ქობულეთის სანაპიროზე სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 100 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 5 აპრილს დასრულდება. ნაკვეთი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის პირობით იყიდება, რომელიც უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს. აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია: [checklist] საბოლოო საპრივატიზებო …

რატომ სთხოვენ ქობულეთში მესიმინდეებს საყანეების დათმობას – მინისტრის განმარტება

ქობულეთში, ოჩხამურსა და ცეცხლაურში მესიმინდეებს საყანეების დათმობას სთხოვენ. საყანე ფართობებს აქ ქობულეთის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ოჯახები იყენებენ. ინვესტორი ამ ტერიტორიაზე მესაქონლეობის მასობრივი ფერმის გაშენებას გეგმავს, თუმცა მესიმინდე ფერმერების უმრავლესობა საყანე ადგილების დათმობას არ აპირებს. „აქ თუ არ შედგა შეთანხმება, ინვესტორი სავარაუდოდ გურიაში წავა,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე. ის ინვესტორთან ერთად მოლაპარაკების …

ზენითი-აჭყვისთავის გზა გაიხსნა – ივანიშვილის პარკისთვის გამზადებული ხე სოფლიდან გააქვთ

დაახლოებით 11 საათი იყო ჩაკეტილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზა. მოძრაობის პარალიზება ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გადაადგილების შეფერხებამ გამოიწვია. ხე გზის ვიწრო მონაკვეთში არ გაეტია, რის შემდეგაც ადგილზე  გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს. 11 საათის განმავლობაში ავტომობილები ამ სოფლების მიმართულებით შემოვლითი გზით გადაადგლდებოდნენ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის პროცესი ღამის პირველი საათიდან …

ციხისძირში საბაგირო გზა და პირსი გაკეთდება – გენგეგმა დამტკიცებულია

ციხისძირში, ავტომაგისტრალიდან პლაჟამდე საბაგირო გზისა და პლაჟზე პირსის მშენებლობის გეგმას ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ციხისძირში ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობაცაა დაგეგმილი. სამომავლოდ ამ პროექტების განხორციელებას, დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს. „ციხისძირის ტერიტორიაზე დაგეგმარდა ახალი სატრანსპოტო ქსელი მისასვლელი გზებითა და შესაბამისი საპარკინგე ადგილებით. აქვე დაიგეგმა როგორც პასიური ისე აქტიური დასვენებისა და …

ჩაქვი-ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაბა ჩაქვი-კურორტ ციხისძირის სანაპირო ზოლის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაამტკიცა. ტერიტორია, რომელზედაც ვრცელდება ახალი რეგულაციები, მოიცავს დაბა ჩაქვის, ბუკნარისა და ციხისძირის სანაპირო ზოლს – მდინარე ჩაქვისწყლის შესართავიდან ე.წ. ბობოყვათის რეზიდენციამდე. ბუკნარსა და ციხისძირში ეს ტერიტორია მოქცეულია ძირითადად ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის. ამ ტერიტორიაზე რეგულირების ახალი წესები 2019 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ …

ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს

ცხაურების ქურდობისთვის ქობულეთში სამი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ისინი სანიაღვრე არხის ცხაურებით დატვირთული მიკროავტობუსით ბობოყვათის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ცხაურები ქობულეთის სოფელ აჭყვაში მოიპარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულებმა გამოკითხვისას მიმდინარე წლის 12 თებერვალს სოფელ ჩაისუბნიდან სანიაღვრე არხის ცხაურების მოპარვის ფაქტიც აღიარეს. „ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, …

ქობულეთში დააკავეს ორი პირი, რომლებსაც ფოსტით 1 კგ კოკაინი გამოუგზავნეს – თვითმხილველი

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინწინ, 5 თებერვალს მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ჩაატარა თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალურმა ჯგუფმა. თვითმხილველის თქმით, დაახლოებით ერთ კილოგრამამდე ჰეროინი ქალს და კაცს ფოსტით გამოუგზავნეს და ისინი ქობულეთის ცენტრში მდებარე ფოსტის შენობიდან გამოსვლისთანავე დააკავეს. „ფოსტიდან გამოსვლის დროს უცებ დააკავეს. კაცი თურქულად იძახდა, ეს ჩემი არ არის, ქალს …

ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 5 თებერვალს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, ქობულეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები …

სოფელ დაგვაში მაღაზია გაქურდეს – წაღებულია 3 ათასი ლარის სიგარეტი და არაყი

ქობულეთში, სოფელ დაგვაში საკვები პროდუქტების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინწინ, ღამით მოხდა. მაღაზიიდან დაახლოებით სამი ათასი ლარის ღირებულების თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. მაღაზია დაგვაში მცხოვრებ მურად თურმანიძეს ეკუთვნის. “მაღაზიას რკინის კარი ჰქონდა და დილით მესაკუთრეს კარი გამოგლეჯილი დახვდა… ეს მაღაზია სოფლის ცენტრში, სამანქანე გზის პირას, განათებულ ადგილასაა,” – გვითხრა ნარგიზ ბერიძემ, ქობულეთის მერის რწმუნებულმა სოფელ …

ქობულეთში სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა, სადაც 2019 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხაშია ქობულეთიც. მინისტრის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად, უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ბრძანების მიხედვით, ქობულეთში, 2019 წელს ერთი ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს.

ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოსაწყობად ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს, ამჯერად 2,9 მილიონი ლარით

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 2 929 454 ლარია, რაც პირველი ტენდერთან შედარებით 82 ათასამდე ლარით ნაკლებია. პირველად გამოცხადებული ტენდერი ქობულეთის სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. კომისიას წინა ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოშიც უჩივლა. ამჯერად, ახალი ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2019 წლის 17 იანვარს გამოაცხადა, სადაც წინადადებების …

ქობულეთს ბათუმის ნაგავსაყრელი ნარჩენების უფასოდ განთავსებაზე უარს ეუბნება

ბათუმის ნაგავსაყრელი უარს ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეგროვებული ნარჩენების უსასყიდლოდ შეტანაზე და „ქობულეთის სანდასუფთავებას“ ფულის გადახდას სთხოვს. ქობულეთში შეგროვებული ნარჩენების განთავსებაზე უარს აცხადებენ ფოთისა და ოზურგეთის სოფელ მერიის მუნიციპალური ნაგავსაყრელები. „2019 წლის პირველი თებერვლიდან დაგვიდგა საჭიროება გავაფორმოთ ხელშეკრულება ბათუმის ნაგავსაყრელთან, რადგანაც მოვახდინოთ ნარჩენების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება ვერსად ნაგვის გატანა და წარმოშობს დიდ პრობლემებს …

ზენითსა და ოჩხამურში ქობულეთის მერია ადმინისტრაციულ შენობებს აშენებს

დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. ორთავე შენობის ასაშენებლად საჭირო სავარაუდო თანხა ჯამში 221 680 ლარია. შენობები ერთსართულიანი იქნება. ადმინისტრაციულ შენობაში პროექტით გათვალისწინებულია სამი სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი, ორი საპირფარეშო [ერთი საპირფარეშო გათვლილია შშმ პირთატვის]. შენობაში მოეწყობა ერთიანი გათბობის სისტემა. შენობის უკან მოეწყობა ასევე სეპტიკური სალექარი, რომელზეც დაერთდება შენობაში …

„სამშენებლო პოლიგონი“ ქობულეთის ფიჭვნარის მწვანე ზოლში [ფოტო]

ქობულეთის სანაპიროზე ჯებირების აღსადგენად სამშენებლო მასალებს პირდაპირ ფიჭვნარის მწვანე ზოლში ამზადებენ. ქობულეთში მცხოვრებმა პირმა ამ სამუშაოების ამსახველი ფოტოები გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ფიჭვნარში არა მხოლოდ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, არამედ, პრაქტიკულად, „სამშენებლო პოლიგონია“ მოწყობილი ტურისტებისა და ადგილობრივების საყვარელ რეკრეაციულ  ადგილზე. „სამშენებლო პოლიგონია“ კი, რადგან არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილება მიზანშეუწონელია… ეს შესაძლებელია, მაგრამ მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, …

ქობულეთში ინტერნეტის კაბელები მიწის ზემოთ გაიყვანეს

ქობულეთში, აღმაშნებელის ქუჩაზე, ინტერნეტის კაბელი მიწის ზემოთ გაჰყავთ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებს და როცა კაბელების მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემაში განთავსება შეიძლებოდა, კომპანიებისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ. „მიწის ქვემოთ რომ გასულიყო, მაშინ ტროტუარი უნდა გათხრილიყო, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, დროც გაიწელებოდა. თქვენ რა პრობლემას ხედავთ იმაში, რომ კაბელები მიწის ზემოდანაა? იქ გადის …

ქობულეთში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა

დღეს, 12 დეკემბერს, ქობულეთში, სოფელ ხალაში მიკროავტობუსმა 2 წლის ბავშვი გაიტანა. ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, რაც ვტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ავტომანქანის მძღოლი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

ქობულეთში 240-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი შენდება. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსის მშენებლობას 24 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი და ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის ცნობით, სასტუმროში 240 ნომერი იქნება, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, …

100 წლის ქიმიის მასწავლებელი ქობულეთიდან

ფატი მანელიშვილს 100 წელი 10 ოქტომბერს  შეუსრულდა.  მისი ახალგაზრდობა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. პედაგოგიური სასწავლებელი ბათუმში დაამთავრა და განაწილებით ქობულეთში, ლეღვას საჯარო სკოლაში მოხვდა. 70 წელი ასწავლიდა საჯარო სკოლაში და მის ხელში რამდენიმე თაობა გაიზარდა. “ლეღვაში რომ დამნიშნეს სამუშაოდ, ავწიე ცხვირი – მე ბობოყვათელი ვარ და ლეღვამდე დიდი მანძილია. მზია ქემხაძე იყო ინსტიტუტის დირექტორი, იმან …

ვინ იგებს არჩევნებს ხელვაჩაურსა და ქობულეთში

ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით ხელვაჩაურში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების თანახმად, შვიდიდან ხუთ უბანზე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს. #40 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 114 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 53 ხმა #36 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 157 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 110 ხმა #41 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 158 ხმა; გრიგოლ ვაშაძე …

ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის ქუჩები დატბორა

ძლიერი ნალექის გამო ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა, რის შედეგადაც ქობულეთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დატბორილია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია – ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რუსთაველის ქუჩა რკინიგზის სადგურიდან სახანძრო სამსახურამდე, გელაურის დასახლება, ახალსოფელი, ჯავახიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. შექმნილია საგანგებო შტაბი. მობილიზებულია ქობულეთის მერიის ყველა სამსახური. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ქალაქისთვის და  მოსახლეობისთვის მიყენებული …

„ვახშამზე რჩეული ქობულეთელების პროექტიდან არავინ ყოფილან“ – დეპუტატს ტყუილში ამხელენ

22 ოქტომბერს რესტორან “ხალაგრანდში” გამართულ ვახშამზე პროექტ “რჩეული ქობულეთელების” ფარგლებში დაჯილდოებული ადამიანები არ ყოფილან“, – ეს “ბათუმელებს” პროექტის თანაორგანიზატორმა და საინფორმაციო მხარდამჭერმა ჯემალ მეგრელიძემ ახლახან [20:40] უთხრა. ჯემალ მეგრელიძე  საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაკაიძის განცხადებას გამოეხმაურა – დეპუტატმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ 22 ოქტომბერს „რჩეულ ქობულეთელებს“ უმასპინძლეს. პროექტის თანაორგანიზატორის თქმით, დეპუტატი იტყუება და მას საერთო …

“ვახშამი ბიუჯეტიდან არ დაგვიფინანსებია” – ქობულეთის მერის განმარტება

“ეს არ იყო არც ერთ შემთხვევაში მუნიციპალური ღონისძიება და არც ერთი თეთრი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ღონისძიებაზე არ გახარჯულა საბიუჯეტო სახსრებიდან. ამის გადამოწმება ძალიან მარტივად  შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იმ გზით, რომ გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, თუ რა თქმა უნდა, ჩემი არ გჯერათ,” – უთხრა “ბათუმელებს” ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ. ქობულეთის მერს რესტორან „ხალაგრანდში“ გამართულ ვახშამთან დაკავშირებით დავუსვით …

„რჩეული ქობულეთელები იყვნენ სუფრაზე“ – დეპუტატი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გამართულ ვახშამზე

რესტორან „ხალაგრანდში“ 140-კაციანი სამთავრობო სუფრა 6300 ლარი დაჯდა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გადაიხადა ვახშმის თანხა, რომელსაც საქართველოს პარალმენტის წევრები – ფატი ხალვაში, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს რესტორანში გამართულ სუფრაზე „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი იყო შეკრებილი, ვახშმის თანხა კი ბიუჯეტიდან გადაიხადეს. „ბათუმელების“ ზარებს არ …

ქობულეთის მერიის უარი მოხუცებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ

თავშესაფრის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ მოხუცებს უარი უთხრა. ამ საკითხზე მომზადებული პეტიცია საკრებულომ განუხილველი დატოვა და პირდაპირ მერიის მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ქობულეთში არ არსებობს“. აჭარაში სადღეღამისო თავშესაფარი მოხუცებისთვის მხოლოდ ბათუმშია, სადაც მუდმივად მოხუცების რიგია. თავშესაფარში მოსახვედრად რიგში დგანან მოხუცები ქვეყნის მასშტაბითაც. გასული წლის ბოლოს ასეთი მოხუცი ოფიციალური მონაცემებით ასამდე იყო. …

ბავშვთა სახლის აღმზრდელი: დირექტორი ფარულად ჩავწერე, როცა მიყვირა სამსახურიდან წადიო

„დირექტორი მაიძულებდა განცხადება ჩემი ნებით დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი… ხათუნა ჯავახაძემ ყვირილი დაიწყო, სამსახურიდან წადიო. მერე სხვა აღმზრდელები შემოიყვანა, აუხსენით ამას ერთი, რა უნდა ქნასო,“ – ამას ჯილდა გოგმაჩაძე ყვება. დღემდე იგი კიევის ყოფილი მერის, მილიარდერი ბიზნესმენის „ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის“ აღმზრდელად ოფიციალურად მუშაობს. ბავშვთა სახლის დირექტორის წინააღმდეგ ჯილდა გოგმაჩაძემ სარჩელი ბათუმის …

ქობულეთის ცენტრალურ პარკში ქანდაკების პლენერი გაიხსნა

ქობულეთის ცენტრალურ პარკში ქანდაკების საერთაშორისო პლენერი გაიხსნა. ქანდაკების საერთაშორისო პლენერში ქანდაკებებზე ღია ცის ქვეშ ქართველ მოქანდაკეებთან ერთად ლატვიელი ხელოვანები მუშაობენ. რეწვის ნიმუშების პარალელურად გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. პლენერი 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.  

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოწყობა გადაიდო – დავა 3-მილიონიანი ტენდერისთვის

ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში შესყიდვის პროცედურები შეჩერდა. მიზეზი ისაა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას ტენდერში მონაწილე კომპანიამ დავების საბჭოში უჩივლა. შესაბამისად, კომისია ვალდებულია შეაჩეროს პროცედურები და იმის მიხედვით განაახლოს, რა გადაწყვეტილებასაც დავების საბჭო მიიღებს. პარკის მოსაწყობად სატენდერო თანხა 3 11 440 ლარია. მუნიციპალიტეტს შპს „მონოლითი-2005“ ედავება, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 2 …

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე განთავსდება ავტოპარკი. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი ცენტრის გახსნაზე აღნიშნა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მაღალმთიან აჭარაშიც იგეგმება.

სოციალურად დაუცველების აქცია ქობულეთში – სააგენტოს პოლიცია იცავს

ქობულეთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს შენობას ამ წუთებში [10:51 საათი, 3 ოქტომბერი] პოლიცია იცავს. სააგენტოს შენობის წინ სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ, ისინი სოციალური სააგენტოს უფროსთან, თემურ ჭანტურიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე, სურთ სააგენტოს უფროსმა პირადად შეამოწმოს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ სოციალურად დაუცველები. “სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი პოლიციით იცავს თავს ხალხისგან და აყენებს შეურაცხყოფას,” – უთხრა ბათუმელებს აქციის …

რატომ დატოვა სახელმწიფომ 17 ბავშვი და მათი ოჯახები შემწეობის გარეშე

ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ში, ძველის სკოლის შენობაში მცხოვრებ ექვს ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური შემწეობა შეუჩერა. ოჯახებში ამბობენ, რომ მათთვის შემწეობა იყო ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელსაც საკვების შესაძენად  და გადასახადების გადასახდელად იყენებდნენ. ხათუნა მიქელაძე მარტოხელა დედაა. სოციალური შემწეობით მიღებული 90 ლარი მისი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. ოთახში, რომელშიც ხათუნა ცხოვრობს, იატაკი ამოყრილია, ორ ფანჯარაზე კი …

„ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – ქობულეთში გზა გადაკეტეს

ქობულეთში მაგისტრალთან მისასვლელი გზა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა. სოფელ კვირიკეს მოსახლეობა შიდა გზების შეკეთებას და ბუნებრივ აირს ითხოვს. „ივანიშვილის ხის გადატანის გამო თუ აკეთებთ გზას სხვა სოფლებში, ჩვენ რა დავაშავეთ?“ – უთხრა აქციაზე მისულ ქობულეთის მერის მოადგილეს სოფელ კვირიკეში მცხოვრებმა თამაზ ნემსაძემ. მოქალაქე ამბობს, რომ უგზოობის გამო მასთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ მიდის და ბავშვებს …

ქობულეთში ზღვისპირა პარკის მოსაწყობად 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში, მდინარე აჭყვიდან სატუმრო „ჯორჯია პალასამდე“, 850 მეტრზე, ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პარკის მოსაწყობად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 11 ათას 440 ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, მინისტადიონი, ადაპტირებული ბორდიურები, დამონტაჟდება სკამები, სხვადასხვა ატრაქციონი; დაიგება დეკორატიული ფილები. ამასთან, ამ სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებული ხეების ამოძირკვა კონტრაქტორმა …

მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდნილი გოგონა ქობულეთის სადგურის უფროსმა ამოიყვანა

ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსმა, ირაკლი კვირკველიამ, მატარებლის დაძვრამდე მცირე ხნით ადრე მატარებელსა და ბაქანს შორის ჩავარდნილი ბავშვი ამოიყვანა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ რედაქტორმა, თამუნა ნეფარიძემ დაწერა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შემთხვევა ქობულეთის რკინიგზის სადგურში, გუშინ, პირველ სექტემბერს მოხდა. „თითქმის ჩამოსული იყო ყველა მგზავრი და წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი ეს რომ მოხდა. ცოლ-ქმარი იყო სამი ბავშვით, რაღაც მომენტში ზურგით …

მეთხილეებმა კომპენსაციის მოთხოვნით ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკასთან ფერმერებმა, რომლებიც წელს თხილის მოუსავლიანობის გამო დაზარალდნენ, ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისვლას და კომპენსაციის დაპირებას ითხოვენ. ადგილზე იმყოფება ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძე, რომელმაც „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დაშლას არ აპირებენ: „ ჩვენ გვაქვს გზა გადაკეტილი, სანამ მთავრობის თავმჯდომარე არ მოვა, მოსახლეობას …

მაშველებმა დაკარგული 9 წლის ბიჭი ქობულეთის სანაპიროზე იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი, რომელსაც დღეს ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასა და ხმელეთზე ეძებდნენ, უკვე იპოვეს. იგი ხმელეთზე იყო და მაშველებმა მისი პოვნა მალევე შეძლეს. სამაშველოს ინფორმაციით, ქობულეთში, სანაპიროზე, კიდევ ერთი ბავშვი იყო დაკარგული, რომელიც, ასევე, ნაპოვნია.    

ქობულეთში მაშველები 9 წლის ბავშვს ეძებენ

ქობულეთის სანაპირო ზოლზე 9 წლის ბავშვს ეძებენ. მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ამ დროისთვის [13:00 სთ] ეძებენ, როგორც ზღვაში, ასევე სანაპირო ზოლზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობია, ბავშვი ჩავიდა თუ არა ზღვაში საბანაოდ.

Exit mobile version