2 მილიონი ევრო ხულოს – ევროკავშირის გრანტი  

სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) განახორციელებს. ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ პროექტი ორ კომპონენტიანია და გრანტები პროექტის ბოლო …

რატომ ახდევინებენ ხულოში აეროპორტისა და მეტროს დასუფთავების მოსაკრებელს 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხულოს მცხოვრებლებისთვის „ვაგზლების, აეროპორტების, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განსაზღვრა“ – ერთ კვადრატულ მეტრზე წელიწადში 6 ლარი. დოკუმენტი ერთი წლის წინ მიიღეს და დღემდე მოქმედებს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად Reginfo-მ გაავრცელა, რომელიც, თავის მხრივ, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ დადგენილებას დაეყრდნო. დადგენილებას ხელს აწერს ხულოს მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, ჯამბულ ხოზრევანიძე, რომელიც გასულ …

ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება.  საგამოცდო ცენტრები უქმდება ასევე ოზურგეთსა და ფოთშიც. ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრების გაუქმების მიზეზი არის ის, რომ ამ მუნიციპალიტეტებში არ არის უმაღლესი სასწავლებლები. „აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებს აბარებენ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ოთხი …

ხულოს მერის მოადგილედ დავით ვანაძე დაინიშნა

ხულოს მერმა, გოჩა მელაძემ, მოადგილის პოზიციაზე პროფესიით იურისტი, დავით ვანაძე დანიშნა. დავით ვანაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი მერმა დღეს, 19 თებერვალს, მოაწერა. ხულოს მერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, დავით ვანაძე 2009 წელს შპს „ტექსტილში“ იურისტად მუშაოდა, 2010-2015 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომიძიებელის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2015 წლიდან …

ცხოვრება სახლში, რომელიც ინგრევა

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი სასამართლოს ხის ერთსართულიან შენობაში ათი ოჯახი ცხოვრობს. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. აქ მცხოვრებთა უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ოჯახები სოციალურად დაუცველები არიან და თვიდან თვემდე სახელმწიფოს დახმარებით გააქვთ თავი.     მარგალიტა დავითაძეს ოთხი წლის წინ, სხვენიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა. მას შემდეგ მოხუცი საწოლში წევს.     სევიე თავდგირიძე ავარიულ შენობაში წლებია …

უსაფრთხოების დამსხვრეული სარკეები გზის რთულ მონაკვეთზე ხულოში [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება უსაფრთხოების სარკე ხულოს მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზის რთულ მონაკვეთზე. სოფლებსა და დაბაში განთავსებული სარკეების ნაწილი ჩამსხვრეულია, ზოგან კი ნიშანი საერთოდ სარკის გარეშეა დარჩენილი. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ მდგომარეობაში დაახლოებით ათი უსაფრთხოების სარკეეა. იგი ამბობს, რომ უსაფრთხოების სარკეებს რთულ მონაკვეთებზე მერია გაზაფხულისთვის გამართავს: „სარკეები ჩვენი შეძენილია, სამწუხაროდ გატეხეს თუ ქარხნული წუნის შედეგია …

ხულოში ვეტერინარული კლინიკა იხსნება

ხვალ, 14 თებერვალს, დაბა ხულოში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნება. კლინიკაში, რომლის საერთო ფართობი 60კვ/მ-ია, განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახი. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კლინიკა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მიმართულების – მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში გაიხსნება; კლინიკის მშენებლობა ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და ფონდ CARD-ის დახმარებით პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ მეორე ფაზის ფარგლებში …

სოფელ საციხურში მეწყრული პროცესი განვითარდა

ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ღორჯომის ხეობაში, სოფელ საციხურში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყრული პროცესი განვითარდა. მისივე თქმით, ხულოს მერიამ ადგილის შესწავლის თხოვნით გეოლოგებს წერილით უკვე მიმართა. ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, საფრთხის დიდი რისკები არ არის და ამ დროისთვის არც ოჯახების განსახლებაა საჭირო. „მერიაში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ნაპრალი გაჩნდა, შეტყობინებისთანავე მერიის თანამშრომლები …

სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი ავტომობილი შუახევის მერიას ემსახურება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ოდენობის საწვავსაც შუახევის მერია ხარჯავს. შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული 14 ავტომობილიდან გამართულ მდგომარეობაში ათი ავტომობილია, სახელმწიფო ავტომობილები აქ მერს, მერის ორ მოადგილეს და ყველა სამსახურს ემსახურება. რაც შეეხება საწვავის ლიმიტს, თვის განმავლობაში შუახევის მერიის თანამშრომლებისთვის 1950 …

შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება

5 – 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ქედაში (ქედის ცენტრში) მოძრავი სერვისცენტრი დღეს 17 საათამდე მუშაობდა, შუახევში შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი  6 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. რაც შეეხება ხულოს, აქ მოძრავი სერვისცენტრი …

გოდერძიზე საავტომობილო გზა ჩაიკეტა – ტურისტებს სპეციალური ტრანსპორტი ემსახურება 

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავტომობილო მიმოსვლა ბათუმიდან ხულოს მიმართულებით მხოლოდ სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიმდეა შესაძლებელი. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებით არსებულ საავტომობილო გზას – ჩაკეტილია. ზარზმის მიმართულებით და პირიქით, ტურისტებს სპეციალური თოვლმავალი ემსახურება. „გოდერის უღელტეხილიდან ზარზმის მიმართულებთ გზა ჩაკეტილია, თოვლის საფარი კი 2-3 მეტრს აღწევს. ბათუმიდან კურორტ გოდერძიმდე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდება, კურორტს …

ხულოში მეწყერმა სოფელ უჩხოსთან მისასვლელი გზა ჩაკეტა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოსთან დამაკავშირებელ შიდა სასოფლო გზაზე მეწყერი განვითარდა, რამაც სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ხულოს მერის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიდინარეობს. „ძველ მეწყრულ ადგილზე განვითარდა მეწყერი, თუმცა არ არის დიდი მიწის მასა ჩამოსული, ტექნიკა მუშაობს, მალე აღდგება საავტომობილო მიმოსვლა“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე. ამ დროისთვის ხულოს მაღალი ზონის სოფლებში …

ხულოში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ხულოს მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საგანგებო მდგომარეობის დროს, მერიის ცხელ ხაზზე დარეკონ და პრობლემების შესახებ მერიას დღე-ღამის ნებისმიერ დროს აცნობონ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძეა, წევრები კი  არიან მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ცხელ ხაზზე მოქალაქეებს, ძირითადად, მერის …

გოჩა მელაძე: სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი გზა ხვალ გაიწმინდება

საციხურის თემის, სოფელ პანტნართან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა, ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, 27 დეკემბერს გაიხსნება. „უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზას მხოლოდ ერთი ტექნიკა წმენდს. მიწის საკმაოდ დიდი მასა ჩამოვიდა. მართალია, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დავიწყეთ, მაგრამ რადგან მცოცავი მიწაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკა ნელა მუშაობს, სავარაუდოდ ხვალისთვის ველოდებით გზის გაწმენდის დასრულებას,“ – ამბობს მერი. სოფელ პანტნართან …

ხულოს მერი: სოფელ პანტნარში გზა ადგილობრივის წინააღმდეგობის გამო ვერ გაიწმინდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პანტნარში გადაადგილება ამ დრომდე შეუძლებელია. სოფლის საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ, 24 დეკემბერს, საღამოს განვითარდა, რამაც რამდენიმე ოჯახთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. ხულოს მერის, გოჩა მელაძის თქმით, გზა სოფლის ერთ-ერთი მკვიდრის წინააღმდეგობის გამო ვერ გაწმინდეს. „მიწის დიდი მასა ჩამოწვა საავტომობილო გზაზე. გზის გასაწმენდად მობილიზებული იყო ტექნიკა, თუმცა მოქალაქე, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან …

უფასო მუნიციპალური სასადილოს უცვლელი მენიუ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის აჭარის მთაში

აჭარის მთიანეთში არსებული უფასო მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, 2018 წელსაც ძველი მენიუ დახვდება. არ შეიცვლება კერძების საერთო რაოდენობაც, მათთვის პროგრამულად გაწერილ საკვებ რაციონში ისევ კვირაში ერთხელ იქნება თევზი, შეზღუდული ოდენობით სამივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, ვერმიშელი, ხარჩო, ბორშჩი, ბარდის წვნიანი, “პერლოვკის” წვნიანი, ფლავი ქიშმიშით, წვნიანი ბრინჯით – ეს ძირითადი კერძების უცვლელი ჩამონათვალია. …

ხულოს სამ სოფელში ზვავი ჩამოწვა – ოჯახებმა სახლები დატოვეს

ხულოს მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საცხოვრებელ სახლებთან ზვავი ჩამოწვა, რის გამოც ოჯახებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს. ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაციით, ზვავი რიყეთში, ოშანახევსა და ხიხაძირში საცხოვრებელ სახლებთან ჩამოვიდა. ოჯახებმა სახლები დატოვეს და მეზობლებს შეაფარეს თავი. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ზვავს საცხოვრებელი სახლები არ დაუზიანებია, თუმცა ზვავის განმეორების საშიშროება ისევ არის. რამდენიმე წუთის წინ მეწყრული …

ხულოში ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარებიან

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, სოფელ ტუნაძეებში ხანძრით დაზარალებულ რევაზ და ფრიდონ ხარაბაძეების ოჯახებს ხელისუფლება 10 000 ლარით დაეხმარება. რაც შეეხება მესამე, ზაურ ხარაბაძის ოჯახს, რომლის საცხოვრებელ სახლში დროებით სკოლა იყო განთავსებული და სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა, ხულოს მერის თქმით, მერია ოჯახის მდგომარეობას სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება,თუ რა სახის დახმარებას მიიღებს ეს ოჯახი. ხანძრით …

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი …

ვინ მიიღებს საახალწლო საჩუქარს ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე ნობათის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ხულოს მერია სასაჩუქრე ნობათს საბავშვო ბაღის ბავშვების, მრავალშვილიანი დედებისა და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ყიდულობს. სატენდერო დოკუმენტაციით, ბაღის ბავშვებისთვის 725 შეფუთვა ტკბილეულს შეიძენენ. თითოეულ ბავშვს კარტოფილის ჩიფსი, ორცხობილა, ჟოლოს ბისკვიტი და ხილის კექსი შეხვდება. საახალწლოდ საჩუქარს, ბავშვებთან ერთად, მრავალშვილიანი დედები და 18 წლამდე ასაკის …

ხანძრის შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგეს ხულოსა და ქედაში

დღეს, 27 ნოემბერს, გლოვის დღეს,  ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში,  ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო მოხელეებთან ერთად, პატივი მიაგო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნას. დაღუპულთა პატივსაცემად სანთლები აანთეს და ყვავილები მიიტანეს სტუდენტებმაც. ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლა საგალობელი შეასრულა. წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს ხულოს საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმაც. ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ …

ხულოს მერი: საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 20 – 30 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „ამ დროისათვის გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, ადგილზე მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და საჭიროების შემთხვევაში გზების გაწმენდა დაიწყება, თუმცა საავტომობილო გზის ნაწილზე თოვლის საფარი მაქსიმუმ 5-7 სმ-ია, მცირე …

ხულოში თოვს – გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა

ხულოში თოვს. ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თოვლის საფარი 10 – 15 სმ-ს აღწევს და თოვას რომელიმე სოფელში გადაადგილების პრობლემა არ შეუქმნია. „სოფლებში არსად გზა ჩაკეტილი არ არის. ელექტროენერგიის პრობლემა შეიქმნა მხოლოდ სოფელ თხილვანაში ბოძის წაქცევის გამო. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,“ – გვითხრა გოჩა მელაძემ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილიდან ინტენსიური თოვისა და …

ხულოს ყოფილი გამგებლის პირველი მოადგილე მერის მოადგილედ დაინიშნა

 ხულოს მერმა გოჩა მელაძემ, პირველი მოადგილის პოზიციაზე ყოფილი გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის პირველი მოადგილე ლაშა ბოლქვაძე დანიშნა. ლაშა ბოლქვაძის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება, ხულოს მერმა გუშინ, 14 ნოემბერს დაწერა. პროფესიით ფინანსისტი ლაშა ბოლქვაძე, ხულოს გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლის 8 აგვისტოს დაინიშნა, 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე კი, წინასაარჩევნო პერიოდში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ დროისთვის ხულოს გამგეობაში …

ხულოში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება

ხულოს მუნიციპალიტეტში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი სოფელ დეკანაშვილებში აშენდება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. სამინისტროს შპს ბალანსი XXI მომსახურების ცენტრის აშენებას 279 175 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 315 167 ლარი იყო. სოფელ დეკანაშვილებში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრი გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 დღეში უნდა აშენდეს. აჭარის სოფლებში წარმოებული …

ხულოს გასასვლელთან 5 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის გზის 55-ე კილომეტრზე [ხულოს გასასვლელი] აკრძალულია 5 ტონაზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მიზეზი ოქტომბრის თვეში მოსული უხვი ნალექია, „რის შედეგადაც ადიდებულმა მდინარე აჭარისწყალმა გამორეცხა გზის მონაკვეთის საფუძველი, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა და გზა 3 მეტრამდე შევიწროვდა“. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „აღნიშნული გზის მონაკვეთით სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის და დიოკნისი-რიყეთის თემის მოსახლეობა, …

გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სმ-ს აღწევს

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრამდე აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი კი, 15 – 20 სანტიმეტრია. ლაშა ბოლქვაძის თქმით, სოფლებისთვის თოვლს პრობლემები არ შეუქმნია, საავტომობილო გადაადგილებისას შეფერხებები მხოლოდ გოდერძის უღელტეხილზე იყო ღამით. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობას შპს „იბერია -ჯ“ უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენელი, არჩილ მიქელაძე ამბობს, …

„ჭკვიან კამერებს“ ხულოსა და შუახევშიც დაამონტაჟებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოსა და შუახევის მონაკვეთზე ავტომობილების სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად საჭირო მომსახურება ხულოსა და შუახევის გამგეობებმა გამარტივებული წესით შეისყიდეს, ხელშეკრულება კი შპს „დელტა კონსალტინგთან“ გააფორმეს. შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ ექვსი ვიდეოთვალი განთავსდება. ვიდეოთვალების შეძენა-მონტაჟისა და ერთიან …

ხულოს სამ მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ხულო 13 მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგები გამოაქვეყნა. მიღებულ ხმათა უმრავლესობით აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. 13 მაჟორიტარული ოლქიდან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ცხრა მაჟორიტარულ ოლქში – აგარა, დიდაჭარა, დიოკნისი, ვაშლოვანი, რიყეთი, საციხური, ფუშრუკაული, ღორჯომი და ხიხაძირი –  ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს; ხოლო დაბა ხულოს, სხალთისა და თხილვანის თემებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს. 2017 წლის მოწვევის …

ხულოს მერი გოჩა მელაძე იქნება – წინასწარი შედეგები

2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგებით, ხულოს  #84 საარჩევნო ოლქში, მმართველი პარტის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გოჩა მელაძემ ამომრჩეველთა ხმის 60,71% -ი მიიღო. მერობის კანდიდატებს შორის, ხულოში, ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე, 25% -ით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძეა. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ნუგზარ სოლომონიძეს,  ამომრჩეველთა 11, 25 % – მა დაუჭირა მხარი, ხოლო ყველაზე ნაკლები ხმა …

როდის დაეხმარებიან ხულოში დამეწყრილ ოჯახებს

ხულოში, სოფელ რაქვთაში მეწყერი გუშინწინ ჩამოწვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი – ირაკლი ჯორბენაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დამეწყრილ მოსახლეობას ყურადღებას არ აქცევს. მისი თქმით, ქვედა და ზემო რაქვთაში ოთხი ოჯახის გასახლებაა საჭირო. ერთი ოჯახი კი მეზობელთან ცხოვრობს. მეწყრის შედეგად დაზარალებულმა რომან მიქელაძის ხუთსულიანმა ოჯახმა გუშინწინ დატოვა საკუთარი სახლი. „გამგეობის წარმომადგენლები და გეოლოგები დღეს იყვნენ …

საკრებულოს წევრობის იმამი კანდიდატები

ხულოში საკრებულოს წევრობას მუსლიმი სასულიერო პირები აპირებენ. სოფელ ხიხაძირში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ გაბაიძეა. იგი სოფელ ოშანახევის იმამია. სოფელ დანისპარაულში კი, საკრებულოს წევრობას ასევე სასულიერო პირი – ამირან პაპიძე აპირებს. ის „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, ორივე მათგანი იმამია ხულოს სხვადასხვა სოფელში. „ამირან პაპიძე ემსახურება რელიგიას. ის მოლა და …

ადიდებული მდინარეები და მეწყრული პროცესები – მდგომარეობა ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტში უკვე მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს, მაღალი ზონის სოფლებში კი, მოთოვა.  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ჯვარიქედის  გზაზე, სოფელ ქედლებში საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა, ხოლო სოფელ ტუნაძეებში ვალერიან ხარაბაძის საცხოვრებელი სახლი ჩამოიშალა. „მიმდინარეობს …

ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვს [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვს. სოფელ თხილვანაში პირველი თოვლი დღეს მოვიდა. თოვლის საფარი რამდენიმე სანტიმეტრს აღწევს.

ხულოში გამოყვანილი ნივრით ევროპის ბაზარზე

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მცხოვრებ ართმელაძეების ოჯახს ნიორი ორი წელია გამოჰყავს. ართმელაძეებმა ნიორი პირველად სოფლიდან 17 კილომეტრით დაშორებულ მთა ლოდიძირზე 2015 წლის შემოდგომაზე დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე დარგეს და პირველი მოსავალიც – ერთი ტონა ნიორი შარშან შემოდგომაზე მიიღეს. ხულოში ართმელაძეების ოჯახის მიერ გამოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა ნიორი ევროპის ბაზარზეც გაიყიდა. „სახელმწიფო პროგრამით 150 კილოგრამი სათესლე ნიორი …

არაყი, ხაშლამა და ფხალლობიო – ვახშმები ქედასა და ხულოში ბიუჯეტის ხარჯზე

ქედის მუნიციპალიტეტს კომერციული მომსახურება 9 984 ლარზე  სახალხო დღესასწაულის – „შემოდგომა ქედაში“ ჩასატარებლად აქვს გამოცხადებული. შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე განთავსებული სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ  სადღესასწაულოდ ქედაში ცხრა სუფრა მოეწყობა, სადაც მთლიანობაში ცხრა კეცის მჭადი, 90 ცალი იმერული ხაჭაპური, 180 ნაჭერი აჩმა, ამავე ოდენობის ბაქლავა, 27 თეფში მწნილის ასორტი, 18 თეფში ნიგვზით შეკაზმულ ფხლის მწნილი, 9 კილოგრამი ყველი, …

Exit mobile version