თურქეთის რესპუბლიკის 35 პროვინციაში ტყის ხანძრის 129 კერაა. თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, 122 ხანძრის კერის ლოკალიზება მოხდა, თუმცა ცეცხლთან ბრძოლა კვლავ გრძელდება. უკვე მეხუთე დღეა თურქეთში ხანძარს ებრძვიან. ევაკუირებულია ასობით ადამიანი, ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობს ათასამდე სახანძრო მანქანა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ევროპის პრესფოტოსააგენტოს მიერ გადაღებულ ფოტომასალას.
Tag Archives: თურქეთი
თურქეთში მეორე დღეა ტყეები იწვის – გარდაცვლილია სამი ადამიანი
თურქეთის ხმელთაშუაზღვის რეგიონი ტყის ხანძარს ებრძვის სამ პროვინციაში. ხანძარი ტყეებში ოთხშაბათს, 28 ივლისს, ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა. თურქული მედიის ინფორმაციით ხანძარმა სამი ადამიანი იმსხვერპლა. ევაკუირებულია რამდენიმე დასახლების მოსახლეობა. დღეს, 29 ივლისს ხანძარი თურქეთის სამხრეთ პროვინციების დიდ ნაწილს მოედო. ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო ანტალიის პროვინციის ქალა მანავგატში, რომელიც პოპულარულია დამსვენებლებს შორის. ხანძარი ოთხშაბათს შუადღისას ტყეებით გარშემორტყმული …
Continue reading “თურქეთში მეორე დღეა ტყეები იწვის – გარდაცვლილია სამი ადამიანი”
წყალდიდობა თურქეთში – რიზეში მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა
თურქეთში, რიზეში, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან და გზები და ქალაქის მიმდებარედ არსებული სახნავ-სათესი მინდვრები დატბორა. რიზეს პროვინციაში რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეტეოროლოგების ცნობით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში წვიმიანი ამინდი გაგრძელდება. თურქი მეტეოროლოგების ინფორმაციით, ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი ტრაბზონის მახლობლად, რიზესა და ართვინში.
გურჯი, რომელსაც თურქეთში „ქართული კაფე“ აქვს – „ყველაზე ძნელად სამზარეულო იკარგება“
ავტორი: ნაზი შაინიძე თურქეთში, სტამბულიდან დაახლოებით ერთი საათის გზაზე, ქალაქი გებზე მდებარეობს. ამ ქალაქში, ჰაჯიჰალილის უბანში, 4ა ქუჩაზე ერთი პატარა კაფეა, საიდანაც ხშირად ისმის ქართული სიმღერის ხმა. აბრას თუ ახედავთ, დაინახავთ ქართულად, თურქულად და ინგლისურად წერია – „ქართული კაფე“. „ქართული კაფეს“ მფლობელი თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი უღურ ზუბოღლოა. უღური იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდანაა და საკუთარ თავს …
რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა
„თურქული ქუჩები ხიბლს მატებს ჩვენს ქალაქს,“ – ეს ბათუმში მცხოვრებ ერთ-ერთ რესპონდენტს უთქვამს კვლევის დროს. ორგანიზაციამ „ლიბერალური აკადემია – თბილისი“ კვლევა ანტილიბერალურ განწყობებზე თბილისში, აჭარასა და სამეგრელოში ჩაატარა. კვლევის ერთ-ერთი საკითხი ესეც იყო, თუ როგორია დამოკიდებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, თურქების მიმართ. კვლევის ავტორების დაკვირვებით, თურქების მიმართ აჭარაში კონტრასტული დამოკიდებულებაა. რესპონდენტების ერთი ნაწილის დადებითი …
Continue reading “რა კვებავს შიშს ბათუმში „თურქულ უბანზე“ – კვლევა”
თურქეთი საქართველოს კარწახიდან ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას სთხოვს
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, ეს არის საბაჟო პროცედურებთან არსებული პრობლემები,“ – განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ დღეს ბათუმში. დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას. „ჩვენი სურვილი იქნება, რომ საბაჟო პროცედურები განხორციელდეს ახალქალაქში და იქ მოხდეს …
Continue reading “თურქეთი საქართველოს კარწახიდან ახალქალაქში საბაჟოს გადმოტანას სთხოვს”
საბაჟოებზე ტვირთი 1 დღის ნაცვლად 1 საათში გატარდება – ახალი შეთანხმება თურქეთთან
დღეს, 7 ივლისს, ბათუმში საქართველოსა და თურქეთის ერთობლივი საბაჟო კომიტეტის მე-3 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „გამარტივებული საბაჟო დერეფნის შესახებ შეთანხმებას“. დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ, რიზა თუნა თურაგაიმ მოაწერეს ხელი. რას გულისხმობს შეთანხმება, რომელიც 2 ქვეყანას შორის გაფორმდა ამიერიდან ქართველი და თურქი მებაჟეები ინფორმაციას ელექტრონულად …
Continue reading “საბაჟოებზე ტვირთი 1 დღის ნაცვლად 1 საათში გატარდება – ახალი შეთანხმება თურქეთთან”
თურქეთში ვაქცინა „თურქოვაკის“ გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო
თურქეთში დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ადგილობრივი ვაქცინის, TURKOVAC-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა. ვაქცინა TURKOVAC-ი შექმნეს ერჯიესის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ჯანდაცვის ინსტიტუტის თანამშრომლობით. თურქული მედიის ცნობით, კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ფარგლებში TURKOVAC-ის ვაქცინით 22 ივნისს აცრეს მოხალისეები ანკარაში. კვლევის ფარგლებში ახალი ვაქცინით თურქეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის 40 800 მოხალისეს აცრიან. მოხალისეები არ უნდა …
Continue reading “თურქეთში ვაქცინა „თურქოვაკის“ გამოცდის მესამე ფაზა დაიწყო”
თურქეთში კომენდანტის საათი პირველი ივლისიდან იხსნება
კორონავირუსის აქტიური შემთხვევების შემცირების გამო თურქეთში პირველი ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება. ინფორმაცია ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაავრცელა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანაში ასევე უქმდება შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ხოლო საჯარო სამსახურები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან. 21 ივნისს თურქეთში კორონავირუსის 5 294 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თურქეთმა 1-ელი ივნისიდან დაიწყო.
თურქეთში მარმარილოს ზღვის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდას იწყებენ
თურქული მედიის ცნობით, მარმარილოს ზღვის ზედაპირის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდა დაიწყეს. სტამბოლში 8 ივნისს დაიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მობილიზაციას მარმარილოს ზღვის ჭარბი წყალმცენარეებისგან გასაწმენდად. „ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს მარმარილოს ზღვას, არ დავტოვებთ მას ბედის ანაბარა“, – განაცხადა ქვეყნის გარემოს დაცვის მინისტრმა. კამპანიაში ერთვება თურქეთში მარმარილოს ზღვის პირას მდებარე შვიდივე ქალაქი, მათ შორის, სტამბოლიც. მარმარილოს ზღვაში ლორწო …
Continue reading “თურქეთში მარმარილოს ზღვის ლორწოვანი საფარისგან გაწმენდას იწყებენ”
თურქეთში კომენდანტის საათი საღამოს 10-ზე დაიწყება, კარანტინი კი მხოლოდ კვირას იქნება
თურქეთში კვლავ შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვები. თურქული მედიის ცნობით, 7 ივნისიდან, ორშაბათიდან, თურქეთში კომენდანტის საათი იმოქმედებს 22 საათიდან დილის 5 საათამდე, კვირაობით კი ქვეყანაში სრული კარანტინი იქნება ივლისამდე. აქამდე კომენდანტის საათი თურქეთში 21 საათიდან იწყებოდა და დილის 5 საათამდე გრძელდებოდა, შაბათ-კვირას კი სრული კარანტინი იყო გამოცხადებული. ოფიციალური მონაცემებით თურქეთში 30, 69 მილიონი ადამიანია …
ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადო აღმოაჩინეს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ თაიპ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რომლის მოცულობა დაახლოებით 135 მილიარდი კუბური მეტრია. საბადო თურქულმა მბურღავმა გემმა, „ფატიხმა“ აღმოაჩინა. ერდოღანმა განაცხადა, რომ დაგეგმილია ზღვიდან გაზის სამ ეტაპად მოპოვება: პირველ ეტაპზე ზღვის ფსკერზე დამონტაჟდება სპეციალური სისტემა ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად, მეორე ეტაპზე მოეწყობა სისტემა ზღვიდან ხმელეთზე გადასატანად, …
Continue reading “ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადო აღმოაჩინეს”
კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში
საქართველოს სახმელეთო საზღვრები 2021 წლის პირველი ივნისიდან, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის გაიხსნა, ვისაც კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული. თუმცა, ქვეყანაში შემომსვლელმა უცხოელმა, საზღვარზე აუცილებლად უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, თუ მას კოვიდვაქცინის სრული კურსი აქვს ჩატარებული და საქართველოში შემოდის, საქართველოს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR …
Continue reading “კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე PCR-ის და იზოლაციის გარეშე შემოვა ქვეყანაში”
კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო
საქართველოში თურქეთის საელჩოს ცნობით, 2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოდან თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრის კვეთის შემთხვევაში შემდეგი წესები მოქმედებს: საკარანტინე ზომები არ გამოიყენება ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც: [checklist] საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას; ან / და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის …
Continue reading “კოვიდზე აცრილები თურქეთში PCR ტესტის და კარანტინის გარეშე შევლენ – საელჩო”
„დღიურად 300 ლირას გვიხდიან“ – რას ჰყვებიან თურქეთში ჩაის საკრეფად წასული ქართველები
„ლირა-ნახევარს, ლირა-ორმოცს გვიხდიან კილო ჩაიში, დღიურად 300 ლირას, ცოტა უჭირთ, მაგრამ მაინც იხდიან,“ – ამბობს თურქეთში სეზონურად დასაქმებული კახა ნოღაიდელი. კახას თქმით, მეზობელ ქვეყანაში ჩაის კრეფის სეზონი რამდენიმე დღეა დაიწყო. ის ჩაილერში მუშაობს. თურქეთში სეზონურად დასაქმებული ქართველების, ასევე თურქი დამსაქმებლების თქმით, პანდემიის გამო მუშახელის ნაკლებობაა. ანაზღაურება კი, დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა. „შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ერთმანეთს, ვუგზავნით …
როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
14 თვეა საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ამ დროის განმავლობაში თურქეთთან მიმოსვლა მხოლოდ ბიზნესაქტივობებისთვის, სამუშაოდ და სამედიცინო მიზნით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. „ბათუმელებს“ მოქალაქეები ხშირად მომართავენ კითხვებით, რომლებიც თურქეთში წასვლასა და დასაქმებას ეხება. ამ სტატიაში შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისათვის. რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად, …
Continue reading “როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები”
თურქეთში ლოქდაუნი დასრულდა, თუმცა კომენდანტის საათი ძალაშია
დღეს, 17 მაისს, თურქეთში დასრულდა მკაცრი იზოლაციის პერიოდი, რომელიც 18 დღეს გრძელდებოდა და რომლის ფარგლებშიც შეზღუდული იყო ქალაქებს შორის მიმოსვლა გადაუდებელი შემთხვევების გარდა; დახურული იყო ყველა სახის სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა. კვების ობიექტები კი მუშაობდნენ მხოლოდ გამოძახების, ადგილზე მიტანის რეჟიმში. ამასთან, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა და გადაადგილება შეეძლოთ მხოლოდ უახლოეს …
Continue reading “თურქეთში ლოქდაუნი დასრულდა, თუმცა კომენდანტის საათი ძალაშია”
თურქეთში 6,2 მილიონი აბი ნარკოტიკი ამოიღეს
თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ისქენდერუნის პორტში, ამოიღეს 1072 კილოგრამი ნარკოტიკი, სულ 6,2 მილიონი აბი. საუბარია ამფეტამინის ჯგუფის პრეპარატ კაპტაგონზე. „ანადოლუს“ ცნობით, ნარკოტიკი 11 კონტეინერში იყო მოთავსებული და იგეგმებოდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადატანა. ნარკოტიკების ღირებულება 38 მილიონს აღემატებოდა. ____________ ფოტო: haberler.com
რამდენად იოლია ჩაის სეზონზე თურქეთში წასვლა და რამდენით გაძვირდა კრეფა
რამდენიმე დღეში ჩაის კრეფის სეზონი იწყება. ამ სეზონს ელის ათასობით საქართველოს მოქალაქეც, ვისი ზუსტი რაოდენობაც არასდროს არავის დაუთვლია, მაგრამ ფაქტია, რომ პერიოდულად თურქეთში გადადის ჩაის საკრეფად და ლუკმაპურის ფულის მისაღებად. თურქეთში ამოქმედებული ლოქდაუნის ფონზე, ჩაის პლანტაციების მფლობელები თუ მკრეფავები საქართველოდან ზუსტად ვერ ამბობენ, ვინ როდის და რას შეძლებს. „დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა ფასი, მკრეფავები კი …
Continue reading “რამდენად იოლია ჩაის სეზონზე თურქეთში წასვლა და რამდენით გაძვირდა კრეფა”
ლოქდაუნი თურქეთში – გადაუდებელი შემთხვევების გარდა ქალაქებს შორის მიმოსვლა იზღუდება
29 აპრილიდან 17 მაისამდე თურქეთში სრული ლოქდაუნი ცხადდება. ამ დროის განმავლობაში დახურული იქნება ყველა სახის სავაჭრო და საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი, ღია იქნება აფთიაქები და მარკეტები. თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ასევე, იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა. მოქალაქეებს, ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (ავტობუსი, მატარებელი, გემი, თვითმფრინავი) საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვის აღება შეუძლიათ e-Devlet სისტემიდან და/ან …
ქართული კალიგრაფიის კონკურსის 3 გამარჯვებული თურქეთიდან -„ქართული ანბანი ცეკვას ჰგავს“
სელამ გუმუში, მინე აქთაი და იუქსელ ბაიდარი თურქეთის მოქალაქეები არიან. მათ წელს გაიმარჯვეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „ქართული კალიგრაფია“. 50 წლის სელამ გუმუში სტამბოლში ცხოვრობს. იგი წარმოშობით ქართველია, სოფელ უბეში [ამჟამად სოფელი ობა – თურქულად] გაიზარდა და უკვე 30 წელია ქართულად წერს. სელამი ტრაპიზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებული ქართული ენის შემსწავლელი …
რა წესების დაცვაა სავალდებულო, როცა ქვეყნიდან გადიხარ/შემოდიხარ – მოქმედი რეგულაცია
საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს. კონკრეტულად: საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან …
კოვიდის 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა თურქეთში – ბრძოლა მესამე ტალღასთან
თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება. 15 აპრილს ქვეყანაში კოვიდის 61 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ინფიცირდა ვირუსით, 35 031 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩინური „სინოვაკით“ თურქეთში 2021 წლის 14 იანვარს დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, ამ დროისათვის 11,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი, ხოლო 7,72 …
Continue reading “კოვიდის 61 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა თურქეთში – ბრძოლა მესამე ტალღასთან”
თურქეთში 2 კვირით იზღუდება 19 საათიდან გადაადგილება – 59 ათასი შემთხვევა ერთ დღეში
14 აპრილიდან თურქეთში ორი კვირით ამოქმედდება შეზღუდვა გადაადგილებასთან დაკავშირებით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 14 აპრილიდან თურქეთში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე. ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა, რომელიც თურქეთში 30 მარტს ამოქმედდა დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, სამუშაო დღეებში საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების …
თურქეთში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა კვლავ იზღუდება
თურქეთში კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქალაქებში. შეზღუდვა ამოქმედდება სტამბოლში, ედირნეში, ბურსაში, ამასიაში, ტრაბზონში, კონიაში, ერზრუმში, რიზესი, ანტალიაში და ა.შ. ასევე, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. 29 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რამადანის თვეში მთელს თურქეთში კაფეები და …
Continue reading “თურქეთში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა კვლავ იზღუდება”
თურქეთში 200-მდე ჯარისკაცი დააკავეს „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით
თურქეთში დააკავეს 200-მდე ჯარისკაცი ფეტულა გიულენის ორგანიზაცია „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაკავებულებს შორის არიან პოლკოვნიკი, ლეინტენანტები, მაიორები, კაპიტნები, სერჟანტები და ა.შ. სპეცოპერაცია თურქეთის 53 რეგიონში ჩატარდა. ოფიციალური ანკარა თურქეთში 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ყოფილ იმამს, ფეტულა გიულენს ადანაშაულებს, თუმცა პენსილვანიაში მცხოვრები გიულენი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს. თურქეთში 2016 წლის 15 …
Continue reading “თურქეთში 200-მდე ჯარისკაცი დააკავეს „ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით”
ხანძარი თურქეთში – ართვინის პროვინციის სოფელში 60 სახლი და 30 ბეღელი დაიწვა
ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონის სოფელ დერეიჩში ხანძრის შედეგად 60 სახლი და 30 ბეღელი დაიწვა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია, მაგრამ ხანძარმა იმსხვერპლა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ცეცხლს მთელი ღამე ებრძოდნენ მეხანძრეები და მისი ჩაქრობა გამთენიისას შეძლეს. ახლა სოფელში ხანძრისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოქალაქეები, რომლებიც ნახანძრალ სახლებში დაბრუნდნენ, გადარჩენილ ნივთებს ეძებენ. როგორც თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, ცეცხლი …
Continue reading “ხანძარი თურქეთში – ართვინის პროვინციის სოფელში 60 სახლი და 30 ბეღელი დაიწვა”
თურქეთში, ართვინის პროვინციის სოფელში 50 სახლი დაიწვა ხანძრის შედეგად
თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელში, სოფელ დერეიჩში ცეცხლი გაჩნდა და ხის სახლებს მოედო. თურქული მედია წერს, რომ უკვე დაიწვა 50-მდე სახლი და ცეცხლის გავრცელების საფრთხე კვლავაც არსებობს. ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები გრძელდება. იუსუფელში არაერთი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. _____________ ფოტო: cumhuriyet.com.tr
ცვლილებები თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის
თითქმის ერთი წელია საქართველოსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური ნებართვებით უწევთ გადაადგილება. 12 მარტის მონაცემებით, თურქეთში წასვლის მსურველთათვის რამდენიმე სიახლეა – შეიცვალა ქვეყანაში შესვლის პირობები. ვიზიტი თურქეთში [checklist] 15 მარტიდან თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან გამგზავრებამდე 72 საათის განმავლობაში შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა. ელექტრონული ანკეტა თურქეთის ჯანმრთელობის …
Continue reading “ცვლილებები თურქეთში წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის”
15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მოგზაურობისათვის ელექტრონული ანკეტების შევსება იქნება სავალდებულო. ახალი რეგულაცია 15 მარტიდან შევა ძალაში. პირმა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობა აქვს დაგეგმილი, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. მოქალაქე ანკეტაში ავსებს პირად ინფორმაციას. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ანკეტა საჭიროა იმისათვის, რომ თუ მოქალაქეს, რომელმაც თურქეთში იმოგზაურა ან მასთან …
Continue reading “15 მარტიდან თურქეთში შესვლის წესი იცვლება”
სტამბოლში საკრუიზო გემების პორტი იხსნება
2021 წლის აპრილში სტამბოლში საკრუიზო პორტის გახსნა იგეგმება. „გალათაპორტი“ – ასე ეწოდება პორტს, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ ისტორიულ რაიონში, გალათაში შენდება. საკრუიზო პორტის გახსნა თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა დააანონსა. ოფიციალური ინფორმაციით, პორტს შეუძლია ერთდროულად მიიღოს სამი საკრუიზო ლაინერი, რაც იძლევა დღეში 15 ათასამდე მგზავრის მიღების შესაძლებლობას. პორტში განთავსებული იქნება რესტორნები და მაღაზიები. „გალათაპორტში“ 1,7 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა …
თურქეთში შესვლისას PCR ტესტი კვლავ სავალდებულოა – საელჩო
თურქეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება 2021 წლის 15 აპრილამდე გრძელდება. „ახალი რეგულაციების შესახებ საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში“ – აცხადებს საქართველოს სალეჩო თურქეთში. კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 …
Continue reading “თურქეთში შესვლისას PCR ტესტი კვლავ სავალდებულოა – საელჩო”
ავიაკატასტროფა თურქეთში – დაიღუპა 11 სამხედრო
4 მარტს თურქეთში სამხედრო ვეტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 11 სამხედრო პირი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ამ დრომდე არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი ამინდის ცვლილება გახდა. ავიაკატასტროფის ადგილას, ბიტლის პროვინციაში ჩავიდნენ ექსპერტები და ფაქტზე გამოძიება დაიწყო. _____________ ფოტო: სააგენტო ანადოლუ
დათუნიას ვუყვები, რომ ცუდ კაცუნას ვებრძვი – პატარა ნიკოს დიდი ომი
„სტამბოლში სათამაშო თვითმფრინავები წამოვიღე. პილოტი უნდა გამოვიდე. მომენატრა საქართველო, მალე მინდა დავბრუნდე – მზია მასწავლებელი და ჩემი მეგობრები მეუბნებიან გელოდებითო. სათამაშო დათუნია მყავს, ძალიან მიყვარს და ყველაფერს ვუყვები: ცუდი კაცუნა უნდა დავამარცხო-მეთქი, ვეუბნები“, – გვიყვება 6 წლის ბიჭი. ნიკუშას ცუდი კაცუნა ავთვისებიანი, სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა. მშობლები არაფერს უმალავენ. ეუბნებიან, რომ ცუდი კაცუნა მუცლის ღრუში ჩაუსახლდა …
Continue reading “დათუნიას ვუყვები, რომ ცუდ კაცუნას ვებრძვი – პატარა ნიკოს დიდი ომი”
რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებულო თვითიზოლაციის გარეშე შემოვლენ, თურქეთიც დაემატა. საქართველოში შემოსვლისას თურქეთის მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს, საქართველოში ყოფნის მესამე დღეს კი, კორონავირუსზე PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში მას არ აქვს იზოლაციის ვალდებულება. მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა …
Continue reading “რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას”
ცხვარი, თხა და 3 ბატკანი თურქეთში ფერმიდან გაიქცნენ და მერიაში მივიდნენ | VIDEO
თურქეთში, ნევშეჰირში მომხდარმა უცნაურმა ამბავმა თურქული და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. 14 დეკემბერს ნევშეჰირში ცხვარი, თხა და სამი ბატკანი კომენდანტის საათის დროს ადგილობრივი ფერმიდან გაიქცნენ და ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, როგორ იქცეოდნენ ცხოველები მერიის შენობასთან, მათ არაერთი ადამიანი შეაშინეს. ცხოველები მალე დააბრუნეს ფერმაში, მეორე დღეს კი ნევშეჰირის მერი რასიმ არი ფერმას ეწვია და …
Continue reading “ცხვარი, თხა და 3 ბატკანი თურქეთში ფერმიდან გაიქცნენ და მერიაში მივიდნენ | VIDEO”