სიახლეები

სულხან ღლონტი: აჭარის მთავრობას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ

09.03.2015
სულხან ღლონტი: აჭარის მთავრობას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ


”აჭარის რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ეს განპირობებულია იმით, რომ აჭარის მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს ჯეროვნად. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება შესულიყო ამ კრიზისში. 

 

2012 წლიდან დღემდე აჭარის მთავრობამ ვერ წარმოადგინა რეგიონის განვითარების გეგმა, ვერ მოაგვარეს ის ძირითადი პრობლემები, რომელიც არის რეგიონში ეკომიგრანტებთან მიმართებაში, იპოთეკით დაზარალებულთა საკითხები, მიწისძვრით დაზარალებულთა საკითხები. მათ პრაქტიკულად არავითარი ხედვა არ გააჩნიათ თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. ვერ  თანამშრომლებენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტურად. 

 

ჩვენ ვთვლით, რომ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა არის აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ამ პროცესს ვიწყებთ,”  – განაცხადა  სულხან ღლონტმა. 

 

მთავრობისთვის უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობა (14 ხმა) სჭირდება. სულხან ღლონტის განცხადებით, თუ ოპონენტებს პრობლემის რეალურად მოგვარება სურთ, კონსულტაციები უნდა დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის. 

 

თემურ კახიძე და სულხან ღლონტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: