მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]

23.05.2017
ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია.

„30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 ლარს მიხდიან, კვერცხში – 0,50 თეთრს, წიწილაში კი  – 15 ლარს. ადგილზე ვუსუფთავებ, რაშიც დამატებით სამ ლარს მაძლევენ. ტურისტების გარდა ბათუმიდანაც ამოდიან მყიდველები, ბავშვებისთვის წიწილები მიაქვთ, რადგან მე ქათმებსა და წიწილებს ადგილზე მოყვანილი სიმინდით ვზრდი,“ – ყვება დოდო სამნიძე.

იგი ამბობს, რომ წიწილების ბიზნესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. წელს სამნიძეები ბიზნესის განვითარებასაც გეგმავენ:

„დამატებით ოთახი მოვაწყვე, თბილი და შეკრული ოთახია, რაც საშუალებას მომცემს შემოდგომაზეც ვამრავლო ქათამი,“  – ამბობს დოდო სამნიძე.

მეფრინველეობა სამნიძეების ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არ არის. ოჯახს მაყვალი მოჰყავს, გარდა ამისა, ხილიდან არაყს ხდიან და ყიდიან.

დოდო სამნიძე

დოდო სამნიძე

დოდო სამნიძე

დოდო სამნიძე

18623142_1366324016796634_1362681020_n 18618925_1366323036796732_1940390201_o

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: