. წელს ჩვენ ვიწვევთ რეკლამის, დიზაინისა და მონათესავე სფეროების გლობალურ საზოგადოებას, რათა ჩვენთან ერთად დადგნენ ზღვარზე, იზეიმონ გაბედული იდეები და ხელახლა განსაზღვრონ, თუ რა საზღვრების გარღვევა შეუძლია კრეატიულ ინდუსტრიას,“- ამბობს ვატო ქავთარაძე, ფესტივალის პრეზიდენტი.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. კონკურსანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს 13 ძირითად კატეგორიაში ეჯიბრებიან (მათ შორის: ბრენდინგი, დიზაინი, ციფრული კომუნიკაცია, ფილმი და სხვა), რომლებსაც 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული 30-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი შეაფასებს.

გამარჯვებული ნამუშევრები მოხვდება ისეთ გლობალურ რეიტინგებში, როგორიცაა The One Club Global Creative Rankings.

წლევანდელ სპიკერებს შორის იქნებიან:

დევიდ დროგა (David Droga): Accenture-ის ვიცე-თავმჯდომარე; ლეგენდარული ფიგურა, რომელმაც არასტანდარტული კრეატიული გადაწყვეტებით და ინოვაციური მიდგომებით გლობალური სარეკლამო ინდუსტრია გარდაქმნა
სინდი გელოპი (Cindy Gallop): MakeLoveNotPorn-ის დამფუძნებელი და CEO; თანასწორობის ქომაგი, Cannes Lions Glass Lion-ის ჟიურის პირველი პრეზიდენტი, რომელიც დღეს მოძველებული ბიზნეს-მოდელების ტრანსფორმაციისთვის იბრძვის
ნატაშა ჯენი (Natasha Jen): Pentagram New York-ის პარტნიორი; მსოფლიოს უდიდესი დამოუკიდებელი დიზაინ ქონსალთინგის ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი
მიჰნია გეორგიუ (Mihnea Gheorghiu): Le Pub-ის გლობალური კრეატიული დირექტორი; Diesel და Heineken-ის ლეგენდარული კამპანიების შემქმნელი და უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დაჯილდოვებული კრეატიული დირექტორი
კატალინ დობრე (Catalin Dobre): McCann Worldgroup Romania-ს CCO & Co-CEO; მრავალი ჯილდოს მფლობელი და კრეატიული ლიდერი, რომელმაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი გლობალურ ასპარეზზე გაიყვანა
იოჰანა იასკოვსკა (Johanna Jaskowska): ვიზუალური არტისტი და კრეატიული ტექნოლოგი; AR-ის (ე.წ. გაფართოებული რეალობის) და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შშს-ს ცნობით, დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ძებნილი პირი  ბათუმში დააკავეს.

„ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

_______

ფოტოზე: კადრი შს სამინისტროს მასალიდან

კობა ფარტენაძის მიმართ დაჭრის მუქარაზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებიც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დაჭრით ემუქრებოდნენ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან  მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სისხლის სამართლის კოდექსის 151- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამავე თემაზე:

„გვერდზე შევალთ… პირდაპირ მიგჭრი“ – კობა ფარტენაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაჭრით ემუქრებიან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 11 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 460 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 259 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 120 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 47 713 ერთეული [+44]
  • MLRS – 2 020 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 560 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 454 572 ერთეული [+1 578]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 190 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 132 543 ერთეული [+307]
  • სპეცტექნიკა – 4 514 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„უნდა გამართლდეს“ – კიდევ რა უთხრა „ყურშას“ ადვოკატმა მოსამართლეს დასკვნით სიტყვაში

„მხოლოდ ის, რომ ან აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული ბრალით დაახლოებით 40 ბრალდებულის საქმეს 3 სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს, მათ შორის, ერთ საქმეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშა“ ფიგურირებს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. ამ საქმეზე, დღეს, 10 აგვისტოს, მოსამართლემ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა მოისმინა. შემდეგ სხდომაზე თითოეულ ბრალდებულს შეუძლია თქვას თავისი საბოლოო სიტყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

საბოლოო სიტყვას მოსამართლეს ვერ ეტყვის, მაგალითად, ბრალდებული „ყურშა“, რადგან იგი ძებნილია. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა პროკურატურამ. „ყურშას“ სავალდებულო დაცვის წესით იცავს იურიდიული დახმარების სამსახური. ადვოკატს ძებნილთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს.

ამ საქმეზე ერთდროულად პასუხისგებაში 63 პირი მისცეს, როცა 2025 წლის 16 დეკემბერს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. ბრალდებული 10 პირის საქმე ერთდროულად განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორისაა, „ყურშა“.

ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა ქალი – ლიანა ჯ.-ც. ის ამ საქმის ცენტრალური ფიგურაა: ქალმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან და თქვა, რომ ფულს აგროვებდა, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის შეყვარებულმა კი, ფული მიითვისა. ფულის დასაბრუნებლად ქალს ე.წ. „ქურდული სამყაროსთვის“ მიუმართავს.

ლიანა ჯ.-ს ამ „აღიარებით ჩვენებას“ ხშირად ახსენებს საქმის პროკურორი გისოსებიან ადგილას გამომწყვდეულ ბრალდებულებს, რადგან ეს ჩვენება სხვა ბრალდებულებსაც ამხელს.

ლიანა ჯ.-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. იგი დღევანდელ სხდომაზე „ყურშას“ ადვოკატმაც ახსენა.

„ლიანა ამბობს, რომ ესაუბრა „ყურშას“ ტელეფონით, მაგრამ ის არაა დარწმუნებული, ვის ესაუბრა. ამბობს, რომ ესაუბრა კაცს, მოუყვა თავისი პრობლემის შესახებ, მან მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა: გასაგებიაო,“ – აღნიშნა ადვოკატმა დავით კეკელიძემ და შემდეგ მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე მიღებული რამდენიმე განაჩენიც გაახსენა, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერს, ან, მაგალითად, რომელიმე ინტერნეტგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ ვიღაც „კანონიერი ქურდია“.

ადვოკატმა დავით კეკელიძემ მიუთითა კანონის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, „კანონიერი ქურდობა“ უნდა გამოიხატებოდეს რომელიმე სხვა დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა: დაშინება, მუქარა, გამოძალვა…

პროკურატურის ვერსიით კი, ამ საქმეში ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ „ყურშას“ მიმართეს, მას „გადააწყვეტინეს“ ორ ოჯახს შორის კონფლიქტი.

„მაგრამ ვისზეც ამბობს პროკურატურა, რომ მან [გიორგი ხ.] მიმართა გოჩა კახიძეს, მან უთხრა სასამართლოს, რომ საერთოდ არ იცნობს გოჩა კახიძეს და მის ოჯახს,“ – თქვა ადვოკატმა და სათქმელი მოკლედ შეაჯამა: „უნდა გამართლდეს…“

სატელეფონო ჩანაწერზე, როგორც საქმის მთავარ მტკიცებულებაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი ა.-ს და ამირან გ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დათა კუპრავამაც. მისი თქმით, ამ სატელეფონო ჩანაწერში ერთი ჩანაწერიც კი არ არსებობს, რაც „უტყუარად დაადგენს იმას, რომ გიორგი ა. „ქურდული სამყაროს“ წევრია.

ადვოკატმა ერთ-ერთ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, სადაც „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული გიორგი ა. მოსაუბრეს ამ ფრაზით მიმართავს: „ერთმანეთთან მოგვარდით“.

„რომელი „ქურდული სამყაროს“ წევრი ეუბნება სხვას, თქვენ თვითონ მოგვარდითო?“ – პროკურორს მიმართა ადვოკატმა დათა კუპრავამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მართალია, სხვა ბრალდებულები სატელეფონო მიყურადების დროს საუბრობენ გიორგი ა.-ს „ქურდობის“ შესახებ, მაგრამ ეს ვერ იქნება ობიექტური მტკიცებულება.

„ვიღაც რომ რაღაცას ამბობს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტური მტკიცებულებაა?“ – მოსამართლეს მიმართა ისევ ადვოკატმა.

ამ ადვოკატმაც ისაუბრა ლიანა ჯ-ზე. ლიანა ჯ.-ს გამოძიების ეტაპზე სამჯერ მიუცია ჩვენება გამომძიებლებისთვის, შემდეგ სასამართლოში გამოცხადდა და ჩვენება მისცა, მაგრამ მას ბრალდებული გიორგი ა. არ უხსენებია.

„შემდეგ მას პროკურორმა დაუსვა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გიორგი ა.-თან…“, – ლიანას ჯ-ს ჩვენების დეტალები გაიხსენა ადვოკატმა დათა კუპრავამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლიანა ჯ. დაკავებისთანავე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ის გირაოთი იყო გაშვებული და ასე შემდეგ.

„რამდენად დამაჯერებელია, ბატონო მოსამართლევ?“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა და ისევ პროკურორს მიუბრუნდა, როცა მეორე ბრალდებულზე, ამირან გ.-ზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესადაა საქმე, რადგან „ამდენ ტომში ერთი ფურცელიც კი არაა, რაც დაადასტურებდა „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვას“.

მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენის მიღებისკენ მოუწოდა კიდევ ერთი ბრალდებულის – გიორგი კ.-ს ადვოკატმა, ლექსო არქანიამაც. მისი მტკიცებით, საქმეში სატელეფონო ჩანაწერების გარდა არაა არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ბრალდებულის მიერ „ქურდული სამყაროს“ ხელშეწყობას.

ამ ბრალდებულს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის მუხლითაც ედავება: გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა იარაღი საკუთარი სახლის მესამე სართულიდან მოისროლა ქუჩაში, როცა გაიგო, რომ პოლიციელების მის გასაჩხრეკად მივიდნენ.

„ჩხრეკის დაწყებამდე გიორგის ეძინა თავის საძინებელში, იქიდან ფანჯრამდე [საიდანაც ბრალდებულს შეეძლო სავარაუდოდ თავისი იარაღი გადმოეგდო] 15-20 მეტრია… გიორგის პოლიციელები საძინებელში დაადგნენ თავს… მასზე [იარაღზე] ბიოლოგიური კვალი არ ამოვიდა,“ – აღნიშნა ადვოკატმა ლექსო არქანიამ.

„ბრალდების მხარე დადგენილებაში არ ასახელებს მურმან ც.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომელიც სასამართლომ უნდა შეაფასოს, როგორც დანაშაული, ან არადანაშაულებრივი ქმედება,“ – თქვა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ. მან კანონის იმ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატებოდეს „აქტიური მოქმედებით“ და არა, მაგალითად, „კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილების დათანხმებით, როგორც ამას პროკურატურა ჰყვება.

„…სასამართლომ ეს სატელეფონო საუბარი დანაშაულად რომ შეაფასოს, ბრალდების მხარეს მტკიცებულებებით უნდა ჰქონდეს დადასტურებული საქმიანობის მხარდაჭერის სატელეფონო საუბრის შემდეგ განხორციელებული ფაქტი, რაც სახეზე არ გვაქვს.

ბრალდების მხარეს ჯერ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ უნდა მიეთითებინა „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდის“ რომელი ქმედების  მხარდაჭერა განახორციელა მურმან ც.-მ და რაც ყველაზე მთავარი და საკვანძო საკითხია ამ საქმეში: თავად  მურმან ც.-მ რა ქმედებით განახორციელა ეს მხარდაჭერა?

…ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა თავად ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მურმან ც.-მ რაიმე ქმედება კი არ განახორციელა, არამედ იგი დაჰპირდა ქმედების განხორციელებას, ანუ მხარდაჭერას.ისიც კი არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ქმედების განხორციელებით დაუჭერდა მხარს,“ – აღნიშნა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ, რომელიც ბრალდებულ მურმან ც.-ს ინტერესებს იცავს.

სასამართლო სხდომა გრძელდება.

____

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

133 324 ადამიანს დახმარება შეუჩერეს – სოცსააგენტოს 7 თვის სტატისტიკა

მიმდინარე წლის ივლისში, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეში სოციალური დახმარება 7 235 ადამიანს მოუხსნეს.

ჯამურად, ბოლო 7 თვეში, სოციალური დახმარების გარეშე 133 324 ადამიანი (39 530 ოჯახი) დარჩა.

თუ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ სტატისტიკას გავაანალიზებთ, ბოლო წლებში სოცდახმარების მიმღებთა ოდენობა მკვეთრად იზრდებოდა, 2026 წლის თებერვლიდან კი შემცირება დაიწყო.

ამ შემცირების დაწყებას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ „სოცდახმარების მიმღებთა ჭარბი რაოდენობა გადასახედი იყო“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო შვიდ თვეში ასეთია:

  • 2026 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა – 710 226 პირი (184 921 ოჯახი);
  • 2026 წლის თებერვალი – 709 458 პირი (184 773 ოჯახი);
  • 2026 წლის მარტი – 667 793 პირი (174 111 ოჯახი);
  • 2026 წლის აპრილი – 645 920 პირი (166 841 ოჯახი);
  • 2026 წლის მაისი – 605 033 პირი (153 171 ოჯახი);
  • 2026 წლის ივნისი – 584 137 პირი (146 996 ოჯახი);
  • 2026 წლის ივლისი – 576 902 პირი (145 391 ოჯახი).

ვის უხსნიან სოციალურ დახმარებას?

ამ კითხვაზე პასუხის მიღება ყველაზე მარტივად სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერილი ათობით მოქალაქის კომენტარიდან შეიძლება.

მოქალაქეები წერენ, რომ მათ სოციალური შემწეობა უსამართლოდ მოუხსნეს და მაღალი სოციალური ქულა არასწორად მიანიჭეს.

გთავაზობთ რამდენიმე მოქალაქის ისტორიას, რომელიც საჯაროდ დაიწერა:

„მარტოხელა მამა 3 შვილს უვლის და არ აქვს არანაირი შემოსავალი გარდა 3 ძროხის ნაწველი რძისა. შემოწმების შემდეგ მისცეს მაღალი ქულები და სოციალური მოუხსნეს, ესაა სამართალი? ესაა? გამაგებინეთ,“ – წერს მოქალაქე ნათელა დავითაძე.

„ჩემს აგენტს მოვიკითხავ, აღდგომის წინ დღეს გამწარებული რომ შემოვარდა. ნეტა როგორ გძინავს ღამე ჩემი შვილების ცოდვით? არაფერი ცოდვა მადლი რომ არ იცით. მთავრობას ყველა დალხენილი ჰყავს. მოვა არჩევნები და გლეხები გაგახსენდებათ, მაგრამ ვინც გაამწარეთ ნუ მიაკითხავთ სჯობს,“ – წერს მოქალაქე ნინი ბერიშვილი.

„შშმ პირი ვარ, ქვრივი, ქირით, 2 მცირეწლოვანი დევნილი ბავშვით, საშემოსავლო დამერიცხა ჩემი ჯანმრთელობის მისახედად და სოციალური მომიხსენით. მივიტანე ცნობა, რომ ეს დახმარება იყო ჩემი ჯანმრთელობის მისახედად და არა მუდმივი ხელფასი და არც განიხილეთ. მაინტერესებს რას ემსახურება ეს. მაინტერესებს ჩვენს ქვეყანაში ამ ფასების პირობებში თქვენ რამდენი გყოფნით ოჯახის მისახედად? არავითარ ფუფუნებაზე არ ვამბობ. ნუთუ ჩემი დახმარების თანხა მამდიდრებდა?“ – სვამს კითხვას მოქალაქე ნათია წულაია.

„საბრალო, გაჭირვებულ ხალხს სოციალურს უნდა უხსნიდეთ თუ პირიქით, [უნდა] დაუნიშნოთ?

რა ქნას ამ გაჭირვებულმა ხალხმა, ვისაც მართლა უჭირს? ხელფასი მე არ მაქვს მაღალი, ქმარი უმუშევარი მყავს სოფელში, რა უნდა ქნას კაცმა? ორი შვილი მყავს, რა უნდა ქნა, ოჯახი საიდან [უნდა] არჩინო? რომ დაერიეთ ამ ხალხს, რომ მოუხსენით დახმარება, ვისაც მართლა უნდა ქონდეს იმას არ აძლევთ, ვისაც არ ჭირდება იმას უნიშნავთ.

მაღალი ხელფასი რომ მქონდეს და ვმუშაობდე, რად მინდა თქვენი დახმარება? იმხელა ქულა მომანიჭეთ ყველაზე მდიდარი მე ვყოფილვარ. სად არის სამართალი ან სად ვეძიოთ? თქვენ კი ხართ კარგად, სხვას რას დაეძებთ. სოფლები დაცარიელდა, აღარავინ დარჩა, ვერაფერს ნახულობენ, გარბიან სოფლებიდან. ვინც დარჩა, იმასაც გააქცევთ. დაგრჩებათ ბურთი და მოედანი, იყავით მარტო თქვენ,“ – წერს მოქალაქე ფიქრია შვანგირაძე.

მსგავსი ათობით კომენტარია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.

10 აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტოს კომენტარები წაშლილი არ აქვს და არც არაიდენტიფიცირებადი პირების კომენტარები გვხვდება.

ამავე თემაზე:

კობახიძის თანახმად, გადასახედია სოცდახმარების მიმღებთა ჭარბი რაოდენობა

გელენჯიკის ყველა პლაჟი დაიკეტა დრონების თავდასხმის რისკის გამო

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მდებარე კურორტის, გელენჯიკის ყველა პლაჟი დაიკეტა დრონების თავდასხმების საფრთხის გამო. აიკრძალა ზღვაში ბანაობა.

პლაჟები 10 აგვისტოდან დროებით დაიკეტა – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსეი ბოგოდისტოვმა განაცხადა.

მან პლაჟების დახურვის მიზეზად უკრაინული დრონებით თავდასხმის  საფრთხე და საჰაერო თავდაცვის ოპერაციები დაასახელა. მერმა პლაჟების დახურვის ხანგრძლივობა არ დააკონკრეტა.

გარდა ამისა, დრონების თავდასხმის რისკის გამო გელენჯიკში აკრძალვაა  დაწესებული ნებისმიერ წყლის ტრანსპორტზე.

3 აგვისტოს, გელენჯიკში, არქიპო-ოსიპოვკას სანაპიროზე უკრაინული დრონი ჩამოვარდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორის იყვნენ ბავშებიც.

უკრაინული დრონი პლაჟზე, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ცნობილია, რომ გელენჯიკთან ახლოს მდებარეობს რეზიდენცია, რომელიც პუტინის სასახლედ მიიჩნევა. 

___________

ფოტოზე: აფეთქება გელენჯიკში, 3 აგვისტო/telegram

 

 

 

საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი

განათლება გამარჯვებაა! სწორედ ამ რწმენით აგრძელებს თიბისიტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერიქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე. ამ მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოს ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ნაკრების წარმატებული გამოსვლა ხელოვნური ინტელექტის მე-3 საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026), რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართა.

საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო კონკურენციაში გამორჩეული შედეგი აჩვენა და ჯამში 8 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა: 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე ერთი საპატიო სიგელი. გუნდურად კი საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა 109 ქვეყანას შორის

ოქრო:

ნიკოლოზ გეგენავა = ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

გიორგი მაისურაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

ვერცხლი:

ნიკოლოზ ყიფშიძე – 136-ე საჯარო სკოლა.

ანტონ ინგოროყვა – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

მათე რეხვიაშვილი –  ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

ბრინჯაო:

ლუკა ბერიკელაშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

ნიკოლოზ კილაძე – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

საპატიო სიგელი

გიორგი ცქიტიშვილი – ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა.

საქართველოს ეროვნულმა AI ნაკრებმა, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე შექმნილ ტექ ოლიმპიადების ჰაბში, საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მრავალთვიანი, ინტენსიური მომზადება გაიარა. მონაწილეებმა GAIA-ს სპეციალური საოლიმპიადო პროგრამის ფარგლებში ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების პრაქტიკული მიმართულებები შეისწავლეს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი შოთა ელყანიშვილია, თანახელმძღვანელები კი ლუკა დარსალია და ნიკა მიქაბერიძე ირიან.

IOAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასკოლო ტექნოლოგიური შეჯიბრებაა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდებს აერთიანებს. საქართველო მასში წელს უკვე მეორედ მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებები ქვეყნის AI განათლების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია.

თიბისისთვის განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას აძლევს, მათ შესაძლებლობებს ავითარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს. IOAI 2026-ზე მიღწეული შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანმიმართული განათლების მხარდაჭერა ქვეყნის მომავალი წარმატების საფუძველია.

უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს ომში გამარჯვების სჯერა – გამოკითხვა

უკრაინელების 80%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გაიმარჯვებს.

უკრაინული მედია აღნიშნულ ინფორმაციას კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2026 წლის 16 ივლისიდან 31 ივლისამდე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 82% — მიიჩნევს, რომ ომში საბოლოოდ სწორედ უკრაინა გაიმარჯვებს, თუმცა მათგან ამაში სრულიად დარწმუნებულია 59% (დანარჩენი 23% უფრო იხრება იმისკენ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს)“ – ნათქვამია კვლევაში.

გამოკითხულთა 16 პროცენტს არ აქვს ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე და მხოლოდ 3 პროცენტი ამბობს, რომ ომში რუსეთი გაიმარჯვებს.

ამავე გამოკითხვის თანახმად,

გამოკითხვის თანახმად, უკრაინელებს შორის ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედ ელჩს, ვალერი ზალუჟნის, და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მიხაილო ფედოროვს აქვთ.

მესამე ადგილზეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, მეხუთე ადგილზე და ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

„ოცნებამ“ გზების მოვლა-პატრონობა ახალ კომპანიას ჩააბარა

„ოცნების“ მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობისთვის ახალი კომპანია – შპს „საქართველოს გზების ოპერატორი“ შექმნა, დირექტორად ალექსანდრე ზამბახიძე დანიშნეს. განკარგულება ახალი შპს-ს შექმნის თაობაზე ახლახან გამოაქვეყნეს, თუმცა ის 24 ივლისს არის ხელმოწერილი.

ირაკლი კობახიძის განკარგულების მიხედვით, ამ კომპანიის 100 პროცენტიანი წილი მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ და არსებობის ვადით გადაეცემა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

კომპანიის მოვალეობა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების, გვირაბების, ხიდების, გზაგამტარების და მათი თანმდევი ინფრასტრუქტურის ოპერირება, მოვლა-შენახვა იქნება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხელშეკრულების მიხედვით, „მმართველი პირს“, ანუ დირექტორს, სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე შეუძლია დანიშნოს თავისი მოადგილეებთან, სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელები.

ყოველწლიურად გზების მოვლა-პატრონობაზე მილიონობით ლარი იხარჯება.

ახალი კომპანიისთვის თანხა ჯერ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მოგზაურობდნენ – ორი კვარტლის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ორ კვარტალში საქართველოდან ყველაზე ხშირად თურქეთში მოგზაურობდნენ, გამგზავრების მიზეზი კი მეტწილად  ახლობლების მონახულება იყო.

საქსატატის მონაცემებით, დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 740.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამავე დროს, მოგზაურების უდიდესი ნაწილი, 44 პროცენტი,  31-50 წლისაა.

ზემოთ მითითებული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 571.9 ათასი შეადგინა, რაც 1.4 პროცენტით მეტია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 0.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა [47.4 პროცენტი] განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.3 პროცენტი შეადგინა.

2026 წლის II კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი [34.9 პროცენტი] განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში. მათგან: 201.1 ათასი – თურქეთში და 112.9 ათასი ვიზიტი – სომხეთში.

 

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.36 შეადგინა, რაც 2025 წლის ორ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე [6.40 ღამე] 0.6 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 685.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 17.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 16.1 პროცენტით გაიზარდა და 1198.7 ლარი შეადგინა.

მუნიციპალიტეტებში დასაქმების დონე დაბალია – სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა

„მმართველი პარტიის მხრიდან ეკონომიკის ზრდაზე მუდმივი საუბრის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ეს ზრდა საქართველოს მოსახლეობის დასაქმების არც თუ პოზიტიურ სტატისტიკას ფუნდამენტურად ვერ ცვლის“- წერს ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.

„2024 წლის აღწერამ 15 წლისა და მეტი ასაკის 3 158 758 ადამიანი დააიდენტიფიცირა. მათი ნაწილი ეკონომიკურად აქტიურია [დასაქმებული და ის უმუშევარი ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში და მზად არიან, დაიწყონ მუშაობა უახლოეს 2 კვირაში], ნაწილი კი – ეკონომიკურად არააქტიური.

ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, მოიცავს პოტენციურ სამუშაო ძალას [ადამიანები, რომლებიც გასული 4 კვირის განმავლობაში აქტიურად ეძებდნენ სამუშაოს, თუმცა მზად არ არიან, მუშაობის დასაწყებად უახლოეს 2 კვირაში, ან არ ეძებდნენ სამუშაოს გასული 4 კვირის განმავლობაში, თუმცა მზად არიან, დაიწყონ მუშაობა უახლოეს 2 კვირაში] და სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობას [ადამიანები, რომლებიც გასული 4 კვირის განმავლობაში არ ეძებდნენ სამუშაოს და არ იყვნენ მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის განმავლობაში; მაგ., პენსიონერები, მოსწავლეები, და სხვა]“ – ვკითულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევაში.

სოციალური სამართლიანობის განმარტებით როგორც მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს 15 წელს ზემოთ მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა.

2014 წლის შემდგომ, უმუშევართა წილმა 16.1%-დან 13%-მდე დაიკლო, თუმცა, 53.4%-დან 48.3%-მდე შემცირდა დასაქმების დონეც, ანუ დასაქმებულთა წილი 15 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის წილი გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ეკონომიკურ ან და დემოგრაფიულ ტენდენციად შეიძლება მივიჩნიოთ.

ამასთან, სტატისტიკის მიზნებისთვის, დასაქმებულად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ანაზღაურების ან მოგების მიღების მიზნით,სულ მცირე 1 საათს მაინც მუშაობდა. ამიტომ, დასაქმებული მოსახლეობის მაჩვენებელი – 48.3%, იმ ადამიანებსაც მოიცავს, რომლებმაც თუნდაც 1 ან 2 საათის განმავლობაში იმუშავეს. ეს მაჩვენებელი ავტომატურად არ აჩვენებს, თუ რა განაკვეთზეა ადამიანი დასაქმებული და რამდენად ადეკვატურია მისი დასაქმება.

ამ სფეროში თვალშისაცემია გენდერული სხვაობაც. როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე ყველა რეგიონში, კაცებთან [53.2%] შედარებით, ქალების [44.1%] დასაქმების დონე უფრო დაბალია. ქალთა დანარჩენი ნაწილი უმუშევართა ან ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის კატეგორიაში გვხვდება.

დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით, არაერთ მუნიციპალიტეტში ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. 16 მუნიციპალიტეტში დასაქმების დონე 39-43%-ს შორის მერყეობს, ხოლო 13 მუნიციპალიტეტში უმუშევრობის დონე 17%-ზე მეტია.

საქართველოსა და ევროკავშირის მონაცემების შედარება საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. მაშინ, როდესაც 20-64 წლის ასაკის მოსახლეობის დასაქმების საშუალო დონე ევროკავშირში 75.7% იყო, იგივე მაჩვენებელი საქართველოში მხოლოდ 59.6%-ს შეადგენდა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ორიენტირებული და ეფექტიანი პოლიტიკა სჭირდება, რათა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს.

 

უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკში ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს შეუტიეს

ორშაბათს, 10 სექტემბერს, რუსეთში დრონები თავს დაესხნენ ნიჟნეკამსკს, თათრეთის დედაქალაქს, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

თათრეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნიჟნეკამსკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. „…მასშტაბური საჰაერო თავდასხმა გრძელდება. თავდასხმა მიმართულია როგორც სამრეწველო, ასევე სამოქალაქო ობიექტების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასი“  თათრეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დრონების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა.

ნიჟნეკამსკში მდებარეობს რუსეთის ერთ-ერთი დიდი ნავთობგადამამუშავებელი ცენტრი, სადაც განთავსებულია ორი მსხვილი საწარმო რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებელი ცენტრები, დიდი მოცულობის საწვავის წარმოებით.

 

„გვერდზე შევალთ… პირდაპირ მიგჭრი“ – კობა ფარტენაძე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაჭრით ემუქრებიან

„წუხელ ქუჩაში დამხვდნენ და დამემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, დაჭრით, ეს უკვე თავდასხმის მერამდენე შემთხვევაა აღარ ვიცი… გუშინვე, ამ შემთხვევამდე კაცმა პიაცაზე ქვა მესროლა,“ – ამბობს კობა ფარტენაძე, „აჭარის ტელევიზიის“ მეტეოროლოგი.

კობა ფარტენაძე ფეისბუკში ვიდეოს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მას კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა ფარტენაძის „შეღებილ თმას“ და სხვა შეურაცხმყოფელ, დისკრიმინაციულ ტერმინებს.

„ვიდეოში, რომელსაც ნახულობთ მოუსმინეთ ბოლომდე და განსაჯეთ, თუ როგორ ძალადობს ადამიანები ჩემზე ქერა თმის ფერის გამო და მთხოვენ წავყვე ბნელ ადგილოს, რომ დანა დამარტყან.

რამდენჯერ უნდა დამესხან თავს, რომ ეს უბრალოდ „ინციდენტი“ აღარ იყოს? რამდენჯერ უნდა მივიდე პოლიციაში, რომ ვინმემ იფიქროს, რომ ეს უკვე სისტემური პრობლემაა?

მე ვითხოვ სამართალს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ძალადობა ჩვენს ყოველდღიურობად არ იქცეს,“ – ამბობს კობა ფარტენაძე და სამართალდამდცავ ორგანოებს მიმართავს.

შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა ვერ გვითხრეს, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კოფა ფარტენაძე თავდასხმასა და მუქარაზე საუბრობს. მან აქამდე არაერთხელ მიმართა გამოძიებას. მოჰყვა თუ არა რომელიმე გამოძიებას შედეგი? – შსს-ს პრესცენტრში ამ კუთხითაც ვითხოვეთ ინფორმაციის მოწოდება. ამ ეტაპზე შსს-ს პასუხი არ მიგვიღია.

„გუშინ საღამოს ჯერ ჩამოვიარე პიაცასთან, ახლობლები იყვნენ, შევიარე და აგვისტოს ომზე ვსაუბრობდით…,“ – უყვება „ბათუმელებს“ კობა ფარტენაძე, – „ვახსენებდი, რომ მეც ვიყავი ჯარში… ამ დროს ჩამოიარა ვიღაც პირმა და შენ ვინ წაგიყვანა ჯარში მძორო, პიდასტოო და ქვა მესროლა.

შემდეგ აჭარის ტელევივიის შენობასთან მეგობრებს შევხვდი, ოთხმა პირმა ჩამოიარა და ერთმა მომაძახა ტელევიზიის მისამართით: შენი ჟურნალისტობა და ტელევიზია მ…ო!

მერე მობრუნდნენ უკან და ვიგრძენი მოსალოდნელი აგრესია, ამიტომაც ვუთხარი მეგობრებს, რომ ეს უნდა გადაეღოთ. აქვე მოვკლათო, ეს თავდამსხმელი ამასაც ამბობდა,“ – გვითხრა კობა ფარტენაძემ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 10 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 459 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 255 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 116 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 47 669 ერთეული [+48]
  • MLRS – 2 019 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 558 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 452 994 ერთეული [+1 746]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 181 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 132 236 ერთეული [+461]
  • სპეცტექნიკა – 4 511 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ომი ირანთან და სპარსეთის ყურის ახალი რეალობა – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

2026 წლის თებერვალში ირანთან დაწყებული სამხედრო კონფლიქტიდან ხუთი თვის თავზე, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტმა (MEI) რეგიონის უსაფრთხოების კრიზისი შეაფასა. 13-დღიანმა ამერიკულმა იერიშებმა ვითარება ინტენსიური დაბომბვიდან ფრაგმენტულ, მაღალი რისკის საომარ თეატრში გადაიყვანა.

თადარიგის ვიცე-ადმირალმა, კევინ დონეგანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა ირანის კონვენციური საზღვაო და სარაკეტო ძალები, თეირანის დარჩენილი ასიმეტრიული პოტენციალი კვლავ დიდ საფრთხედ რჩება.

იაფი დრონებითა და საზღვაო ნაღმებით ირანი მაინც ახერხებს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის პარალიზებას. ამასთან, ინტენსიურმა თავდაცვამ კრიტიკულად შეამცირა ამერიკული და მოკავშირეთა საჰაერო თავდაცვის ჭურვების (Patriot, THAAD) მარაგები.

პროფესორმა ფ. გრეგორი გოსმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტმა სტრატეგიული სუსტი წერტილი გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ეფექტურად მუშაობდა, ამერიკულმა შეკავების პოლიტიკამ მარცხი განიცადა – ირანმა მაინც გაბედა ყურის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა.

შედეგად, ენერგოსისტემის განადგურების შიშით, ყურის მონარქიებმა ვაშინგტონს საბრძოლო მოქმედებების შეჩერება და დიპლომატიაზე გადასვლა მოსთხოვეს.

გლობალურ მოთამაშეებზე საუბრისას, პროფესორმა გოსმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყურის ქვეყნების უმთავრესი ნავთობის მომხმარებელია, რის გამოც რეგიონის ლიდერები მკვეთრად ეწინააღმდეგებიან პეკინთან ურთიერთობის გაწყვეტას.

რუსეთს კი არ გააჩნია მსგავსი ეკონომიკური ბერკეტები და ომში ირანისადმი მკვეთრი მხარდაჭერის გამო ვერ გამოდგება უსაფრთხოების ალტერნატიულ გარანტორად.

ღონისძიების დასასრულს, მოდერატორმა, დოქტორმა კენეთ პოლაკმა სპიკერებს ჰკითხა, რას ეტყოდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში ორწუთიანი შეხვედრისას:

  • ვიცე-ადმირალი კევინ დონეგანი: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის საკითხი ორმხრივი დაპირისპირებიდან გლობალური ნაოსნობის უსაფრთხოების ჭრილში უნდა გადაიყვანოს და ჩამოაყალიბოს საერთაშორისო დიპლომატიური კოალიცია ევროპის, ინდოეთისა და ჩინეთის მონაწილეობით.
  • პროფესორი ფ. გრეგორი გოსი: აშშ-მა არ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები სპარსეთის ყურიდან, რადგან ეს მოკავშირეებს ირანის ორბიტაზე გადასვლას აიძულებს. ამასთან, ვაშინგტონმა თეირანს რეალური ეკონომიკური გამოსავალი (მათ შორის ბლოკადის შემსუბუქება) უნდა შესთავაზოს.

როცა 2 მოსამართლის გადაწყვეტილება ურთიერთსაპირისპიროა – ერთი უცხოელის გაძევების საქმე

როგორ გააძევებს შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი ქობულეთში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, როცა მოსამართლე მას ქვეყნის დატოვებას უკრძალავს? – ამ შეკითხვით შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს 7 აგვისტოს დავუკავშირდით, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ანატოლი ვ. უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქმის მასალების მიხედვით, მისი საქართველოდან გაძევება შსს-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს. მის დაკავებას – გაძევების აღსასრულებლად – ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევა დაეთანხმა, თუმცა ამ მოსამართლის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილებიდანვე ჩანს, რომ ამ პირს საქართველოს დატოვების უფლება ისევ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს.

რა ხდება? – 2024 წელს საქართველოში მყოფი ანატოლი ვ. სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. მას პროკურატურა ოჯახში ძალადობას და მუქარას ედავება, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა მას აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ასევე აუკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ამ საქმეზე „საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“.

ვინაიდან სისხლის სამართლის ეს საქმე არასაპატიმროა [წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, განაჩენი მაქსიმუმ 9 თვეში გამოიცემა], არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა. მეტიც, ამ საქმეზე მორიგი მოწმის დაკითხვა სასამართლოში, მაგალითად, 2026 წლის პირველ დეკემბერსაა ჩანიშნული.

„მიგრაციის სამსახური მეუბნება, რომ მისწერეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს, თქვენი განჩინება ხელს გვიშლის გაძევებაში და როგორ უნდა ვიმოქმედოთო… სასამართლომ რომც გააუქმოს საზღვრის კვეთის აკრძალვა, ბრალდებულს უფლება აქვს, დაესწროს საკუთარ სასამართლო პროცესს. ამ უფლების შეზღუდვა კი, დაუშვებელია,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი, რომელიც დაკავებული ანატოლი ვ.-ს ინტერესებს იცავს სასამართლოში.

  • რას ნიშნავს და რას აჩვენებს ეს შემთხვევა?

„ვისაც ამ პიროვნების გაძევება აქვს გადაწყვეტილი, სამართლებრივ ჩარჩოში არ განიხილავს ამას. კანონი ამბობს, რომ როდესაც პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმე, ან სხვა საქმე მიმდინარეობს, მისი გაძევების გადავადება ხდება.

სამწუხაროდ, სასამართლო არ შევიდა ამ მსჯელობაში: რამდენად შესაძლებელია პიროვნების გაძევება და აქედან გამომდინარე, რამდენად სწორია მისი დაკავება? სასამართლოს უნდა შეეფასებინა ამ პიროვნების გაძევების შესაძლებლობა, არსებობს თუ არა დღეს. თუ არ არსებობს გაძევება შესაძლებელი, რატომ აკავებ ამ პირს?

ვფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები არაფერს არ წარმოადგენს მიგრაციის სამსახურისათვის… ასევე, სასამართლომ არ შეასრულა შემაკავებელი ფუნქცია და პირდაპირ დაეთანხმა შსს-ს მოთხოვნას,“ – მიიჩნევს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი.

ანატოლი ვ. ქობულეთში 2026 წლის 12 ივლისს შეუჩერებიათ სამართალდამცველებს „გადამოწმების მიზნით“.

„გადამოწმებისას დადგინდა, რომ პირი საქართველოში შემოვიდა 2024 წლის 16 ივნისს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის „სადახლოს“ გავლით და მას შემდეგ ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებია…. შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ანატოლი ვ.-ს საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას დაკავების საფუძვლების აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 3 [სამი] თვის ვადით.

ამასთან, დროებითი განთავსების ცენტრში ადგილების არარსებობის გამო შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, ანატოლი ვ. მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, დაკავების საფუძვლის აღმოფხვრამდე ან მისი საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ან დროებითი განთავსების ცენტრში ადგილის გათავისუფლებამდე, 60 კალენდარული დღის ვადით,“ – აღნიშნულია მოსამართლე მარიანა ფომაევას მიერ ამ საქმეზე 2026 წლის 14 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ამავე გადაწყვეტილებაში წერია, რომ ადვოკატმა მას პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის იმ საქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ანატოლი ვ.-ს საზღვრის კვეთის უფლება განჩინებით აკრძალული აქვს.

„რაც შეეხება მის მიმართ მიგრაციის დეპარტამენტის არგუმენტს, გაძევების პროცედურების თავის არიდებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან, ცხადდება სასამართლოში, ცხოვრობს ჩაქვში. ამდენად, მან აღნიშნა, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. ანატოლი ვ.-მ განმარტა, რომ საქართველოში შემოვიდა ტურისტული მიზნით, თუმცა, შემდგომ დაიწყო მუშაობა, რათა მოეგროვებინა თანხა და მოეპოვებინა საქართველოში ბინადრობის უფლება. იგი არ მიიმალება და სურს საქართველოში ცხოვრება,“ – ვკითხულობთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საბოლოოდ, მოსამართლე მარიანა ფომაევამ გადაწყვეტილებაში ეს ჩაწერა:

გამომდინარე იქიდან, რომ ანატოლი ვ.-ს არ გააჩნია საქართველოში ყოფნის კანონიერი საფუძველი, იგი ვერ აკმაყოფილებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საფუძვლებს.

სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ უცხოელმა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ბოლოს გადმოკვეთა 2024 წლის 16 ივნისს. ამასთან, საქართველოში არ სარგებლობს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსით. მის მიმართა მიღებულია საქართველოდან გაძევების გადაწყვეტილება, რომლითაც მიეცა ნებაყოფლობით საქართველოს ტერიტორიის დატოვებისათვის 7-დღიანი ვადა. ანატოლი ვ.-მ საქართველოს ტერიტორია ნებაყოფლობით არ დატოვა,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

„შესაძლებელია თუ არა პირის გაძევება მაშინ, როდესაც სასამართლოს სხვა განჩინებით მას ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს – სასამართლო ამ საკითხზე საერთოდ არ მსჯელობს. ერთი სახელმწიფო ორგანო [მიგრაციის დეპარტამენტი] ავალდებულებს პირს საქართველო დატოვოს, ხოლო, 2024 წლის 14 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ ბათუმის საქალაქო სასამართლო განჩინება, მას უკრძალავს ქვეყნის დატოვებას.

ასეთი მდგომარეობა ეწინააღმდეგება სამართლებრივი თანმიმდევრულობისა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის პრინციპს,“ – აღნიშნული იყო სააპელაციო საჩივარში.

ანატოლი ვ. – ს გაძევების გამო დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა 14 ოქტომბერს ამოიწურება. ადვოკატი განმარტავს, რომ შესაძლებელია ეს ვადა მაქსიმუმ 9 თვემდე გახანგრძლივდეს.

2 მძღოლს ბრალი წარუდგინეს ყვარელში ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ.

შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები, მათგან ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“.

სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანის მძღოლი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

როდის აღუდგება წყლის მიწოდება ბათუმის რამდენიმე ქუჩას – განცხადება

კომპანია „ბათუმის წყლის“ განცხადებით, წუხელ განმავლობაში უხვად მოსული ნალექის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ ხელვაჩაურში, ადლიაში, აღმაშენებლის, კაჩინსკების, ტაბიძის, რურუასა და ლეონიძის ქუჩებზე, ასევე აეროპორტის მიმართულებით მცხოვრებ აბონენტებს.

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, წყლის მიწოდება აბონენტებს აღუდგებათ 9 აგვისტოს, 20:00 საათზე.

 

 

თავდასხმა „გლოვოს“ კურიერზე – დააკავეს სამი პირი, მათგან ორი არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში სამი პირი დააკავა „გლოვოს“ კურიერზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით.

პოლიციის ინფორმაციით, 3 დაკავებულიდან 2 არასრულწლოვანია.

შშს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე მორატორიუმს ითხოვს

8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა  თურქულ ახალი ამბების სააგენტოსთან, „ანადოლუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი მოუწოდებს უკრაინასა და რუსეთს, დააწესონ მორატორიუმი შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე თავდასხმებზე.

„შავი ზღვა საომარი მოქმედებების ერთ-ერთ ზონად იქცა. თავდაპირველად ისინი სამხედრო პორტებსა და სამხედრო გემებს ესხმოდნენ თავს, ახლა კი განურჩევლად ესხმიან თავს ყველა სავაჭრო გემს.

სამწუხაროდ, თურქული გემებიც ხდებიან თავდასხმის სამიზნე – როგორც თურქი მფლობელების, ასევე თურქული დროშის ქვეშ მცურავი გემები.

უნდა შეიქმნას მექანიზმი მორატორიუმის გამოცხადებისთვის“ – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე წარმოადგინა ინიციატივა მორატორიუმის შესახებ. „ჩვენ ეს ჩვენს რუს კოლეგებს გადავეცით და ველოდებით პასუხს“ – დასძინა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ობიექტებს ესხმის თავს და ეს უკიდურესად საშიშია.

ბოლო თვეებში შავ ზღვაში არაერთ სავაჭრო გემს დაესხნენ თავს.

________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20  – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორი დღეს, 11-12 აგვისტოს აჭარაში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ოდესაზე – არის მსხვერპლი

9 აგვისტოს, დილას, რუსეთმა ხარკოვში მრავალსართულიან შენობაზე მიიტანა სარაკეტო იერიში – ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.

ხარკოვში რაკეტა სალტოვსკის რაიონში 10-სართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დარტყმის შედეგად შენობის რამდენიმე სართული დაინგრა.

პირველადი ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადამიანები შენობის ნანგრევების ქვეშ მოჰყვნენ და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

ასევე, რუსეთმა 9 აგვისტოს გაარძელა შეტევა ქალაქ ოდესაზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის განცხადებით, სულ მცირე რვა ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია საცოხვრებელი შენობების დაზიანების შესახებ.

ასევე, ჟიტომირის რეგიონში ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად, დაზიანდა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტი, დაშავდა სულ მცირე სამი ადამიანი, რომელთაგან ერთი დამწვრობის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 9 აგვისტოს, ღამე, რუსეთმა უკრაინას 202 დრონით და სხვადასხვა ტიპის რაკეტით, მათ შორის ბალისტიკური და ანტირადარის რაკეტებით შეუტია.

_______

ფოტოზე: ხარკოვი. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური/telegram

 

ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელიც ქალს თავს დაესხა და ძვირფასეულობის გატაცება სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული ქალი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და  ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 9 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 457 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 253 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 103 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 47 621 ერთეული [+41]
  • MLRS – 2 013 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 556 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 451 248 ერთეული [+1 642]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 171 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 131 775 ერთეული [+358]
  • სპეცტექნიკა – 4 505 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა ხარკოვსა და ოდესაზე – არის მსხვერპლი

ბებია, ბაბუა და 3 წლის ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

5 მილიონი ქობულეთში საფეხბურთო ცენტრის ასაშენებლად – ადგილს გორის პროექტი უნდა მოარგონ

ქობულეთში „ოცნების“ მთავრობა საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. მშენებლობისთვის ქალაქ გორის ანალოგიური ცენტრის პროექტის კორექტირება იქნება საჭირო.

„მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი“ – წერია ტენდერის საპროექტო დავალებაში.

ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 036 942 ლარია. საპროექტო ტერიტორიის ფართობი კი 3 ჰექტარზე მეტია და რეესტრის ამონაწერით ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

საფეხბურთო ცენტრი, 300 ადგილიანი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონით, სოფელ ქვედა კვირიკესთან ახლოს, ავტობანიდან [ქობულეთის შემოვლითი გზიდან] 600 მეტრში უნდა ააშენონ.

ტექნიკურ დავალებაში „ტიპიურ პროექტად“ მოხსენიებული პროექტი ქალაქ გორისთვის არის მომზადებული. ტენდერში სწორედ გორის პროექტია ატვირთული.

მარცხნივ – საპროექტო ტერიტორია ქობულეთში, მარჯვნივ – ფოტო „ტიპიური პროექტიდან“, რომელიც ტენდერს ახლავს

„წინამდებარე შესყიდვა მოიცავს ქობულეთში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით [გასახდელები, სველი წერტილები, დაცვის ჯიხური და სხვა];

მიმწოდებელი ვალდებულია გაეცნოს შემსყიდველის მირ მიწოდებულ ტიპიურ პროექტს და მის მიერ შესრულებული დამატებითი კვლევების საფუძველზე მოამზადოს კორექტირებული, კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიაზე მორგებული პროექტი და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის უწყებასთან შეათანხმოს პროექტი და მოიპოვოს სამშენებლო ნებართვა. მიღებული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.

მიმწოდებელი ვალდებულია კვლევითი სამუშაოების ეტაპზე გამოვლენილი, მშენებლობისათვის შესაძლო შემაფერხებელი გარემოებები, დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს.

პროექტის კორექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილმდებარეობის კლიმატური პირობების და სეისმური ზონის შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კონსტრუქციული და ენერგოეფექტურობის მიმართულებით; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, საინჟინრო კომუნიკაციების ალტერნატიული გადაწყვეტები.“ – წერია ტექნიკურ დავალებაში.

ამ ყველაფრისთვის, ანუ პროექტის ქობულეთის საპროექტო ტერიტორიისთვის მოსარგებად კი ტენდერში გამარჯვებულს ვადა 1 თვე ექნება.

„მომსახურების გაწევის/სამუშაოების შესრულების საერთო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვე, საიდანაც ტიპიური პროექტის კორექტირებისა და მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე მიბმის პროექტის მომზადებისთვის განსაზღვრულია 1 თვე, სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისთვის განსაზღვრულია 8 თვე, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრულია 1 თვე“ – წერია ტენდერის პირობებში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 აგვისტოს დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

ამავე თემაზე:

რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი ტენდერი ღარიბაშვილის განკარგულებით

 

 

 

9-11 აგვისტოს სანაპირო რაიონებში გაავდრდება – სააგენტოს გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

სააგენტოს ცნობით, 9-11 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 9 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მთიან ზონაში, 10-11 აგვისტოს კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში – ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“ – წერს სააგენტო.

რუსეთის საგარეო თბილისს მოუწოდებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროცესის დაწყებისკენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 8 აგვისტოს, ეხმიანება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს. რუსეთის საგარეო ომის დაწყების ინიციატორად კვლავ სააკაშვილის მთავრობას მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ  2008 წელს „რუსეთი იძულებული გახდა გადაღობებოდა აგრესორს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი მოუწოდებს ყველას [ჟენევის მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს], განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ „პრიორიტეტული ამოცანის გადაჭრას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ მხრივ ელის პრაქტიკული ძალისხმევის სწრაფად დაწყებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების შემუშავებასა და ხელმოწერაზე ერთი მხრივ – თბილისსა და მეორე მხრივ – სოხუმსა და ცხინვალს შორის.

„ასეთი იურიდიული ვალდებულებების აღება 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების განმეორებისგან საიმედო გარანტიაა. სასაზღვრო რაიონებში სიტუაციის სტაბილიზაციაში რეალური წვლილი უნდა გახდეს ქართულ-სამხრეთ ოსური და ქართულ-აფხაზური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით.

ეს ამოცანები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დასავლეთის, კიევში ნაცისტური რეჟიმისა და ქართული რადიკალური პოლიტიკური ძალების მცდელობების ფონზე, ჩაითრიონ თბილისი ახალ სისხლიან ავანტიურებში სამხრეთ კავკასიაში“ – წერს რუსეთის საგარეო.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზადაა „მხარეებს შორის მოალაპარაკების პროცესს“ ხელი შეუწყოს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე საუბრობს. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი თბილისის მხრიდან ითხოვს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას, როგორც შერიგების რიტორიკის პრაქტიკულ განხორციელებას.ბოლო ასეთი განცხადება რუსეთის საგარეომ 2026 წლის ივლისშიც გაავრცელა.

ამავე თემაზე:

რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის საფრთხე? – ინტერვიუ

 

 

 

ანაკლიის პორტის პროექტი კიდევ ერთხელ შეცვალეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში მორიგი ცვლილება შეიტანეს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია სკრინინგის პროცედურა – საჭიროებს თუ არა პროექტში ცვლილება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ-ს]. ამ პროექტში [ანაკლიაში საზღვაო ნავსადგურის I ფაზის მშენებლობა და ექსპლუატაცია] ცვლილება ადრე ორჯერ შეიტანეს, თუმცა სააგენტომ გზშ-ს მომზადება არცერთხელ ჩათვალა საჭიროდ.

სახელმწიფო შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“ სკრინინგის განცხადებით სააგენტოს 2026 წლის 5 აგვისტოს მიმართა. „გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილ უმოკლეს ვადაში, განიხილოთ წარმოდგენილი სკრინინგის განცხადება/ანგარიში და გვაცნობოთ თქვენი გადაწყვეტილება“ – მისწერა კომპანიამ სააგენტოს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით „დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარადგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, 0112; eia@mepa.gov.ge [გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს]

ეკონომიკის სამინისტრომ ერთი კვირის წინ გაავრცელა განცხადება, რომ „ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება და საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად“.

  • რა შეცვალეს პროექტში

სკრინინგის განცხადების მიხედვით გათვალისწინებულია გარკვეული ცვლილებების შეტანა როგორც ნავსადგურის განვითარების I ფაზის საზღვაო სამუშაოებში, ასევე სახმელეთო ტერიტორიაზე მშენებლობისთვის საჭირო დამხმარე დროებითი ინფრასტრუქტურის მობილიზაციის სამუშაოებში [სამშენებლო ბანაკი].

კერძოდ:

1. „საზღვაო ინფრასტრუქტურისა და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ოპტიმიზაცია [ჯამური მასშტაბების შემცირება]:

ამოსაღები ფსკერული მასალის ჯამური რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება ≈5,25 მლნ მ3-მდე და სრულად ზღვაში [წყალქვეშა კანიონში] განთავსება.

ფსკერული მასალის ჯამური რაოდენობის შემცირება თავის მხრივ გამოწვეულია საზღვაო ინფრასტრუქტურის [მისასვლელი არხი, მოსაბრუნებელი ადგილი, ტალღმტეხი] საერთო ფართობის ≈105 ჰა-მდე შემცირებით, ასევე ტალღმტეხის სიგრძის, მისასვლელი არხის პარამეტრების [სიგრძე და სიღრმე] და მოსაბრუნებელი აუზის გარანტირებული სიღრმის შემცირებით.

ამ შემცირებული ფონის გათვალისწინებით, ტალღმტეხის სიგრძის მცირედით, 6 მეტრით ზრდას საერთო მოცულობებზე არსებითი გავლენა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ზრდა ეხება მხოლოდ წყალქვეშა საყრდენ ნაწილს, კონსტრუქციის მდგრადობის მიზნით. ზედა, ხილული ნაწილის ზომა იგივე რჩება.

2. დამხმარე სამშენებლო ინფრასტრუქტურის დამატება/მოწყობა/ოპტიმიზაცია:

პროექტის ტერიტორიაზე ნავმისადგომის ტიპის დროებითი პლატფორმის [Jetty] და სამშენებლო ტექნიკის სამრეცხაოს მოწყობა.

ბეტონის ქარხნისთვის მესამე სილოსისა და დანამატების 10-ტონიანი რეზერვუარების დამატება [შესაბამისი წვეთშემკრებებით].

სახელოსნოს, სახიფათო ნარჩენების საცავის მოწყობა, ინერტული მასალების საწყობის გადახურვა და ნავთობპროდუქტების საცავში დამატებითი 20-ტონიანი დიზელის რეზერვუარის განთავსება.“

სკრინინგის განცხადებაში „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ირწმუნება, რომ „საქმიანობაში შეტანილი ცვლილება [ტალღმტეხის სიგრძის ზემოაღნიშნული უმნიშვნელო მატების მიუხედავად] არ ითვალისწინებს სამშენებლო სამუშაოების საერთო ჯამური მასშტაბების ზრდას, ასათვისებელი ტერიტორიის შეცვლას ან ფართობულ გაზრდას, ნავსადგურის ძირითადი საპროექტო მახასიათებლების [წლიური გამტარუნარიანობის] ცვლილებას/გაზრდას, ან სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც გარემოზე მომატებული ზემოქმედებებით ხასიათდება.

პირიქით, საზღვაო ნაწილში სამუშაო მოცულობების შემცირება და მშენებლობისთვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია [მაგ. ინერტული მასალების გადახურვა, დახურული სამრეცხაო და დანამატების რეზერვუარის წვეთშემკრებები] პირდაპირაა მიმართული გარემოზე ზემოქმედების რისკების პრევენციისა და მინიმიზაციისკენ“.

წყარო: სკრინინგის განცხადება
  • რა ცვლილებები შეიტანეს ამ პროექტში 2024 და 2025 წელს

სკრინინგის განცხადების მიხედვით, 2024 წლის ცვლილებები შეეხებოდა:

  • „სამშენებლო ბანაკის მოწყობას და მასთან დაკავშირებული ობიექტების ექსპლუატაციას;
  • ტალღმტეხის მოწყობისთვის გათვალისწინებული სამშენებლო მასალით (ქვის ლოდები, ბეტონის კონსტრუქციები) ობიექტის მომარაგებას, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობდა ბეტონის მზა კონსტრუქციების ადგილზე წარმოებას, ამ მასალების შემოტანის ნაცვლად;
  • პორტის მობილიზაცია-მშენებლობის ფაზების თანმიმდევრობის აღწერა/დასაბუთებას, რაც ძირითადად გულისხმობდა მობილიზაციის ეტაპის ცალკე გამიჯვნას“.

2025 წლის ცვლილებები კი მოიცავდა:

  • „საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების თანმიმდევრობის დაზუსტება-ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობდა საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ცალკე გამოყოფას და დროში გადანაწილებას;
  • ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ოპტიმიზაციას, კერძოდ ამოღებული ფსკერული მასალის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას (ჯამურად ≈7.5 მლნ მ3-მდე) და მათი მართვის მეთოდების დაზუსტებას (წყალქვეშა კანიონში განთავსება თვითმცლელი მიწახაპიას გამოყენებით).
  • საზღვაო ინფრასტრუქტურის პარამეტრების დაზუსტებას: ტალღმტეხის სიგრძისა და მოსაბრუნებელი აუზის რადიუსის მცირედით შემცირებასა და კოორდინატების დაზუსტებას.“

ამ თემაზე ვრცლად: რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

ეს ცვლილებები, როგორც აღვნიშნეთ, სააგენტოს გადაწყვეტილებით არ დაექვემდებარა გზშ-ს პროცედურას.

ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სქემა / წყარო: სკრინინგის განცხადება

სკრინინგის 2026 წლის განაცხადის მიხედვით, „პროექტის განვითარების I ფაზაზე აშენდება პორტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8 მლნ ტონა საკონტეინერო ტვირთს, ანუ დაახლოებით 790 000 TEU [ოცი ფუტის ექვივალენტის კონტეინერს] მოემსახურება.

პირველ ფაზაზე უზრუნველყოფილი იქნება საპორტო ინფრასტრუქტურა და შენობა-ნაგებობები, რომლებიც მოემსახურება 10 600 TEU ტვირთამწეობის საკონტეინერო გემებს. პირველი ფაზის დასრულების შემდგომ ნავსადგურის განვითარების პროექტისთვის განხორციელდება შემდგომი ფაზები, რომლებიც უზრუნველყოფს საკონტეინერო ტვირთების გაზრდილი ნაკადებისა და ასევე მშრალი ნაყარი და თხევადი ტვირთების გატარებას.

საბოლოო ეტაპზე ნავსადგურის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა/წელ ტვირთბრუნვას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების ადგილია ანაკლია, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შავი ზღვის სანაპიროზე. ნავსადგური აშენდება საინვესტიციო ტერიტორიაზე, რაც მოიცავს დაახლოებით 339 ჰა სახმელეთო ტერიტორიას და დაახლოებით 225 ჰა სანაპირო წყლებს. I ფაზაზე გამოყენებული იქნება საინვესტიციო ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული დაახლოებით 130 ჰა მიწა და მიწის მცირე ნაკვეთი მის სამხრეთ ნაწილში“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტი, რომელსაც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ [Anaklia Development Consortium – ADC] ახორციელებდა, რამდენიმეწლიანი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში ოფიციალურად ჩაიშალა.

2026 წლის 6 ივლისს „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Land lord-ის მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

ამ თემაზე ვრცლად:

ანაკლიაში ზღვის ფსკერის დასაღრმავებლად დამაღრმავებელი გემი შევიდა – სამინისტრო

 

მთავარი ფოტო: ანაკლიის პორტის მშენებლობა / ფოტო: Anaklia Sea Port

 

The Ultimate Batumi Travel Guide (2026): 25 Best Things to Do, Hidden Gems & Local Tips

Welcome to Batumi—Georgia’s vibrant Black Sea destination where beaches, mountains, modern architecture and local hospitality come together. This guide is designed to help first-time visitors discover the city’s most memorable experiences, with practical local tips and picnic ideas along the way.

✈️ Watch Planes Land Over the Black Sea

At the southern end of Batumi Boulevard you’ll find one of the most exciting plane-spotting locations in Europe. Check Batumi Airport’s arrival schedule, arrive 15–20 minutes early and watch aircraft fly low over the beach before landing. Bring your camera—this is one of the city’s most Instagram-worthy moments.

Domino’s Local Tip: Before you leave, pick up a Domino’s takeaway pizza and cold drinks. Enjoy a beach picnic while watching the planes land over the Black Sea.

Airport Viewpoint • 15–20 minutes from Domino’s Port Point • Recommended: Large Pizza + 2 Drinks

Route

The Ultimate Batumi Travel Guide
Watch planes land over the Black Sea

🌳 Relax at Nuri Lake

Nuri Lake, inside 6 May Park, is a peaceful escape from the beach. Walk around the lake, rent a paddle boat, feed the ducks and enjoy one of Batumi’s favourite picnic spots.

Domino’s Local Tip: Take a Domino’s pizza and Cheese Bites for a relaxed lakeside picnic.

Nuri Lake • 5–10 minute walk • Recommended: Pizza + Cheese Bites

Route

picnic at Batumi Nuri Lake
picnic at Batumi Nuri Lake

🌅 Experience Sunset on Batumi Boulevard

As evening falls, Batumi Boulevard fills with cyclists, musicians and families enjoying the Black Sea sunset. It’s the city’s signature evening experience.

Domino’s Local Tip: Pick up a fresh pizza and enjoy dinner with a sea view as the sky turns orange and pink.

Batumi Boulevard •10–15 minute walk •Recommended: Large Pizza + Coca-Cola

Route

sunset Batumi boulevard

🎡 Ride the Batumi Ferris Wheel
Take a ride on the iconic Batumi Ferris Wheel and enjoy breathtaking panoramic views of the Black Sea, Batumi Boulevard, and the city skyline. It’s one of the best spots to capture unforgettable photos and experience Batumi from above.

Domino’s Local Tip: Take a quick pizza break before continuing your adventure.

Batumi Boulevard •10–15 minute walk •Recommended: Large Pizza + Coca-Cola

Route

Batumi Ferris Wheel overlooking the Black Sea at sunset.

🌧️ Rainy Days in Batumi
When the rain starts falling, there’s no need to head out. Stay cozy at home, order your favorite Domino’s, and enjoy a relaxing day with movies, board games, or quality time with family and friends.

Domino’s Local Tip: Rainy days are better with hot pizza delivered straight to your door.

Your Hotel •20-30 minute delivery • Recommended: Large Pizza + Coca-Cola

dominospizza.ge

0322998888

Family enjoying Domino's pizza at home on a cozy rainy day.
Family enjoying Domino’s pizza at home on a cozy rainy day.

Best Sunset Spots

  • Batumi Boulevard
    • Alphabet Tower
    • Ali & Nino Statue
    • Miracle Park
    • Gonio Beach

Best Picnic Spots

  • Nuri Lake
    • Batumi Boulevard
    • Botanical Garden viewpoints
    • Miracle Park

Family Activities

  • Dolphinarium
    • Batumi Botanical Garden
    • Bike ride along Batumi Boulevard
    • Nuri Lake
    • Batumi Beach

FAQ

How many days should I spend in Batumi?
Three to five days is ideal.

What are the best free attractions?
Batumi Boulevard, Miracle Park, Europe Square and the airport viewpoint.

What should I do on a rainy day?
Visit Port Point Mall, enjoy indoor activities and relax over a meal.

ბებია, ბაბუა და 3 წლის ბავშვი დაიღუპა კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეგად

8 აგვისტოს კიევის ოლქის სოფელ პუხოვკაზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი — ბაბუა, ბებია და მათი 3 წლის შვილიშვილი დაიღუპა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

მისივე თქმით, დაშავდნენ დაღუპული ბავშვის მშობლები, მისი 15 წლის ძმა და ასევე მეზობელი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად მივიდა და რუსეთის განმეორებითი დარტყმის დროს დაშავდა.

ზელენსკიმ პარტნიორებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსული ბალისტიკური რაკეტების წარმოების წინააღმდეგ და უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალება და საჰაერო საწინააღმდეგო რაკეტა გადასცენ.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 8 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ჯარებმა უკრაინას ექვსი ფრთოსანი რაკეტითა და 150-ზე მეტი დრონით შეუტიეს.

________

ფოტოზე: ხანძარი თავდასხმის ადგილას. ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური.

128,7 მილიონი სახელწიფო ელექტროსისტემის ხელფასებში – 2 წელის დანახარჯი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, რომელიც ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია, თანამშრომლების ხელფასებში ბოლო ორ წელში 128,7 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აქედან მხოლოდ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობის ხელფასებში – ჯამში 4,7 მილიონი ლარი.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა [რომელიც დირექტორობიდან მოხსნეს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად შვებულებაშია] 2024 წელს ხელზე 154 182 ლარი აიღო, ხოლო 2025 წელს, ასევე ხელზე აიღო 215 218 ლარი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა [სსე] ქვეყნის ენერგოსისტემის ცენტრალური ოპერატორია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი გადაცემა. სწორედ მას ევალება ენერგოსისტემაში ავარიული სიტუაციების თავიდან აცილებაც. თუმცა, ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში დენი სამჯერ გაითიშა.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, სსე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 419,68 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 43 ქვესადგურს.

სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს.

სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის შემოსავლებმა 2024 წელს 354,8 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წელს – 414,5 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, სსე-ში დასაქმებულია 1 628-მდე თანამშრომელი, რომელთა ხელფასებში დახარჯულია ჯამში: 62 437 000 ლარი – 2024 წელს და 66 296 000 ლარი – 2025 წელს.

საქართველოს მასშტაბით, უმეტეს რეგიონში, ელექტროენერგია სრულად ბოლოს 5 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაითიშა.

მანამდე, 24-25 ივლისს ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტებზე გამოძიება სუს-მა საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის 5 აგვისტოს განცხადებით, „24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები. კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია“.

ამ თემაზე ვრცლად: ბოლი ორ კვირაში უკვე მესამედ საქართველოში დენი სრულად გაითიშა – რას ასახელებენ მიზეზად

სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა წინასწარ იმ სამუშაოების შესახებ, რომელმაც, მათი მტკიცებით, ქვეყნის მასშტაბით დენის გათიშვა გამოიწვია.

ამ საკითხზე „განმარტება“ გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ 5 აგვისტოს დენის საყოველთაო გათიშვისას ლიფტში გაიჭედა.

მახაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია, თუ რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა დენის გათიშვის შესახებ, თუმცა კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით მასაც აქვს:

Exit mobile version